ონესტი - Onest
ონესტი - Onest

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ონესტი ტაბლეტები

ჰომეოპათიური პრეპარატი

მცენარეული პრეპარატი ნაწლავური მოტორიკის გაუმჯობესებისათვის

ჩვენებები**:ყაბზობის სიმპტომური მკურნალობა;ქრონიკული ყაბზობა;მძიმე ყაბზობა; მეტეორიზმი;ნაწლავური კოლიკები;დისპეპსიური მოვლენები;**მონელების პროცესების შეფერხება

მოქმედება:

Aloe socotrina (საბრი) - შეიცავს ალოინს. ააქტივებს ნაწლავთა კუნთოვანი შრის აქტივობას და აძლიერებს პერისტალტიკას

Colocynthis citrullus (ველური საზამთრო) - შეიცავს გლიკოზიდ კოლოცინტს, რომელიც ძლიერი საფაღარათო საშუალებაა და ამავდროულად გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო და სპაზმის მომხსნელი მოქმედება

Embelia ribes (მჟავე ემბელია) - შეიცავს წებოვან ნივთიერებებს ემბელინს და ვილანგინს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ანტისეპტიკური, ანტიპარაზიტული და ანტიბაქტერიული ეფექტი. ხელს უწყობენ საჭმლის მონელების პროცესს. ხელს უშლიან დისპეფსიის და კოლიკების განვითარებას

Terminalia chebula (ხარიტაკი) - მოქმედებს, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროკინეზური ფაქტორი. აძლიერებს მადას, ააქტიურებს საჭმლის მონელების პროცესებს. ჩებულის მჟავას გამოხატული აქვს სპაზმოლიზური მოქმედება. ამ შემთხვევაში წარმოდგენლია, როგორც მსხვილი ნაწლავის რბილი, მცენარეული გამწმენდი.

Senna alexandrina(სენა, კასია) - შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ძირითადად სენოზიდებს A და B. მსხვილ ნაწლავში გლიკოზიდები ნაწლავური ბაქტერიების მიერ იშლებიან ფარმაკოლოგიურად აქტიურ ანთრონებად და ანთრანოლებად , რომლებიც აღიზიანებენ მსხვილი ნაწლავის ინტერორეცეპტორებს , აძლიერებენ პერისტალტიკას და აჩქარებენ ნაწლავების დაცლას. კასია ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისგან. აძლიერებს ნაწლავთა ტონუსს. ეფექტურია არამხოლოდ ყაბზობის, არამედ ბუასილის ნიშნების დროსაც.

Zingiber officinale(ჯანჯაფილი, კოჭა, იმბირი) - ხსნის გულისრევას და ღებინებას, ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აჩქარებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის დაცლას, ამცირებს გასტროდუოდენალურ რეფლუქსს, ხსნის ყაბზობას და მეტეორიზმს, ხსნის ანთებას და ტკივილს მუცლის ღრუში.

გამოყენების წესი: პრეპარატ ონესტის ტაბლეტები გამოიყენება პერორალურად.

დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან: 2 ტაბლეტი ძილის წინ.

6-დან 12 წლამდე: 1 ტაბ. ძილის წინ.

ბავშვებში 6 წლამდე: ½ ტაბ. ძილის წინ.

დოზის გადაჭარბება: ინფორმაცია დოზის გადაჭარბებით გამოწვეული უარყოფითი მოვლენების შესახებ არ არსებობს.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:

7-21 დღემდე ან უფრო ხანგრძლივად - საჭიროების შემთხვევაში.

უარყოფითი ეფექტები: გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები არ დაფიქსირებულა.

ვარგისობის ვადა:

პრეპარატი ვარგისია გამოშვებიდან 5 წლის მანძილზე.

გამოშვების ფორმა:

15 ტაბლეტი ბლისტერზე. ორი ბლისტერი ორმაგ შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატრურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Onest - ონესტი 30 ტაბლეტი
  • სახელი: Onest - ონესტი 30 ტაბლეტი
PSP 14.7 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა