სტოპ ენდ გოუ აქტივმენტი - Stop and go Activamente
სტოპ ენდ გოუ აქტივმენტი - Stop and go Activamente

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

** ** დაიცავით ქვენი ტვინი ციტიკოლინ კოგნიზინით

ტვინის მკვებავი - აქტივმენტის აქტიური შმადგენლობა ერთი დოზისთვის (შესაბამისად 1 დოზა -1 საშეტი):

  • ციტიკოლინი Cognizin-ი - 250 მგ.
  • ვიტამინი B 6(100% -საკვები ღირებულება) –1,4მგ.
  • ვიტამინი B12(100% -საკვები ღირებულება) –2,5მკგ.

თანამედროვე ცხოვრება წარმოადგენს დიდ წნეხს თავის ტვინისთვის, მაგ: სტრესი (ოქსიდაციური თუ სხვა), მუდმივად არჩევნის წინაშე დგომა და გადწყვეტილებების მიღება, არასწორი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები, არადაბალანსირებული კვება და არასწორად შერჩეული დიეტები, გამოცდების პერიოდი და მრავალი სხვა.

თავის ტვინი განიცდის მუდმივ ზემოქმედებას გარემოსგან და ეს ყოველივე აისახება მის ფუნქციონირებაზე .ტვინის მკვებავი აქტივმენტი მოწოდებულია სწორედ იმისთვის ,რომ ტვინმა ოპტიმალურად შეასრულოს კოგნიტური და ნევროლოგიური ფუნქციები, როგორიც არის: მეხსიერება , აზროვნება და კონცენტრაცია.

**ციტიკოლინი კოგნიზინი: **

ეხმარება თავის ტვინს ელექტრონული იმპულსების წარმოქმნაში ,ზრუნავს ნეირონების ჯანმრთელობაზე და იცავს მათ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მონაწილეობს უჯრედის მემბრანის სინთეზსა და დაცვაში. წარმოადგენს პრეკურსორს ფოსფოლიპიდების სინთეზისთვის,მათ შორის ფოსფატიდილქოლინის (ლეციტინი). უზრუნველყოფს აცეტილქოლინის დონის ზრდას. აცეტილქოლინი არეგულირებს მეხსიერებას და შემეცნებით ფუნქციებს. უზრუნველყოფს ნეირონებს შორის ურთიერთკავშირს.

**ვიტამინი **B 6--არის წყალში ხსნადი ვიტამინი, იგი ორგანიზმში არ სინთეზირდება და მონაწილეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში და არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას.

ვიტამინი B 12--წყალში ხსნადი ვიტამინია და მასაც ორგანიზმი მხოლოდ ეგზოგენურად იღებს,იგი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის, ასევე ჰორმონების და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის. ის საჭიროა ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ასევე ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებისთვის.

ცალკე უნდა აღინიშნოს B6 და B12 ვიტამინების მნიშვნელობა გადაღლილობის სინდრომის და შფოთვის მოხსნაში.

და მაინც რატომ STOP & GO-ს აქტივმენტი ?

იმიტომ, რომ მის მთავარ კომპონენტს შეადგენს ციტიკოლინი KOGNIZIN და მისი წარმოება დაპატენტებულია კომპანია KYOWA HAKKO BIO CO. , LTD-ს მიერ და გარანტირებულია იაპონური უმაღლესი ხარისხით (გავლილი აქვს კლინიკური კვლევები).

აქტივმენტი ერთადერთი კვებითი დანამატია, რომელის შემადგენლობაშიც ციტიკოლინი თხევადი ფორმით არის (მისაღებად ადვილი ფორმა და სასიამოვნო კოლას გემოთი).

ჩვენებები:

იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;

ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;

კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

წინააღმდეგ ჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა და ბავშვთა ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია.

სუფთა წონა:140 მლ.

თითეულ შეფუთვაში არის 14 საშეტი.

მიღების ფორმა: 1-2 საშეტი დღეში (კოლას გემო).

არ შეიცავს გლუტეინს, ლაქტოზას და შაქარს.

შეინახეთ მშრალ, გრილ მზისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: ესპანეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D GEORGIA

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Stop and go Activamente - სტოპ ენდ გოუ აქტივმენტი 14 პაკეტი
  • სახელი: Stop and go Activamente - სტოპ ენდ გოუ აქტივმენტი 14 პაკეტი
PSP 48.65 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა