მელაკრონი - Melacron
მელაკრონი - Melacron

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

MELACRON® ORAL SPRAY

საკვები დანამატი, რომელის შემადგენლობაში შედის მელატონინი.

მელატონინი ამცირებს ჩაძინების დროს და ასევე გამოიყენება “ჯეტ ლაგის“ ეფექტის შსამცირებლად.

საძილე ეფექტი მიიღწევა 1 მგ მელატონინის უშუალოდ ძილის წინ მიღებით

მოგზაურობის დროს 0.5 მგ ძილის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში

შემადგენლობა: მელატონინი

ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც ფიზიოლოგიურად გამოიყოფა ეპიფიზში.

რადგან მისი მთავარი ფუნქციაა ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაცია, წარმოების პიკი არის ღამის განმავლობაში.

მელატონინი ასევე მონაწილეობს სეზონურ ცვლილებებთან ადაპტაციაში

ახდენს ენერგეტიკული ბალანსის კონტროლს და იმუნური სისტემის მოდულაციას.

მას ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ეფექტი.

**ჩვენებები: **

უძილობა

სტრესი და არასწორი ცხოვრების წესი

შფოთვა და დეპრესია

პარასომნიის სხვადასხვა ფორმები

სამსახურთან დაკავშირებული უძილობა (მაგ. ღამის ცვლა)

ხშირი მოგზაურობები

MELACRON® ORAL SPRAY, პრაქტიკული სპრეი დისპენსერის წყალობით,

უზრუნველყოფს პირის ღრუს ლორწოვანზე გარსის სწორ ნებულაიზაციას. ენის ქვეშ შესხურება უზრუნველყოფს პროდუქტის სწრაფ შეწოვას და შესაბამისად დაუყოვნებელ ეფექტს.

არ შეიცავს ალკოჰოლს და უსაფრთხოა ბავშვებისთვის. თუმცა, მკურნალობა ბავშვებში ყოველთვის უნდა იყოს პედიატრის რეკომენდაციით.

გამოყენება

ბავშვები: 1 შესხურება (0,5 მგ მელატონინი) ენის ქვეშ; საღამოს, ძილის წინ.

მოზრდილები:

საძილე ეფექტისთვის 2 შესხურება ენის ქვეშ ძილის წინ.

„ჯეტ ლაგის“ ეფექტის შესამცირებლად

1 შესხურება ენის ქვეშ, ძილის წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში

უკუჩვენებები

არ არის ცნობილი გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პროდუქტის გამოყენებასთან;

მოერიდეთ მის გამოყენებას მასში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში

გაფრთხილება:

შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიური დოზას.

საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი, მრავალფეროვანი და

დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. გადაჭარბებულ მოხმარებას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.

შენახვა

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, სითბოს პირდაპირი წყაროებისგან მოშორებით.

ვარგისია შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.

შეფუთვ ა:ბოთლი 15 მლ

არ შეიცავს ალკოჰოლს, გლუტეინს და ლაქტოზას

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა