პიტნის ფოთოლი - Mint Leaf
პიტნის ფოთოლი - Mint Leaf

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პიტნის ფოთოლი შეიცავს 1­3% ეთერზეთს, მენთოლის ეთერს, ფლავონოიდებს, ურსულისა და ოლეანოლონის მჟავებს, კაროტინებს, ბეტაინს,
მიკროელემენტებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური, სედაციური და ნერვული დაბოლოვებების გამაღიზიანებელი საშუალება.
მცენარეს ახასიათებს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება. მას გააჩნია რეფლექსური კორონაროგამაფართოებელი
ეფექტი. იგი აძლიერებს კაპილარულ სისხლისმიმოქცევას და ნაწლავების პერისტალტიკას

ჩვენებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური, სედაციური და ნერვული დაბოლოვებების გამაღიზიანებელი საშუალება. მცენარეს ახასიათებს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება. მას გააჩნია რეფლექსური კორონაროგამაფართოებელი ეფექტი. იგი აძლიერებს კაპილარულ სისხლისმიმოქცევას და ნაწლავების პერისტალტიკას.

მომზადების და მიღების წესი: ნედლეულის 1 სუფრის კოვზს ამატებენ 250 მლ მდუღარე წყალს, აყოვნებენ არა ნაკლებ 2 საათისა და წურავენ.
ღებულობენ პერორალურად 50-70მლ-ს 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე.

პიტნის ფოთლებისგან მიღებული გამონაცემი ხასიათდება დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი მოქმედებით.
ვარგისობის ვადა: 2 წელი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პიტნის ფოთოლი 50გ
  • სახელი: პიტნის ფოთოლი 50გ
PSP 3.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა