აქვა მარინი - Aqua Maris
აქვა მარინი - Aqua Maris

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად
                                      აქვა მარინი, 15 მლ   წვეთი\\\\\\\ 30 მლ   სპრეი

       (ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების ინსტრუქცია)

შემადგენლობა :

ზღვის მარილი - 1,1%;

გლიცერინი - 1%;

ნატრიუმის ბენზოატი - 0,3%;

მიკრობიოლოგიურად გაფილტრული წყალი;

ფარმაკოლოგიური თვისებები**:**

ხასიათდება ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასუფთავებს ცხვირის ღრუს, ატენიანებს და აღადგენს ცხვირის ლორწოვან გარსს. ზღვის წყალი, გამდიდრებული მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით გამოიყენება ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების ჰიგიენისთვის. აქვა მარინი ხელს უწყობს ცხვირში წარმოქმნილი ნადების მოშორებას და ალერგენების გამოდევნას, ატენიანებს ცხვირის ღრუს გამომშრალ ლორწოვან გარსს. აქვა მარინი ავლენს ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. მის შემადგენლობაში არსებული ზღვის მარილის საშუალებით. ეხმარება ცხვირის ღრუს სასუნთქ გზებში წარმოქმნას დამცავი გარსი, რაც ამცირებს ქავილის შგრძნებას და ცემინებას. სპორტსმენებს, სუნთქვის პრობლემებით, შეუძლიათ გამოიყენონ აქვა მარინი. აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ამცირებს შეშუპებას. მასში შემავალი ბაზილიკის ფუძეზე დამზადებული ეთრზეთი აღადგენს თავისუფალ სუნთქვას. ცხვირის ღრუს ჩირქოვანი პროცესების დროს ნატრიუმის ბენზოატი ავლენს ანტისეპტიკურ მოქმედებას. აქვა მარინი ეფექტურად იცავს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს იმ შენობებში, რომლებშიც მუშაობს კონდიციონერი, ასევე იმ პირობებში, როდესაც მუდვიმად ხდება ჰაერის დაბინძურება, გამოშრობა მტვრით ან ექსტრემალური ტემპერატურით.

ჩვენება :

ალერგიული ვაზომოტორული რინიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების მწვავე და ქრონიკული ანთება;

ინფექციური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა

ნაზოკომოლური ინფექციები (ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში)

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაცვა ექსტრემალურ სიტუაციებში; (მაღალი ტემპერატურა, მტვრით დაბინძურებული გარემო, კონდიციონერი და ა. შ.)

ცხვირის ღრუს ჰიგიენა ოპერაციამდე და შემდგომ პერიოდში;

ადენოიდები;

ცხვირის ღრუს გამორეცხვა;

ცხვირის ღრუს ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ორსულობის და ძუძუთი კვების დროს)

წინააღმდეგჩვენება**:**

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება**:**

0-7 წლამდე დღეში 2-3 ჯერ 1-2 წვეთის ოდენობით ცხვირის ღრუს თითოეულ ნესტოში

მოზრდილებში და ბავშვებში 7 წლის ზევით 2-3 შესხურება დღეში ერთხელ ცხვირის ღრუს თითოეულ ნესტოში.

გამოშვების ფორმა**:**

15 მლ. წვეთი და 30 მლ. სპრეი.

არარისსამკურნალწამლო****საშუალება!

მწარმოებელი**:**

SC Laboratoarele Medica® SRL

Телефон: 021.351.47.77; факс 021.351.47.78

e-mail: office@pro-natura.ro;

www.pro-natura.ro

Otopeni, Frasinului street no. 11, Румыния

facebook.com/Pro.Natura.RO

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
აქვა მარინი ცხვირის წვეთები 15მლ
  • სახელი: აქვა მარინი ცხვირის წვეთები 15მლ
PSP 6.72 ლ
აქვა მარინი ცხვირის სპრეი 30მლ
  • სახელი: აქვა მარინი ცხვირის სპრეი 30მლ
PSP 11.73 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა