ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
წამლის შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება : აქტივირებული ნახშირი
1 ტაბლეტი სეიცავს 0,25 გ აქტივირებულ ნახშირს
დამხმარე ნივთიერებები : კარტოფილის სახამებელი , ტალკი
გაცემის ფორმა : ტაბლეტები
შავი ფერის , მრგვალი , ბრტყელ ზედაპირიანი ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ენტეროსორბენტები . ATC კოდი A07B A01
ფარმაკოლოგიური თვისებები ._ _ მცენარეული წარმოშობის ნახშირი , რომელიც სპეციალური დამუშავების( აქტივაციის ) შედეგად იძენს დიდ სორბციულ ზედაპირს და შეუძლია შეიწოვოს გაზები , ალკალოიდები, ენდო - და ეგზოტოქსინები და სხვა ქიმიური ნაერთები . აქტივირებულ ნახშირს ტაბლეტების სახით ,აქვს უფრო დაბალი ადსორბციული აქტივობა , ვიდრე ფხვნილის სახით . პრეპარატი ტოქსიკური არ არის ,კარგად გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაწლავებით . პრეპარატი არ შეიწოვება კუჭ - ნაწლავში და სრულადგამოიყოფა ორგანიზმიდან კალურ მასებთან ერთად 8-24 საათის შემდეგ .
მიღების ჩვენებები .
მწვავე მოწამვლა საყოფაცხოვრებო , სამრეწველო და საკვები შხამებით , წამლებით , მოწამვლაალკალოიდებით , მძიმე ლითონების მარილებით ; დისპეპსია , მეტეორიზმი , საკვებით მოწამვლითიინფექციები უკუჩვენებები
კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნე , კუჭიდან სისხლდენები
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ჰიპოვიტამინოზის არსებობისას , რასაც შესაძლოა თან ახლდეს აქტივირებული ნახშირის ხანგრძლივიმიღება , აუცილებელია პაციენტს დაენიშნოს პოლივიტამინები . პრეპარატის მიღების შემდეგ განავალიღებულობს შავ ფერს .
მიღების წესი და დოზა
მეტეორიზმისა და დისპეფსიის დროს მოზრდილებს ეძლევა 1-3 ტაბლეტი 3-4- ჯერ დღეში . მოწამვლისშემთხვევებში პრეპარატი შიდა მიღებით ენიშნებათ მოზრდილებს 20-30 გრამის დოზით ერთ მიღებაზე , 1-2 ჭიქა წყალში შეწონილი სახით ). ასეთი სუსპენზია გამოიყენება აგრეთვე კუჭის ამორეცხვისას .სიმჟავის მომატებისას მოზრდილებს ენიშნება 1-2 გ პრეპარატი 3-4- ჯერ დღეში . უფრო სწრაფი დაგამოხატული ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები შეიძლება დაიფშვნას და მიღებული იქნას სუსპენზიისსახით (0,5 ჭიქა წყალში ). მწვავე დაავადებების შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეადგენს 3-5 დღეს ,ენდოგენური ინტოქსიკაციით გამოწვეული ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კი - 10-15 დღეს
გვერდითი ეფექტები : აქტივირებული ნახშირის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შეკრულობა ანფაღარათი , რაც იოლად გამოსწორდება პრეპარატის მიღების შეწყვეტითა და სიმპტომატური თერაპიით .ხანგრძლივი პერიოდით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება ვიტამინებით ,ჰორმონებით , ცხიმებით , ცილებით .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები .
ადსორბციული თვისებების გამო , აქტივირებულ ნახშირს შეუძლია შეამციროს იმ წამლების ეფექტურობა ,რომლებიც პაციენტს ამ პრეპარატთან კომბინაციაში ეძლევა . ამიტომ , კომბინირებუოიფარმაკოთერაპიისას , აქტივირებული ნახშირი პაციენტს ეძლევა სხვა წამლების მიღებამდე ან მიღებისშემდეგ 1,5 საათის ინტერვალით
ვარგისიანობის ვადა
5 წელი
შენახვის პირობები
ინახება მშრალ , გაზისა და ორთქლის გამომყოფი ნივთიერებებიდან მოშორებით , არაუმეტეს 300 Cტემპერატურაზე
შეინახეთ ბავშვბისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
0.72 ლ | ||
|
0.7 ლ | ||
|
0.62 ლ | ||
|
0.55 ლ | ||
|
0.6 ლ | ||
|
0.67 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა