პეპსანი - Pepsan
პეპსანი - Pepsan

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პეპსანი

გუაიაზულენი, დიმეთიკონი პერორალური გელი

ერთი დოზის შემცველი საშეტი

ბოლომდე წაიკითხეთ წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი სანამ აღნიშნულ მედიკამენტს გამოიყენებთ, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ამ საინფორმაციო ფურცელში მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.

· შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, ის კიდევ დაგჭირდეთ

· მეტი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. იგივე მოიმოქმედეთ ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შემთხვევაში, რაც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელში.

· თუ სიმპტომები გაგიუარესდათ ან გაგიგრძელდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რას მოიცავს წინამდებარე ფურცელი?

1. რა არის პეპსანი, პერორალური ერთი დოზის შემცველი საშეტი და რისთვის გამოიყენება ის?

2. რა უნდა იცოდეთ პეპსანის, პერორალური გელის, ერთი დოზის შემცველი საშეტის მიღებამდე?

3. როგორ მივიღოთ პეპსანი, პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი?

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ შევინახოთ პეპსანი, პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი?

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პეპსანი, პერორალური ერთი დოზის შემცველი საშეტი და რისთვის

გამოიყენება ის?

ფარმაკოთერაპიული კლასი - ათქ კოდი: შებერილობის საწინააღმდეგო - ანტაციდი (ა: მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი) – A03AX

თერაპიული ჩვენებები

მედიკაკმენტი ნაჩვენებია კუჭის ტკივილის სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ პეპსანის, პერორალური გელის, ერთი დოზის შემცველი საშეტის

მიღებამდე?

თუ ექიმის მხრიდან ინფორმირებულნი ხართ, რომ გაქვთ გარკვეული ნახშირწყლების მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

არ გამოიყენოთ პეპსანი, პერორალური გელი ერთი დოზის შემცველი საშეტი:

თუ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების მიმართ ან ამ მედიკაკმენტის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე, რაც აღნიშნულია მე-6 პუნქტში.

სიფრთხილის ზომები:

გთხოვთ, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს პეპსანის მიღებამდე, პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი.

საგანგებო გაფრთხილება:

მედიკამენტი შეიცავს პარაჰიდროქსიბენზოატს და შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

აღნიშნული მედიკამენტის თითოეული საშეტი შეიცავს 1429 მგ სორბიტოლს.

სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. თუ ექიმის მხრიდან გაფრთიხლებული ხართ, რომ გაქვთ (ან თქვენს შვილს აქვს) ზოგიერთი ნახშირწყლის აუტანლობა, ან თუ გაქვთ ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის დიაგნოზი (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ შლის ფრუქტოზას, ამ მედიკამენტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, ყოყმანის გარეშე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

სხვა მედიკამენტები და პეპსინი, პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლო წარსულში იღებდით ან ახლა იღებთ რაიმე მედიკამენტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნორმალურ პირობებში აღნიშნული მედიკამენტის მიღება შესაძლებელია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

პეპსანი, პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი, შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და სორბიტოლს.

3. როგორ მივიღოთ პეპსანი, პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი?

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ისე, როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გეტყვით. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

პერორალური მიღება

ტკივილის დროს მიიღეთ ერთი ან ორი პაკეტის შიგთავსი პეორალურად დღეში 2-3-ჯერ.

თუ მეტ პეპსანს (პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი) მიიღებთ: მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლოა, ამ მედიკამენტმაც გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა ადამიანში არ ვლინდება ისინი.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან ქავილი შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათად.

ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული წინამდებარე საინფორმაციო ფურცელში.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირებით თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას აღნიშნული მედიკამენტის თაობაზე.

5. როგორ შევინახოთ პეპსანი, პერორალური გელი ერთი დოზის შემცველი საშეტი?

მოარიდეთ აღნიშნული მედიკამენტი ბავშვებს.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

შეინახეთ ეს მედიკამენტი 25 -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში, ან ნარჩენების გამტან წყალში.

კითხეთ ფარმაცევტს როგორ მოიშოროთ მედიკამენტი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პეპსანი, პერორალური გელი ერთი დოზის შემცველი საშეტი?

· აქტიური ნივთიერება არის:

დიმეთიკონი .................................................................................................... 3000 გ

გუაიაზულენი .................................................................................................. 0.004 გ

საშეტის თითოეულ დოზაში.

· სხვა ინგრედიენტებია: კრისტალირებადი სორბიტოლი 70%, კარაგენატები, ნატრიუმის ციკლამატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, მენთოლის შეუცვლელი ზეთი, გასუფთავებული წყალი.

რა არის პეპსანი, პერორალური გელი, ერთი დოზის შემცველი საშეტი და შეფუთვის შიგთავსი?

მედიკამენტი ხელმისაწვდომია პერორალური გელის სახით. 12 ან 30 ერთი დოზის შემცველი საშეტის შემცველი კოლოფი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Pepsan - პეპსანი გელი 30 პაკეტი ( შინაგანად მისაღები)
  • სახელი: Pepsan - პეპსანი გელი 30 პაკეტი ( შინაგანად მისაღები)
PSP 18.93 ლ
Pepsan - პეპსანი ორალური გელი 30 პაკეტი
  • სახელი: Pepsan - პეპსანი ორალური გელი 30 პაკეტი
PSP 17.97 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა