ნეობეიბი - Neobaby
ნეობეიბი - Neobaby

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ნეობეიბი
Neobaby
წვეთები
**

გვირილას ყვავილები; პიტნის ფოთლები; კვლიავის ნაყოფები; კატაბალახას ფესურა ფესვებით; კამის ნაყოფები; 70% ეთილის სპირტი; გამოხდილი წყალი.
პრეპარატში გამოყენებული მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს.
**
ფარმაკოლოგიური მოქმედება:**

აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლმომარაგებას და ნაწლავების პერისტალტიკას. ამცირებს დუღილის პროცესებს, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას, აქვს ნაღვლმდენი და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აუმჯობესებს მადას.

ჩვენება:

მარტივი დისპეფსია (მეტეორიზმი);;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული და მოტორული ფუქციის მოშლა (სპასტიური კოლიტი, ნაწლავის კოლიკები);
ანთებითი პროცესები (ენტეროკოლიტი, კოლიტი);
ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა.

მიღების წესი და დოზირება: პერორულად: მოზრდილებში: 25_30 წვეთი 3_ჯერ დღეში.
ბავშვებში: 0-დან 3 თვემდე 4_5 წვეთი, 3-დან 6 თვემდე 6_8 წვეთი, 6-დან 12 თვემდე 9_11 წვეთი, 1_დან 6 წლამდე _ 12_15 წვეთი, 6_დან 15 წლამდე 16_20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიღების წინ უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.

შენიშვნა: პრეპარატი ხმარების წინ შეანჯღრიეთ!

გამოშვების ფორმა: 25მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში პოლიეთილენის საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით, ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
NEOPHARMI - ნეობეიბი ფლაკონი 25მლ
  • სახელი: NEOPHARMI - ნეობეიბი ფლაკონი 25მლ
PSP 6.2 ლ
ნეობეიბი 25მლ ფლ (ნეოფ)
  • სახელი: ნეობეიბი 25მლ ფლ (ნეოფ)
Aversi 6.12 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა