ინსტი - Insty
ინსტი - Insty

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სამკურნალო ფორმა**: **გრანულები

ინსტის მცენარეული გრანულები წარმოადგენენ კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.

საერთო ჯამში მათ გააჩნიათ ფართო სპექტრის სნტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მათი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი.

ინსტი საბავშვო გრანულები ადვილად იხსნებიან წყალში.

ინსტი საბავშვო - ეს არის სწრაფად ხსნადი გრანულები უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.

ინსტი საბავშვო - ეს არის პრეპარატი სასიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს სუფტა სამკურნალო მცენარეების ექატრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეთიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს.

ინსტი საბავშვო** ** - არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და უსაფრთხოდ შესაძლებელიაქ მისი გამოყენება უფეოსებში და ბავშვებში.

ინსტი საბავშვოს შემადგენლობა**:**

კომპონენტი | რაოდენობა
---|---
Salix alba | 468 მგ
Adhadota vasica | 188 მგ
Glycyrrhiza glabra | 344 მგ
Viola odorata | 62 მგ
Valeriana officinalis | 63 მგ
Foeniculum vulgare | 47 მგ
Eucalyptus globulus | 22 მგ
Thea sinensis (ჩინური ჩაის ფოთლები) | 78 მგ

ინსტი საბავშვოს შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები**:
**

Salix alba | თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზიფინცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.
---|---
Adhadota vasica | შეიცავს მწარე არააორთქლებად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.
Glycyrrhiza glabra | ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.
Viola odorata | არის ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
Valeriana officinalis | არის დამამშვიდებელი საშუალება და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას.
Foenuculum vulgare | ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას**.**
Eucalyptus globules | ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელებელი მოქმედებით.
Thea sinensis ( ჩინური ჩაის ფოთლები) | ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი მოქმედებით.

გამოყენების ჩვენებები**:
** - ყელის გაღიზიანება
- ხველა
- გრიპი
- ცხვირის შეგუბება
- ცხელება
- გაციება
- თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია**
**პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

დოზირება**:
** 10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები**:

** გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით.

დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

** გვერდითი ეფექტები:
** ალერგიული რეაქციები მოსალოდნელია პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ალერგია ინსტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზირება**:
** არ არის ცნობილი.

გამოშვების ფორმა**:
** პაკეტები შეიცავენ 3,5 გრ; ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

შენახვის ვადა**:
** 3 წელი გამოშვების თარიღიდან.
შენახვის პირობები**:
** ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა**:
** პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი**:**

ფარმაცევტული პროდუქტის **ჯგუფი****- **III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მოარიდეთ ბავშვებს

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Insty - ინსტი ბალახეული ჩაი საბავშვო 5 პაკეტი
  • სახელი: Insty - ინსტი ბალახეული ჩაი საბავშვო 5 პაკეტი
PSP 4.29 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა