ოპტიკოლი GL - Opticol GL
ოპტიკოლი GL - Opticol GL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფურცელი-დანართი: გამოყენების ინსტრუქცია

ოპტიკოლ GL**(ერთჯერადი კონტეინერი 30 x 0.35 მლ.)**

ნატრიუმის ჰიალურონატი****0.3%

თვალის წვეთები

აღწერა

ოპტიკოლ GL ქმნის სტერილურ, უკონსერვანტო, ელასტოვისკოზურ დამცავ აპკს რქოვანასათვის. ოპტიკოლ GL შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს-ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს, რომელიც თავისი თვისებებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს თანაბარი, მყარი და ხანგრძლივად შენარჩუნებული დამცავი ფენის შექმნას თვალის ეპითელურ გარსზე, მხედველობის გაუარესების გარეშე.

შედეგად, ოპტიკოლ GL ხანგრძლივი დროით ხსნის იმ დისკომფორტს, რომელიც ასოცირებულია:

  • მექანიკურ სტრესთან: მაგ.: მყარი და რბილი კონტაქტური ლინზებით სარგებლობის დროს, დიაგნოსტიკური პროცედურების საჭიროებისას ოფთალმოლოგიაში.

  • გარემო ფაქტორებთან, მაგ.:კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, გამომშრალი ან სიგარეტის კვმლით გაჟღენთილი ჰაერი და ა.შ.

- მხედველობის გადაძბვასთან ხანგრძლივი მუშაობის დროს, მაგ.: კომპიტერულ ტექნიკასთან, მიკროსკოპებთან ან ავტომობილის დიდხანს მართვის დროს.

უკონსერვანტო ოპტიკოლ GL კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების დროს.

ოპტიკოლ GL კომფორტულია იმ პირებისთვის, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს იყენებენ, რადგან აღნიშნული წვეთების გამოყენება არ საჭიროებს ლინზის მოხსნას.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოაცალკავეთ ერთი კონტეინერი და დარწმუნდით, რომ არ არის დაზიანებული.

კონტეინერის გასახსნელად, მოატრიალეთ ბრტყელი ბოლო (არ გამოქაჩოთ).

ოდნავ გადახარეთ თავი უკან, იყურეთ ზემოთ, ნაზად ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი კონიუნქტივის პარკში 3-5 ჯერ დღეში.

დახურეთ თვალი ფრთხილად, რომ ხსნარი თანაბრად გადანაწილდეს თვალის ზედაპირზე.

წამლის გამოყენების მიუხედავად, თუ ჩივილები რჩება ან უარესდება, კონსულტაციისათვის მიმართეთ ოფთალმოლოგს!

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატს (0.30%), ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის მონოფოსფატს, ნატრიუმის დიფოსფატს, საინექციო წყალს.

შეფუთვა

კომერციული ერთეული: ერთჯერადი კონტეინერები, 30 x 0.35 მლ.

სიფრთხილის ზომები

  • არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ერთჯერადი კონტეინერი დაზიანებულია.
  • არ შეახოთ თვალს ერთჯერადი კონტეინერი.
  • არ გამოიყენოთ, თუ ხართ ალერგიული წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • ოპტიკოლ GL არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის; რამდენადაც ის არ შეიცავს კონსერვანტებს, ნებისმიერი ხსნარი, რომელსაც არ გამოიყენებთ გახსნისთანავე, უნდა გადააგდოთ.
  • თუ სხვა თვალის წვეთები და/ან მალამო გაქვთ დანიშნული, დაიცადეთ დაახლოებით 15 წუთი მათი გამოყენების შემდეგ და ბოლოს ჩაიწვეთეთ ოპტიკოლ GL.
  • არ გამოიყენოთ ინფიცირებულ ან დაზიანებულ თვალში.
  • მხედველობის გარდამავალი დაბინდვა შეიძლება აღინიშნოს ოპტიკოლ GL-ის ჩაწვეთების შემდეგ, ამ პერიოდში არ მართოთ ავტომობილი, სხვა სამექანიზაციო ტექნიკა და დაელოდეთ მხედველობის სრულ აღდგენას.
  • არ გამოიყენოთ ოპტიკოლ GL ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ერთჯერად კონტეინერზე და კოლოფზე.
  • ოპტიკოლ GL შეიცავს ბუფერულ ფოსფატს. ხანგრძლივად გამოყენების და რქოვანას ფუნქციონალური დარღვევების დროს, ოპტიკოლ GL-მა შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის მარილების პრეციპიტატების გაჩენა რქოვანაში.

შენახვის წესი

შეინახეთ 2°C-25 °C-ზე. არ გაყინოთ. შეინახეთ კონტეინერები თავისივე კოლოფში, რომ სინათლისაგან იყოს დაცული

მწარმოებელი:

Penta Arzneimittel GmbH

Werksstrasse 3

92551 Stulln

გერმანია

Laboratorio Edol Produtos Farmaceuticos S.A.-სთვის

Av. 25 de Abril, 6-6A

2795-225 Linda-a-Velha

პორტუგალია

აღნიშნული ფურცელი-დანართი ბოლოს შემოწმდა: 2016/02.

საერთაშორისო დასახელება - hyaluronic acid sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები
აღწერა
პრეპარატი წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო, ვისკოელასტიურ, რქოვანას დამცავ საშუალება. ის შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისაგან. გააჩნია ბუნებრივი ცრემლის მსგავსი ეფექტი, იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს. ხანგრძლივი დროის მანძილზე თვალს უქმნის კომფორტულ გარემოს და ათავისუფლებს დისკომფორტისაგან გამოწვეული შემდეგი მდგომარეობებით:
• მშრალი (sicca) კერატოკონიუნქტივიტი (სიოგრენის დაავადება)
• რქოვანას დაზიანებები, ეროზიები, ოპერაციული ჩარევები
• კონტაქტური ლინზები
• ჰორმონული დარღვევები (მენოპაუზა)
• კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, მშრალი სიცხე, მტვერი, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი
• კომპიუტერთან მუშაობა, ხანგრძლივი მგზავრობა ავტომობილით, თვითმფრინვით
• ცურვა ქლორილებულ წყალში

შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი 0,15%, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი და გამოხდილი წყალი.

გამოყენების ინსტრუქცია
• პირველი გამოყენებისას მოხსენით თავსახურს დამცავი ლენტა;
• მოხსენით თავსახური
• ფლაკონის გვერდებიდან დაწოლით ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალში ან კონტაქტურ ლინზაზე
• გამოყენების შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური;
• გამოყენება შეიძლება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
ჩაწვეთების შემდეგ ქუთუთოების ნაზი მასაჟი უფრო სწრაფად გადაანაწილებს პრეპარატს თვალის ზედაპირზე.

შენახვის პირობები
შეინხეთ 2-25oC ტემპერატურაზე. დაიცავით ყინვისგან.

გაფრთხილება
• არ გამოიყენოთ თუ დაზიანებულია დამცავი ლენტა ან თავსახური
• არ შეახოთ ფლაკონი თვალს
• შესაძლო დაბინძურების გამო არ შეახოთ ფლაკონის საწვეთური ხელს ან სხვა ზედაპირებს
• არ გამოიყენოთ თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად. თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, დაიცავით პრეპარატებს შორის შუალედი სულ ცოტა 5 წუთი.
• არ გამოიყენოთ ინფიცირებულ თვალში
• გამოყენების შემდეგ შესაძლოა მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ ტექნიკასთან სანამ არ აღდგება მხედველობის სიმახვილე
• დააწერეთ პირველად გახსნის თარიღი ფლაკონს
• პირველად გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ფლაკონი უნდა გადააგდოთ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Opticol GL - ოპტიკოლი GL თვალის წვეთები 0.35მლ 30 კონტეინერი
  • სახელი: Opticol GL - ოპტიკოლი GL თვალის წვეთები 0.35მლ 30 კონტეინერი
PSP 44.04 ლ
ოპტიკოლი GL მონოდოზა წვეთები თვალის 0.3% 0.35მლ #30
  • სახელი: ოპტიკოლი GL მონოდოზა წვეთები თვალის 0.3% 0.35მლ #30
Pharmadepot 55 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა