ლევემირი - Levemir
ლევემირი - Levemir

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 U ინსულინის დეტემირს * (14.2 მგ-ის ექვივალენტური).
1 წინასწარ ავსებული კალამი შეიცავს 3 მლ-ს 300 ერთ. ექვივალენტს.
ინსუნილინის დეტემირი მიიღება რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით შაცცჰარომყცეს
ცერევისიაე-ში.
ინსულინის დეტემირის 1 ერთეული (U) შეესაბამება ადამიანის ინსულინის 1
საერთაშორისო ერთეულს (IU).
ფარმაცევტული ფორმა
გამჭვირვალე, უფერო, ნეიტრალური საინიექციო ხსნარი წინასწარ ავსებულ კალამში.
ფლექსპენი®
თერაპიული ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა უფროსებში, მოზარდებსა და 2 წლამდე ბავშვებში
და ზემოთ
გამოყენების წესი
ლევემირი® არის ხსნადი, ბაზალური ინსულინის ანალოგი გახანგრძლივებული
ეფექტით (24 საათამდე). ინსულინის სხვა პრეპარატებთან შედარებით, ლევემირი®-ით
ბაზალურ-ბოლუსური თერაპია არ არის დაკავშირებული წონის მომატებასთან. ღამის
ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი რისკი NPH (ნეიტრალური პროტამინ ჰაგედორნი)
ინსულინთან შედარებით უფრო ინტენსიური ტიტრირების საშუალებას იძლევა
სისხლის გლუკოზის სამიზნე დონესთან მიმართებაში ბაზალურ-ბოლუსური
თერაპიისათვის.
ლევემირი® უზრუნველჰყოფს უკეთეს გლიკემიურ კონტროლს FPG-ს (პლაზმაში
გლუკოზის შემცველობა უზმოზე) მიხედვით NPH ინსულინით მკურნალობასთან
შედარებით.
ლევემირი®-ს გამოყენება შეიძლება ცალკე ბაზალური ინსულინის სახით ან
კომბინაციაში ბოლუსურ ინსულინთან. მისი გამოყენება ასევე შეიძლება კომბინაციაში
პერორალური ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ან ლირაგრუტიდით
მკურნალობის დანამატის სახით.
დოზირება
კომბინაციაში პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ლირაგლუტიდზე
დანამატის სახით, რეკომენდებულია ლევემირი®-ს გამოყენება დღეში ერთხელ,
თავდაპირველად დოზით 10 ერთ. ან 0.1-0.2 ერთ./კგ. ლევემირი®-ს დოზის ტიტრირება
შესაძლებელია თითოეული პაციენტის საჭიროებისამებრ.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ტიტრების შემდეგი გაიდლანის
გამოყენება:
ჭამამდე საშუალო შMPG
ლევემირი®-ს დოზის რეგულაცია

10.0 მმოლ/ლ (180 მგ/დლ) + 8 ერთ.
9.1-10.0 მმოლ/ლ (163-180 მგ/დლ) + 6 ერთ.
8.1-9.0 მმოლ/ლ (145-162 მგ/დლ) + 4 ერთ.
7.1-8.0 მმოლ/ლ (127-144 მგ/დლ) + 2 ერთ.
6.1-7.0 მმოლ/ლ (127-144 მგ/დლ) + 2 ერთ.
4.1-6.0 მმოლ/ლ: ცვლილების გარეშე (სამიზნე)
თუ ერთი შMPG გაზომვა
3.1-4.0 მმოლ/ლ (56-72 მგ/დლ) - 2 ერთ.
< 3.1 მმოლ/ლ (* პლაზმური გლუკოზის თვითმონიტორინგი
როდესაც ლევემირი® გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური ინსულინური რეჟიმის
შემადგენელი ნაწილის სახით, მისი ინიექცია ხდება დღეში ერთხელ ან ორჯერ
პაციენტის საჭიროებისამებრ. ლევემირი®-ს დოზირების რეგულაცია შესაძლებელია
ინდივიდუალურად. პაციენტებისათვის, რომლებიც სისხლში გლუკოზის კონტროლის
ოპტიმიზაციის მიზნით საჭიროებენ დღეში ორჯერად დოზირებას, საღამოს დოზის
შეყვანა შეიძლება საღამოს ან ძილის წინ. პაციენტებში, რომლებიც მომატებული
ფიზიკური აქტივობით არიან დაკავებულნი, ცვლიან ჩვეულ დიეტას ან თანმხლები
დაავადების დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
განსაკუთრებული პოპულაციები
ინსულინის ყველა პრეპარატების მსგავსად, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში
თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობით, უნდა გაძლიერდეს გლუკოზას მონიტორინგი
და ლევემირი®-ს დოზა დარეგულირდეს ინდივიდუალურად,
ლევემირი®-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოვლინდა 12 თვიანი კვლევით
მოზარდებსა 2 წლამდე და ზემოთ ასაკის ბავშვებში.
სხვა ინსულინური პრეპარატიდან გადმოსვლა
ლევემირი®-ს შუალედური ან ხანგრძლივად მოქმედი ინსულინური პრეპარატებიდან
გადმოსვლა შეიძლება საჭიროებდეს დოზის კორექციას და ხანგრძლივობის შერჩევას.
სხვა ინსულინური პრეპარატების მსგავსად, გადასვლისას და თერაპიის პირველი
კვირების განმავლობაში რეკომენდებულია გლუკოზის სათანადო მონიტორინგი.
რეგულირებას საჭიროებს თანმხლები ანტიდიაბეტური მკურნალობა (პერორალური
ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების ან თანმხლები ხანმოკლე მოქმედების
ინსულინური პრეპარატების დოზა და/ან ხანგრძლივობა).
გამოყენების მეთოდი
ლევემირი®-ს ინიექცია შეიძლება მხოლოდ კანქვეშ. ლევემირი®-ს ინტრავენური შეყვანა
არ შეიძლება, რადგანაც ამ დროს შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოგლიკემია.
კუნთში ინიექციას უნდა მოვერიდოთ. ლევემირი® არ გამოიყენება ინსულინის
საინფუზიო ტუმბოებში.
ლევემირი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მხარში,
დელტოიდურ უბანში ან დუნდულოში ინიექციის გზით. ინიექციის ადგილი მუდმივად
უნდა შეიცვალოს იმავე უბანში ლიპოდისტროფიის რისკის შემცირების მიზნით. სხვა
ინსულინური პრეპარატების მსგავსად, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება
განსხვავდებოდეს დოზის, ინიექციის ადგილის, სისხლის დინების, ტემპერატურისა და
ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით.
ლევემირი® ფლექსპენი® არის წინასწარ ავსებული კალამი, რომელიც გამოიყენება
ნოვოფაინ® ან ნოვოტვისტ® 8 მმ-მდე სიგრძის ნემსებით. ფლექსპენი® აწვდის 1-60
ერთეულს 1 ერთეულის ნამატში.
ლევემირი® ფლექსპენი® არის ფერადად-კოდირებული და თან მოჰყვება გამოყენების
დეტალური ინსტრუქცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების
მიმართ.
განსაკუთრებული მითითებანი
დროის სხვადასხვა სარტყელში მოგზაურობის წინ, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს
კონსულტაციისათვის, ვინაიდან მას შეიძლება დასჭირდეს ინსულინისა და საკვების
მიღება სხვადასხვა დროს.
ჰიპერგლიკემია
არაადექვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით I ტიპის
დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი.
ჩვეულებრივ ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ვითარდება თანდათანობით
რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. ეს მოვლენები შეიძლება იყოს წყურვილი,
გახშირებული შარდვა, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, მშრალი კანი, პირის
სიმშრალე, მადის დაკარგვა ისევე როგორც სუნთქვა აცეტონის სუნით. I ტიპის
დიაბეტის დროს, არანამკურნალევი ჰიპერგლიკემიური მოვლენები იწვევენ დიაბეტურ
კეტოაციდოზს, რომელიც პოტენციურად სასიკვდილოა.
ჰიპოგლიკემია
საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ენერგიულმა ფიზიკურმა ვარჯიშმა შეიძლება
გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ
ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინის მოთხოვნილებასთან შედარებით.
პაციენტები, რომელთა სისხლის გლუკოზის კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
(გაძლიერებული ინსულინოთერაპიით) შეიძლება აღნიშნავდნენ ჰიპოგლიკემიის ჩვეული
გამაფრთხილებელი სიმპტომების ცვლილებას. ჩვეული გამაფრთხილებელი ნიშნები
შეიძლება გაქრეს პაციენტებში ხანგრძლივი დიაბეტით.
თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით ინფექციები და ცხელებით მიმდინარე
მოვლენები, ჩვეულებრივ ზრდიან პაციენტის მოთხოვნილებას ინსულინში.
თირკმლების, ღვიძლის თანმხლებმა დაავადებებმა ან თირკმელზედა ჯირკვლის,
ჰიპოფიზისა თუ ფარისებრი ჯირკვლის ჩართულობამ შეიძლება მოითხოვოს
ინსულინის დოზის შეცვლა.
სხვა ინსულინური პრეპარატიდან გადმოსვლა
პაციენტის გადაყვანა სხვა ტიპის ან ბრენდის ინსულინზე უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი
მეთვალყურეობის ქვეშ. აქტივობის, ბრენდის (მწარმოებელი), ტიპის, წარმოშობის
(ადამიანის ინსულინ, ინსულინის ანალოგი) და/ან წარმოების მეთოდის ცვლილებების
დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ინსულინის სხვა ტიპიდან
ლევემირი®-ზე გადაყვანილ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დოზირების შეცვლა.
რეგულირება შეიძლება პირველივე დოზის ან მკურნალობის პირველი რამდენიმე
კვირის ან თვის განმავლობაში.
ინიექციის ადგილის რეაქციები
ნებისმიერი ინსულინოთერაპიის მსგავსად, შეიძლება განვითარდეს რეაქციები
ინიექციის ადგილას, როგორებიცაა ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება,
სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. ინიექციის ადგილის მუდვიმი შეცვლა
მოცემულ უბაში ხელს უწყობს ასეთი მოვლენები პრევენციას. რეაქციები ხშირად
ალაგდება რამდენიმე დრეში ან კვირაში. იშვიათ შემთხვევებში, რეაქციები ინიექციის
ადგილას საჭიროებენ ლევემირი® -ს შეწყვეტას.
თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო პრეპარატების კომბინირება
თიაზოლიდინედიონებისა კომბინირებისას ინსულინთან, აღინიშნებოდა გულის
შეგუბებითი უკმარისობის განვითარების შემთხვევები, განსაკუთრებით პაციენტებში
გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკ ფაქტორებით. ეს
გასათვალისწინებელია, როდესაც საჭიროა თიაზოლიდინედიონების კომბინირება
ინსულინთან. ასეთი კომბინაციის გამოყენებისას, აუცილებელია დაკვირვება გულის
შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებაზე, წონაში
მატებასა და შეშუპებაზე. კარდიალური სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში
თიაზოლიდინედიონები უნდა მოიხსნას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედებანი
რამდენიმე სამკურნალო პრეპარატი ზეგავლენას ახდენს გლუკოზას მეტაბოლიზმზე.
შემდეგი ნივთიერებები ამცირებენ პაციენტის ინსულინის მოთხოვნილებას:
პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, მონოამინ ოქსიდაზა ინჰიბიტორები
(MAOI), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (AჩE)
ინჰიბიტორები, სალიცილატები, ანაბოური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგი ნივთიერებები ზრდიან პაციენტის ინსულინის მოთხოვნილებას:
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოსტეროიდები,
თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ზრდის ჰორმონე და
დანაზოლი.
ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდი/ლანრეოტიდმა შეიძლება შეამციროს ან გაზარდოს ინსულინის
მოთხოვნილება.
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან დააქვეითოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური
ეფექტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ლევემირი® -თ მკურნალობა ორსულობის დროს მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში, თუ
სარგებელი სჭარბობს შესაძლო რისკს. ერთმა რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ
ორსულ ქალებში I ტიპის დიაბეტით შეადარა ლევემირი® (ნ=152) და NPH ინსულინი
(ნ=158), ორივე კომბინაციაში ინსულინის ასპარტთან. შედეგებმა უჩვენეს ინსულინ
დეტემირისა და NPH ინსულინის მსგავსი ეფექტურობა და მსგავსი საერთო
უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს, ორსულობის გამოსავალზე, ისევე
როგორც ნაყოფსა და ახალშობილზე.
ორსული ქალების დამატებით დაახლოებით 300 გამოსავალმა, ლევემირი® -თ
მკურნალობისას არ უჩვენა ინსულინ დეტერმირის მავნე ზეგავლენა ორსულობაზე,
მალფორმაცია ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიურობა.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები რეპროდუქციული ტოქსიურობას არ ავლენენ.
ზოგადად, მთელი ორსულობის განმავლობაში და დაორსულების დაგეგმვისას
რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის გაძლიერებული კონტროლი და დიაბეტის
მქონე ორსულების მონიტორინგი. ინსულინის მოთხოვნილება ჩვეულებრივ ქვეითდება
პირველი ტრიმესტრის დროს და შემდგომ იზრდება მეორე და მესამე ტრიმესტრების
დროს. მშობიარობის შემდეგ, ინსულინის მოთხოვნილება ჩვეულებრივ უბრუნდება
ორსულობამდე არსებულ მაჩვენებლებს.
ლაქტაცია
არ არის ცნობილი გამოიყოფა, თუ არა ინსულინ დეტემირი დედის რძეში. მიღებული
ინსულინ დეტემირის მეტაბოლური ზეგავლენა მეძუძურ ახალშობილზე/ჩვილზე
მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ინსულინ
დეტემირი, როგორც პეპტიდი, გარდაიქმნება ამინო მჟავებად.
მეძუძურ ქალებში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის კორექცია.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა.
პაციენტის კონცენტრაციისა და რეაგირების უნარი შეიძლება დაირღვეს
ჰიპოგლიკემიის შედეგად. ეს შეიძლება წარმოადგენდეს რისკს იმ შემთხვევებში,
როდესაც ასეთი უნარი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია (მაგ. ავტომობილის
მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა).
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ მიიღონ სიფრთხილის განსაკუთრებული
ზომები ავტომობილის მართვის დროს ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით. ეს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოგლიკემიის
გამაფრთხილებელი ნიშნების შემცირება ან არარსებობა ან აღენიშნებათ
ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები. ასეთ შემთხვევებში მართვის მიზანშეწონილობა
საფიქრებელია.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პაციენტებში ლევემირი® -ს გამოყენებისას განვითარებული გვერდითი მოვლენები
ძირითადად დაკავშირებულია ინსულინის ფარმაკოლოგიურ ეფექტთან. პაციენტებში,
რომლებიც მკურნალობას იტარებენ, გვერდითი მოვლენების განვითარების
მოსალოდნელი პროცენტულობა არის 12%
მკურნალობის დროს განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის
ჰიპოგლიკემია, გთხოვთ იხ. ქვემოთ.
კლინიკური გამოკვლევებიდან ცნობილია, რომ ძლიერი ჰიპოგლიკემია, რომელიც
საჭიროებს მესამე მხარის ინტერვენციას, ლევემირი® -თ მკურნალობისას ვითარდება
პაციენტების დაახლოებით 6%-ში.
ინიექციის ადგილის რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ლევემირი® -თ, ვიდრე
ადამიანის ინსულინური პრეპარატებით მკურნალობის დროს. ეს რეაქციების ტკივილი,
სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, სისხლნაჟღენთი, შეშუპება და ქავილი. ინიექციის
ადგილის რეაქციების უმრავლესობა მსუბუქია და აქვთ ტრანზიტორული ხასიათი, ანუ
ჩვეულებრივ ქრებიან მკურნალობის გაგრძელებისას რამდენიმე დღესა თუ კვირაში.
ინსულინით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს რეფრაქციის
ანომალიები და შეშუპება; ეს მოვლენები ხშირად ტრანზიტორული ხასიათისაა,
სისხლის გლუკოზის კონტროლის სწრაფი გაუმჯობესება შეიძლება დაკავშირებული
იყოს მწვავე მტკივნეულ ნეიროპათიასთან, რომელიც ხშირად შექცევადია.
ინსულინოთერაპიის გაძლიერება გლიკემიური კონტროლის უეცარ გაუმჯობესებასთან
შეიძლება დაკავშირებული იყოს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან,
მაშინ როდესაც გლიკემიური კონტროლის ხანგრძლივი გაუმჯობესება ამცირებს
დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების რისკს.
ბ. გვერდითი მოვლენების ჩამონათვალის ცხრილი
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები დაფუძნებულია კლინიკური კვლევების
მონაცემებზე და კლასიფიცირებულია MედDღA სიხშირის და სისტემათა ორგანოების
ჯგუფების მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი წესის
მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 ან <1/10); არახშირი (≥1/1,000 ან <1/100);
იშვიათი (≥1/10,000 ან <1/1,000; ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი (შეუძლებელია
შეფასბეა არსებული მოაცემებიდან).
იმუნური სისტემის დარღვევები არახშირი – ალერგიული რეაქციები,
პოტენციურად ალერგიული რეაქციები,
ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი*
ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური
რეაქციები*
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები ძალიან ხშირი – ჰიპოგლიკემია*
ნერვული სისტემის დარღვევები იშვიათი – პერიფერული ნეიროპათია
(მტკივნეული ნეიროპათია)
მხედველობის დარღვევები არახშირი – რეფრაქციის დარღვევები
არახშირი – დიაბეტური რეტინოპათია
კანისა და კანქვეშა ქსოვილის
დარღვევები
არახშირი – ლიპოდისტროფია*
ზოგადი დარღვევები და რეაქციები
შეყვანის ადგილას
ხშირი – ინიექციის ადგილას რეაქციები
არახშირი – შეშუპება
 იხ. ნაწილი გ.
გ. შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა
ალერგიული რეაქციები, პოტენციურად ალერგიული რეაქციები, ჭინწრის ციება,
გამონაყარი
ალერგიული რეაქციები, პოტენციურად ალერგიული რეაქციები, ჭინწრის ციება,
გამონაყარი ხშირი არ არის, როდესაც ლევემირი® გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური
რეჟიმის დროს. თუმცა, პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალ საშუალებებთან
კომბინაციაში გამოყენებისას, სამმა კლინიკურმა კვლევამ ხშირი გამოვლენა უჩვენა
(აღინიშნებოდა ალერგიული რეაქციების და პოტენციურად ალერგიული რეაქციების
2.2%).
ანაფილაქსიური რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციების (კანის გენერალიზებული
გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ანგიონევროზული
შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი და დაქვეითებული არტერიული
წნევა) განვითარება ძალიან იშვიათია, თუმცა შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო
იყოს.
ჰიპოგლიკემია
ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენა არის ჰიპოგლიკემია. ის
შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია
ინსულინის მოთხოვნილებასთან მიმართებაში. მძიმე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება
გამოიწვიოს გონების დაკარგვა და/ან კრუნჩხვები და თავის ტვინის ფუნქციის
დროებითი ან მუდმივი დარღვევა და სიკვდილიც კი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები
ხშირად უეცრად ვითარდება. ესენი შეიძლება იყოს ცივი ოფლი, ცივი ფერმკრთალი
კანი, სისუსტე, აღგზნება ან ტრემორი, უჩვეულო დაღლილობა, გონების აშლილობა,
კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, ჭარბი წყურვილი, მხედველობის ცვლილებები,
თავის ტკივილი, გულისრევა და გულის ფრიალი.
ლიპოდისტროფია
ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) შეიძლება
განვითარდეს ინიექციის ადგილას. საინიექციო ადგილის მუდმივმა ცვლილებამ
გარკვეულ საინიქციო უბანში შეიძლება შეამციროს ამ მოვლენების განვითარების
რისკი.
ჭარბი დოზირება
ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზირების განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა,
რამდენიმე სტადიის განმავლობაში პაციენტის მოთხოვნილებასთან შედარებით უფრო
მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია:
 მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზის ან
შაქრის პროდუქტების პერორალური მიღებით. ამიტომ, დიაბეტის მქონე
პაციენტებისათვის რეკომენდებულია მუდმივად თან ატარონ შაქრის-შემცველი
პროდუქტები.
 მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები, როდესაც პაციენტი კარგავს გონებას, იკურნება
გლუკაგონის (0.5 -1 მგ) ინიექციით კუნთში ან კანქვეშ გამოცდილი პირის მიერ, ან
გლუკოზის ინტრავენური ინიექციით შესრულებული მედმუშაკის მიერ. გლუკოზის
შეყვანა შეიძლება ვენაში, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ პასუხობს გლუკაგონს
10-15 წუთის განმავლობაში. გონების აღდგენისას, პაციენტებისათვის
რეკომენდებულია პერორალური ნახშირწყლების მიღება რეციდივის პრევენციის
მიზნით.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოყენებული სამკურნალო
პრეპარატები. საინიექციო, ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები და ანალოგები. ათქ
კოდი: A10AE05.
მოქმედების მექანიზმი
ლევემირი® არის ხსნადი, ხანგრძლივი მოქმედების ბაზალური ინსულინის ანალოგი,
მოქმედების გახანგრძლივებული ეფექტით.
ლევემირი® -ს მოქმედების დროის პროფილი ნაკლებად ცვალებადია, ვიდრე NPH
ინსულინისა და ინსულინ გლარგინისა. ლევემირი® -ს ხანგრძლივი მოქმედება
განპირობებული ინსულინ დეტემირის მოლეკულების ძლიერი თვით-ასოციაციით
ინიქციის ადგილას და ალბუმინის შეკავშირებით ცხიმოვანი მჟავეების გვერდითი
ჯაჭვების საშუალებით. ინსულინ დეტემირი უფრო ნელა ნაწილდება პერიფერულ
სამიზნე ქსოვილებში NPH ინსულინთან შედარებით. გახანგრძლივების ეს
კომბინირებული მექანიზმები გვაძლევს უფრო აღდგენად შეწოვას და ლევემირი® -ს
მოქმედების პროფილს NPH ინსულინთან შედარებით.
მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათამდეა და დამოკიდებულია დოზაზე, რომელიც
დღეში ერთჯერადი ან ორჯერადი დოზირების საშუალებას იძლევა. დღეში ორჯერ
გამოყენებისას, წონასწორობის მდგომარეობა ვითარდება 2-3 დოზის შეყვანის შემდეგ.
0.2-0.4 ერთ/კგ დოზის ფარგლებში, ლევემირი® ავლენს მისი მაქსიმალური ეფექტის
50%-ს 3-4 საათიდან დაახლოებით 14 საათამდე დოზის შეყვანის შემდეგ.
დოზის პროპორციულობა ფარმაკოდინამიკურ პასუხში (მაქსიმალური ეფექტი,
მოქმედების ხანგრძლივობა, საერთო ეფექტი) აღინიშნება კანქვეშ შეყვანის შემდეგ.
ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში, FPG-ს უფრო დაბალი ვარიაბელობა NPH-თან
შედარებით აღინიშნებოდა ლევემირი® -თ მკურნალობის დროს.
კვლევებმა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბაზალური ინსულინის
კომბინირებისას პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალო საშუალებებთან უჩვენეს,
რომ გლიკემიური კონტროლი (HბA1ც) ლევემირი®-თ შესადარია NPH ინსულინთან და
ინსულინ გლარგინთან და დაკავშირებულია წონის უფრო ნაკლებ მატებასთან, იხ.
ცხრილი 1.
ცხრილი 1. წონის ცვლილება ინსულინით მკურნალობის შემდეგ
კვლევის
ხანგრძლივობა
ლევემირი®
დღეში
ერთხელ
ლევემირი®
დღეში ორჯერ
NPH ინსულინი
ინსულინ
გლარგინი
20 კვირა +0.7 კგ +1.6 კგ
26 კვირა +1.2 კგ +2.8 კგ
52 კვირა +2.3 კგ +3.7 კგ +4.0 კგ
კვლევებში OAD-ინსულინის კომბინაციური თერაპიის გამოყენებით, ლევემირი®-თ
მკურნალობამ გამოიწვია ღამის მცირე ჰიპოგლიკემიის 61-65%-ით უფრო დაბალი რისკი
NPH ინსულინთან შედარებით.
პაციენტებში მე-2 ტიპის დიაბეტით, რომლებიც პერორალურ ანტიდიაბეტური
სამკურნალო საშუალებებით ვერ აღწევდნენ მიზანს, ჩატარდა ღია რანდომიზებული
კლინიკური კვლევა. კვლევა დაიწყო 12 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდით
ლირაგლუტიდ+მეტფორმინით, სადაც 61%-მა მიაღწია HბA1ც <7%-ს. პაციენტების 39%,
რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რანდომიზებულად შეირჩნენ ლევემირი®-ს
მისაღებად დღეში ერთხელ დამატებით ან ლირაგლუტიდ+მეტფორმინით
გასაგრძელებლად 52 კვირის განმავლობაში. ლევემირი®-ს დამატება გვაძლევდა HბA1ცს
მომდევნო დაქვეითებას 7.6%-დან 7.1%-მდე 52 კვირის შემდეგ. დიდი ჰიპოგლიკემიური
ეპიზოდები არ აღინიშნებოდა. ლირაგლუტიდზე ლევემირი®-ს დამატებისას,
ლირაგლუტიდის წონის სარგებელი შენარჩუნდა, იხ. ცხრილი 2.
ცხრილი 2. კლინიკური კვლევის მონაცემები - ლევემირი® დამატებული ლირაგლუტიდმეტფორმინზე
კვლევის
კვირები
რანდომიზებული ლევემირი® +
ლირაგლუტიფი+მეტფორმინი N=160
რანდომიზებული
ლირაგლუტიფი+მეტფორმინი N=149 P-სიდიდე
HბA1ც-ს საშუალო
ცვლილება
საწყისი სიდიდან
(%)
0-26 -0.51 +0.02 <0.0001
0-52 -0.50 0.01 <0.0001
პაციენტების
პროპორციულობა,
რომლებმაც
მიაღწიეს HბA1ც-ს
<7% მიზანს (%)
0-26 43.1 16.8 <0.0001
0-52 51.9 21.5 <0.0001
სხეულის წონის
ცვლილება
საწყისიდან (კგ)
0-26 -0.16 -0.95 0.0283
0-52 -0.05 -1.02 0.0416
მცირე
ჰიპოგლიკემიური
ეპიზოდები
(თითო პაციენტზე
წელიწადში)
0-26 0.224286 0.019029 0.007537
0-52 0.228 0.034 0.0011
ხანგრძლივ კვლევებში (≥6 თვე), პაციენტებში I ტიპის დიაბეტით, რომლებიც
ღებულობდნენ ბაზალურ-ბოლუსურ ინსულინოთერაპიას, უზმოზე პლაზმური გლუკოზა
გაუმჯობესდა ლევემირი®-თ NPH ინსულინთან შედარებით. გლიკემიური კონტროლი
(HბA1ც) ლევემირი®-თ მსგავსი იყო NPH ინსულინისა, ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო
დაბალი რისკით ან წონაში მატებასთან კავშირის არარსებობით.
კლინიკურ კვლევებში ბაზალურ-ბოლუსური ინსულინოთერაპიის გამოყენებით,
ჰიპოგლიკემიის საერთო მაჩვენლებლები ლევემირი®-თა და NPH ინსულინით მსგავსი
იყო. ღამის ჰიპოგლიკემიის ანალიზებმა პაციენტებში I ტიპის დიაბეტით უჩვენეს ღამის
ჰიპოგლიკემიის მნიშვნელოვნად უფრო დაბალი რისკი (თვით-განკურნების უნარი და
დადასტურებული სისხლის კაპილარული გლუკოზით პლაზმური გლუზკოით გამოსახულების შემთხვევაში) NPH ინსულინთან შედარებით,
როდესაც მე-2 ტიპის დიაბეტის დროს განსხვავება არ აღინიშნებოდა. ღამის
გლუკოზის პროფილი უფრო ბრტყელი და გლუვია ლევემირი®-თ, ვიდრე NPH
ინსულინით, და ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალ რისკს იძლევა.
ლევემირი®ს გამოყენებით აღინიშნებოდა ანტისხეულების განვითარება. თუმცა, ამას
არანაირი ზეგავლენა არ აქვს გლიკემიურ კონტროლზე.
ორსულობა
რანდომიზებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ორსულ ქალებს I ტიპის
შაქრიანი დიაბეტით (ნ=310) მკურნალობდნენ ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმით, სადაც
ლევემირი® (ნ=152) შედარებული იყო NPH ინსულინთან (ნ=158) ინსულინ ასპარტთან,
ჭამის დროს ინსულინის სახით. ლევემირი®-მა უჩვენა, რომ არ ჩამოუვარდებოდა
ლევემირი®-მა HბA1ც –ს გაზომვის მიხედვით გესტაციის 36-ე კვირაზე. ორსულობის
განმავლობაში საშუალო HბA1ც –ს განვითარება მსგავსი იყო ლევემირი®-სა და NPH
ინსულინის ჯგუფებში. HბA1ც –ს მიზანი ≥ 6.0% ორივე გესტაციურ კვირაზე 24-ე და 36-ე
მიღწეული იყო პაციენტების 41%-ში ლევემირი®-ს ჯგუფში და 32%-ში NPH ინსულინის
ჯგუფში. 24-ე და 36-ე გესტაციურ კვირებზე FPG სტატისტიკურად მნიშვნელოვნად
უფრო დაბალი იყო ლევემირი®-ს ჯგუფში, ვიდრე NPH ინსულინის ჯგუფში.
ორსულობის დროს განვითარებული ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების სიხშირის
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ლევემირი®-სა და NPH ინსულინის
ჯგუფებში არ აღინიშნებოდა. ორსულობის დროს დედის გვერდითი მოვლენების
საერთო სიხშირე მსგავსი იყო ლევემირი®-სა და NPH ინსულინის ჯგუფებში; თუმცა,
რიცხვობრივად უფრო მაღალი სიხშირე მძიმე გვერდითი მოვლენებისა ორსულობის
დროს დედებში (61 (40%) შედარებით 49-თან (31%)) და შთამომავლებში ორსულობის
დროს და მშობიარობის შემდეგ (36 (24%) შედარებით 32%-თან (20%)) აღინიშნებოდა
ლევემირი®-ს დროს, ვიდრე NPH ინსულინის დროს. რანდომიზაციის შემდეგ
დაორსულებული ქალების ცოცხლად შობილი ბავშვების რაოდენობა იყო 50(83%)
ლევემირი®-სათვის და 55 (89%) NPH ინსულინისათვის. თანდაყოლილი მანკების მქონე
ბავშვების სიხშირე იყო 4 (5%) ლევემირი®-ს ჯგუფში და 11 (7%) NPH ინსულინის
ჯგუფში. გარდა ამისა, 3(4%) ბავშვს ლევემირი®-ს ჯგუფში და 3(2%) ბავშვს NPH
ინსულინის ჯგუფში ჰქონდათ მძიმე მანკები.
ბავშვთა პოპულაცია
ლევემირი®-ს ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილ იქნა 12 თვემდდე პერიოდის
განმავლობაში ორ რანდომიზებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში 2 წლამდე
და ზემოთ ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში I ტიპის შაქრიანი დიაბეტით (ნ=694);
ერთ-ერთი კვლევა ჯამში მოიცავდა 2-5 წლის 82 ბავშვს. ორივე კვლევამ უჩვენა, რომ
გლიკემიური კონტროლი (HბA1ც) ლევემირი®-თ მსგავსი იყო NPH ინსულინისა,
ბაზალურ-ბოლუსური თერაპიის გამოყენებისას. გარდა ამისა, ღამი ჰიპოგლიკემიის
უფრო დაბალი სიხშირე (შMPG გაზომვებზე დაფუძნებით) და წონაში ნაკლები
მომატება (შD ქულები, წონა კორექტირებული სქესისა და ასაკისათვის) აღინიშნებოდა
ინულინის დეტემირით, ვიდრე NPH ინსულინით. შერთ კვლევა დამატებით კიდევ 12
თვით გახანგრძლივდა (მკურნალობის 24 თვიანი) ლევემირი®-თ ხანგრძლივი
მკურნალობის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების შესაფასებლად. პირველი წლის
განმავლობაში ინსულინის ანტისხეულების მომატების შემდეგ, ინსულინის
ანტისხეულები შემცირდა მეორე წელს იმ დონემდე, რომელიც ოდნავ უფრო მაღალი
იყო, ვიდრე კვლევადე არსებული დონე. შედეგები უჩვენებენ, რომ ანტისხეულების
განვითარებას არ ჰქონდა უარყოფითი ზეგავლენა გლიკემიურ კონტროლსა და
ინსულინის დეტემირი დოზაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
შრატში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 6-8 საათის შემდეგ.
დღეში ორჯერ გამოყენებისას, შრატში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 2-3
დოზის შემდეგ. პაციენტთაშორისი შეადრებისას, შეწოვა უფრო დაბალია ლევემირი®-
სათვის, ვიდრე სხვა ბაზალური ინსულინური პრეპარატებისათვის.
განაწილება
განაწილების მოცულობა ლევემირი®-სათვის (დაახლოებით 0.1 ლ/კგ) უჩვენებს, რომ
ინსულინ დეტემირის მაღალი პროცენტულობა ცირკულირებს სისხლში. ცილებთან
შეკავშირების ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა უჩვენეს, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი
ურთიერთქმედება ინსულინის დეტემირსა და ცხიმოვან მჟავეებს ან ცილებთან
შეკავშირებულ წამლებში შორის არ აღინიშნება.
მეტაბოლიზმი
ლევემირი®-ს დაშლა მსგავსია ადამიანის ინსულინისა; ყველა წარმოქმნილი
მეტაბოლიტი არააქტიურია.
გამოყოფა
კანქვეშ შეყვანის შემდეგ ნახევრად დაშლის პერიოდი განისაზღვრება კანქვეშა
ქსოვილის შეწოვის ხარისხით. ნახევრად დაშლის დროს არის 5-7 საათის, დოზის
მიხედვით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლევემირი 3მლ.. 100U/მლ.. 1 ფლაკონი
  • სახელი: ლევემირი 3მლ.. 100U/მლ.. 1 ფლაკონი
PSP 44.75 ლ
Levemir - ლევემირი ფლექსპენ 3მლ100U/მლ 5ცალი-S
  • სახელი: Levemir - ლევემირი ფლექსპენ 3მლ100U/მლ 5ცალი-S
PSP 221.4 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა