ლორნოსეპტი - Lornosept
ლორნოსეპტი - Lornosept

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლორნოსეპტი

გარეგანი გამოყენების მალამო

შემადგენლობა

გულყვითელას ზეთი - 0.4მლ

ასკილის ზეთი - 0. 4მლ

ქაცვის ზეთი - 0.4მლ

შავი კვლიავის ზეთი - 0.4მლ

კანაფის ზეთი - 0.4 მლ

ოროვანდის ზეთი - 0.5მლ

ფიჭვის ეთერზეთი - 0,1 მლ

ევკალიპტის ეთერზეთი - 0,05 მლ

ბეგქონდარას ეთერზეთი - 0,05 მლ

დამხმარე ნივთიერება**:** თაფლის სანთელი ყვითელი ან თეთრი 8გ.

გამოყენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

ლორნოსეპტის მალამოს გააჩნია ადგილობრივი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და რეგენერაციის****მასტიმულირებელი მოქმედება. იგი გამოიყენება დამხმარე საშუალებად პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი ანთებითი პროცესის დროს. ლორნოსეპტი სტომატოლოგიაში გამოიყენება ნებისმიერ ასაკში ადგილობრივად, შეხორცების დასაჩქარებლად, ტკივილის მოსახსნელად და დაზიანებული ზედაპირის დასაცავად შემდეგი მდგომარეობების დროს: სტომატიტი, წლულოვანი აფტები და ნახეთქები, ლორწოვანის დაზიანება ჰერპესის დროს; გინგივიტი და პაროდონტის დაავადებები, მათ შორის ოპერაციული ჩარევები, იმპლანტანტების ჩაყენება, მოსახსნელი პროთეზების შეგუების სტადიაში, ალვეოლიტი;
კანისა და ლორწოვანი გარსის მოვლისათვის, განსაკუთრებით ცხვირის არეში; რესპირატორული ინფექციების (მათ შორის გრიპის) ეპიდემიამდე და ეპიდემიის დროს პროფილაქტიკის მიზნით, სურდო დროს;

როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნებისმიერი ეტოლოგიის კანის გაღიზიანებისას, მწერების ნაკბენისას.

უკუჩვენება: არ გააჩნია.

უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ორსულობა ლაქტაცია: გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოიყენება ბავშვებში 1 წლის ასაკიდან და მოზრდილებში.

წაისვით მალამო პირის ღრუში არსებულ შეწითლებაზე, არსებულ წყლულებზე ან ჭრილობაზე, არ შეეხოთ ენით სულ მცირე 2 წუთის განმავლობაში დამცავი ფენის ფორმირებამდე. დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ. საუკეთესო შედეგის მისაღებად არ მიიღოთ საკვები და სასმელი მალამოს წასმის შემდეგ სულ მცირე 1 საათის განმავლობაში. გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან უფრო ხშირად საჭიროების შემთხვევაში. ლორნოსეპტის მალამო ქმნის დამცავ აპკს ლოწოვანზე და იცავს მას მექანიკური და ქიმიური ზემოქმედებისაგან.

რესპირატორული ინფექციების ეპიდემიისას და ეპიდემიამდე დაამუშავეთ კანი და ლორწოვანის გარსი ცხვირის არეში 1-2-ჯერ დღეში, დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში - 2-3-ჯერ დღეში.
სურდოს დროს 5-6 -ჯერ დღეში.

მწერის ნაკბენის და კანის გარეგანი დაზიანებისას გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენა: არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.

ვარგისობა:**** 4 წელი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

35მლ პოლიეთილენის ქილა, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:**** გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლორნოსეპტი 35მლ მალ
  • სახელი: ლორნოსეპტი 35მლ მალ
Aversi 26 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა