იმუნო ჰერბი - IMUNO-HERB
იმუნო ჰერბი - IMUNO-HERB

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

იმუნო-ჰერბი ფორტე

ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება

შემადგენლობა : მლ/100მლ.

აქტიური სუბსტანცია:

ტილჭირი (Aconitum napellus) D30 10მლ

ხახვი (Allium cepa) D6 10მლ

ჟასმინი (Gelsemium sempervirens) D12 20მლ

ექინაცეა (Echinacea angustifolia)D6 20მლ

არააქტიური სუბსტანცია:ეთილის სპირტი 43% საჭირო რაოდენობით 100 მლ-მდე.

აღწერილობა:დამახასიათებელი სუნის მქონე, უფერო, გამჭირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:ანტივირუსული ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.

ჩვენებები

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

- იმუნიტეტის გაძლიერება;

- მწვავე რესპირატორული დაავადებები;

- პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს.

მიღების წესი და დოზირება

იმუნო-ჰერბი ფორტე მიიღება პერორალურად.

მწვავე შემთხვევებში: 5 წვეთი გახსენით1 ჩაის კოვზ წყალში და მიიღეთ პერორალურად ყოველ 30 წთ-ში, მდგომარეობის გაუჯობესებამდე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში, სიმპტომების სრულ მოხსნამდე.

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.

საპროფილიქტიკო მიზნით: 5-7 წვეთი გახსენით 1ჩაის კოვზ წყალში დამიიღეთ პერორალურად 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.

მიღების წინ შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება:

არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები:არ არის გამოვლენილი.

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული არ არის, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებსა და მეძუძურებში იმუნო-ჰერბი ფორტე მიიღება ექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება:ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან

მომუშავე პერსონალზე გავლენა:არ ახდენს ზეგავლენას.

განსაკუთრებული მითითება

ვინაიდან იმუნო ჰერბი ფორტე შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით, რომელიც მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა

50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:3 წელი.

დაუშვებელია გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
IMUNO-HERB - იმუნო ჰერბი ხსნარი 50მლ
  • სახელი: IMUNO-HERB - იმუნო ჰერბი ხსნარი 50მლ
PSP 10.79 ლ
იმუნო ჰერბი ფორტე ხსნარი 50მლ
  • სახელი: იმუნო ჰერბი ფორტე ხსნარი 50მლ
PSP 14.22 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა