ვიტ. C - Vit. C
ვიტ. C - Vit. C

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო****დასახელება:

ASCORBIC ACID

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობადაგამოშვების****ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 200ც.

1 დრ.

ასკორბინის მჟავა ................... 200 მგ

დამხმარე****საშუალებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა pH101, უწყლო გლუკოზა, ტალკი, სტეარინის მჟავა, სიკოვიტი ყვითელი 30 E 104.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი C ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მცირე რაოდენობით მას შეიცავს ხილი და ბოსტნეული. იგი იღებს მონაწილეობას ორგანიზმის მრავალ ფუნქციაში: ნახშირწყლების ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში. ჭრილობების შეხორცებაში, სისხლძარღვების კედლის გამაგრებაში. ადამიანის ორგანიზმში იგი არ სინთეზირდება და ამ ვიტამინით უზრუნველყოფა წარმოებს ეგზოგენური გზით საკვების მეშვეობით.

ასკორბინის მჟავა მონაწილეობას იღებს მრავალ ბიოქიმიურ პროცესებში, ძირითადად კი ჟანგვის პროცესში. იგი აუცილებელია ქსოვილოვანი სუნთქვისათვის. ქსოვილოვან დონეზე მას გააჩნია განსაკუთრებული როლი კოლაგენის სინთეზთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ძვლების და კბილების მატრიცასთან, კაპილარების შიდაუჯრედულ შრესთან. იგი მონაწილეობას იღებს სისხლის შედედებაში და ძირითადადი ცვლის პროცესებში.

ვიტამინი C ასტიმულირებს სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს, ზრდის ზოგიერთი ფაქტორის დონეს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოპროცესებში. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე პრეპარატი აუცილებელია ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, დესენსიბილიზაცისათვის და სისხლის შედედებისათვის. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს.

დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინ C-ზე შეადგენს 60-100 მგ-ს ორგანიზმში აუცილებელი რაოდენობის (3500 მგ) შესანარჩუნებლად.

ჩვენებები:

  • პრეპარტი გამოიყენება ჰიპო- და ავიტამინოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, ვიტამინზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს ზრდის პერიოდში, რეკონვალსეცენციის პერიოდში, ზამთარში ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს;
  • დაქვეითებული იმუნიტეტის დროს.
  • ჰემორაგიული დიათეზის;
  • ფსიქიური და ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

თერაპიული დოზა მოზრდილებისთვის ვარირებს - 100 -300 მგ/დღეში (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში); ბავშვებში - 20, 50, 100 მგ (1/4, 1/2 ან 1 ტაბლეტი) ასაკის მიხედვით (1-17 წელი).

გვერდითი მოვლენები:

- ვიტამინის მაღალი დოზები ხელს უწყობს ინსულინის გამონთავისუფლებას კუჭქვეშა ჯირკვლიდან.

- შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჭვალი, კანის ჰიპერემია, დიურეზის მომატება, ტკივილი ზურგში.

- მაღალი დოზების (1 გ-ზე მეტი) მიღებისას იქმნება კრისტალების დალექვის პირობები და თირკმელებში ურატული და ოქსალატური კონკრმენტების წარმოქმნისათვის.

უკუჩვენებები:

*გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს;

*ჰემოქრომატოზი;

*თალასემია ან სიდერობლასტური ანემია;

*ნეფროლითიაზი;

*ორსულთა ტოქსიკოზის დროს საჭიროა სიფრთხილე.

ორსულობადალაქტაცია**:**

ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის დროს უპირატესობა ეძლევა ვიტამინის მიღებას კვების პროდუქტებთან ერთად.

ამ დროს ვიტამინის მაღალი დოზების მიღება არ რის რეკომენდებული. პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ დამატებით ვიტამინის დანიშვნა ჩვილ ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

*თამბაქოს მოწევა ამცირებს ვიტამინ C-ს დონეს ორგანიზმში და ასევე მის მოქმედებას.

თირკმელებისა და საშარდე გზებში კონკრემენტების არსებობისას არ არის სასურველი პრეპარატის მიღება.

*პრეპარატი მოქმედებს სისხლის ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე (ტრანსამინაზა, ბილირუბინი) და ასევე სისხლის არსებობაზე განავალში. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

ტრანსპორტისმართვადასამუშაოსშესრულება,რომელიცსაჭიროებსყურადღებისკონცენტრაციას:

პრეპარატის მიღება ამ შემთხვევაში არ მოქმედებს უარყოფითად.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: სისხლის შედედების მომატება, თრომბოფლებიტის და თრომბოზის განვითარება, შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილი. ეზოფაგიტი, დიარეა, შარდის მჟავიანობის მომატების გამო იქმნება თირკმელებში კონკრემენტების წარმოშობის საშიშროება.

მკურნალობა სიმპტომურია.

ამავე დროს, არ აღინიშნება ვიტამინის ტოქსიკური დონე, რადგანაც, მისი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. ლიტერატურაში აღწერილია ყოველდღიურად 15 გ ვიტამინის გამოყენების შემთხვევა გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვიტამინი C მონაწილეობს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ცვლაში. ვიტამინი C და ვიტამინი B12 მიღებებს შორის აუცილებელია 2 საათიანი ინტერვალი, ვინაიდან ეს უკანასკნელი იშლება ვიტამინი C-ს ზეგავლენით.

მის ეფექტურობაზე და მოქმედებაზე ზეგავლენას ახდენენ ატროპინი, ამინოფილინი, ამფოტერიცინი, ტეტრაციკლინი, პროქლორპერაზინი, ამფეტამინი, ქინიდინი;

სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატები, ამონიუმის ქლორიდი, ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, თიროქსინი, ესტროგენული პრეპარატები, ჩასახვის საწინააღმდეგო გონადოტროპული ჰორმონები, ვიტამინი E;

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიტ. C 50მგ 200დრაჟე
  • სახელი: ვიტ. C 50მგ 200დრაჟე
PSP 2.29 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა