კლიმაკტ-ჰეელი - Climact-Heel
კლიმაკტ-ჰეელი - Climact-Heel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

Kli.Heel / კლი.-ჰელი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
სარეგისტრაციო მოწმობა: N50ტაბ. - №რ/ა_000884
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Sanguinaria canadensis D3, Sepia officinalis D4, Sulfur D4 Ignatia D4, Simarouba cedron D4 -შესაბამისად 30 მგ; Stannum metallicum D12 60 მგ; Lachesis mutus D12 90 მგ. ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: კლიმაქტერული პერიოდის ვეგეტატიური დარღვევების კომპლექური თერაპია (მომატებული ნერვული აგზნებადობა, თავის ტკივილი და ა.შ.).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, რადგან იგი შეიცავს Sanguinaria-ს.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური აუტანლობისას, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია პრეპარატზე, Sanguinaria-ს ალკალოიდების შემცველი პრეპარატებით მკურნალობისას ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური ფერმენტების (ტრანსამინაზების) და შრატში ბილირუბინის მომატება რომელიც ნორმალიზდება ან ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისათვის 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად, სრულ გაწოვამდე - 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ- ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კლიმაკტ-ჰეელი 50 ტაბლეტი
  • სახელი: კლიმაკტ-ჰეელი 50 ტაბლეტი
PSP 15.37 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა