ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: თაფლი _ 10 გ, ასკორბინის მჟავა _ 0,005 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი ან ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი,
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
,,დავიკოლ"-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი
ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით, წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის
რეგულატორს, ასტიმულირებს თვალის ქსოვილების რეგენერაციის და ჭრილობების
შეხორცების პროცესებს.
ჩვენებები
• თვალის ტრავმები და დამწვრობები;
• კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და
კონიუნქტივიტები;
• ~მონიტორული~ კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს;
• ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
• ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
• თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
• ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები;
• სხვადასხვა გენეზის რქოვანას და ბადურას დისტროფიები;
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში - თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის
ბავშვებში - თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი
სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის
დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის
გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი;
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 10 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი
დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილზე (8 - 15oC
ტემპერატურის პირობებში).
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების
გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
15.34 ლ | ||
|
15.38 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა