მემოპრუვი - Memopruv
მემოპრუვი - Memopruv

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მემოპრუვი® (MemoProve®)

მემოპრუვი – ეს არის სრულიად განსხვავებული, ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების შემთხვევაში, რაც განპირობებულია ასაკის მატებითა და სხვა ფაქტორებით. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ნეიროპეპტიდების ნარევის მოქმედების წყალობით ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებასა და კონცენტრაციის უნარს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მემოპრუვს შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება / შენარჩუნება მისი მიღებიდან 30 დღეში.

გამოყენების რეკომენდაცია:

ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესება - შენარჩუნებას მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების შემთხვევაში.

სამკურნალო კომპონენტები (ერთი ტაბლეტის შემცველობა): N-PEP-12 (პეპტონები).....90 მგ

არასამკურნალწამლო კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ცელულოზის აცეტატფტალატი, ტრიეთილციტრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, სინთეზური პარაფინი.

მემოპრუვი არ შეიცავს სტიმულატორებს, მცენარეებს, საფუარს, რძის პროდუქტებს, ხელოვნურ საღებავებს, შაქარს, ან კონსერვანტებს. ის ხასიათდება რბილი მოქმედებითა და კარგი ამტანობით. სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან მემოპრუვის ურთიერთქმდება არ არის ცნობილი.

ინსტრუქციები:

მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღე-ღამის განმავლობაში. გაიარეთ კონსულტაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან 30 დღეზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები: მემოპრუვი განკუთვნილია 18 წელზე უფროსი პაციენტებისათვის. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია, კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან.

შენახვა:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე

ვისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო მემოპრუვის გამოყენება?

· ყველა მოზრდილისთვის, რომელსაც მეხსიერების მსუბუქი პრობლემები აქვს.

· სტრესის, გადაღლის და უძილობის დროს

რა არის მეხსიერების მსუბუქი პრობლემები?

კვლევებმა აჩვენა, რომ ხანმოკლე მეხსიერება ასაკთან ერთად უარესდება. აღნიშნული პრობლემები იწყება 25 წლის ასაკიდან და ასაკის მატებასთან ერთად ღრმავდება. ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების პრობლემების ზოგადი ნიშნებია:

· შეხვედრის შემდეგ ადამიანებთა სახელების დამახსოვრების გაძნელება.

· ნივთების დადება უადგილო ადგილებზე (მობილური ტელეფონი, გასაღები, საფულე და ა.შ.);

· პრობლემები შესასრულებელი საქმეების დამახსოვრებასთან დაკავშირებით

· დავიწყება იმისა, თუ რის გაკეთებას, ან თქმას აპირებდნენ;

· ყურადღების, ან კონცენტრაციის პრობლემები;

· ინფორმაციის დამახსოვრების სირთულე;

· მეხსიერების დამაქვეითებელი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება.

სტრესმა და ძილის ნაკლებობამ ასევე შეიძლება დააჩქაროს მეხსიერების მსუბუქი პრობლემების წარმოქმნა. კონტროლის არარსებობისას ეს მდგომარეობები დროთა განმავლობაში უარესდება და შეიძლება გავლენა იქონიოს პიროვნების ცხოვრების ხარისხზე.

როგორ მოქმედებს მემოპრუვი?

მემოპრუვი შეიცავს ნეიროპეპტიდების (ამინმჟავების მცირე ჯაჭვების) ნარევს, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინში ნეიროტროფული ფაქტორების გავლენის მხარდაჭერას . გამოქვეყნებულ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ნეიროპეპტიდები:

· წინააღმდეგობას უწევენ ძირითად პროცესებს, რომლებიც იწვევენ მეხსიერების პრობლემებს;

· აუმჯობესებენ მეხსიერებას, ზრდიან ყურადღებას და კონცენტრაციის უნარს;

· ხელს უწყობენ თავის ტვინის ფუნქციონირებას

· ავსებენ დაბერებით გამოწვეულ ნეიროქიმიურ დეფიციტს;

· ასტიმულირებენ თავის ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნას (ნეიროგენეზი);

· ასტიმულირებენ თავის ტვინის უჯრედებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებას (ნეიროპლასტიკურობა);

· იცავენ თავის ტვინში არსებულ უჯრედებს და მათ შორის კავშირებს (ნეიროპროტექცია);

· ზრდიან თავის ტვინში გლუკოზის ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას;

· ხელს უწყობენ თავის ტვინის დაბერებული უჯრედების მიერ ენერგიის გამომუშავებას და სიცოცხლის უნარიანობის მომატებას.

უსაფრთხოება და სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მემოპრუვი არის უსაფრთხო და ეფექტური ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას და კონცენტრაციას. მემოპრუვში შემავალი ნეიროპეპტიდები მიღებულია ცილის ბუნებრივი წყაროებიდან. პეპტიდები შედის ცილებით მდიდარი საკვები პროდუქტების უმრავლესობაში და მიეკუთვნება საზოგადოდ აღიარებულ უსაფრთხო ნივთიერებებს (GRAS).

მემოპრუვი – ეს არის სრულიად განსხვავებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

მეხსიერების გასაუმჯობესებელი საკვები დანამატების უმრავლესობა მზადდება ვიტამინების, ზეთებისა და მცენარეების ნარევებისგან (მაგ.: როგორიცაა გინკგო ბილობა) ისინი, ხელს უწყობენ მეხსიერების გაუმჯობესებას. მემოპრუვი – ეს არის პირველი და ერთადერთი საკვები დანამატი, რომელიც დამზადებულია ნეიროპეპტიდების დაპატენტებული ნარევისგან (N-PEP-12), რაც დადასტურებულად სარწმუნოდ რეცენზირებული კვლევების შედეგების მიხედვით აუმჯობესებს მეხსიერებას.

კლინიკური დაკვირვება

დოქტორი ტომ კრუკი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ბეთესდეში, მერილენდის შტატი, აშშ, პრეპარატ მემოპრუვის რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის (რკკ) შეფასებისას, ახლახან გამოქვეყნებულ საკუთარ წიგნში „მეხსიერების უპირატესობა“ აცხადებს:

«ჩვენ ნამდვილად აღმოვაჩინეთ სტატისტიკურად მეტად მნიშვნელოვანი განსხვავებები მეხსიერების ტესტების შედეგებში იმ პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ მემოპრუვსა და პლაცებოს.

ჩემი გამოცდილებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეხსიერების გასაუმჯობესებელმა ნუტრიცევტულმა პრეპარატმა წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევები .

«დამოუკიდებელი კლინიკური კვლევების და ასევე, მეხსიერებაზე ჩატარებული ტესტების შედეგად ჩვენ მივიღეთ მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ პრეპარატის ეფექტურობას»

რას შეიძლება ველოდოთ მემოპრუვისგან?

გამოქვეყნებულ კლინიკურ კვლევაში პაციენტები აღნიშნავენ შემდეგ გაუმჯობესებას მემოპრუვის მიღების დაწყებიდან 30 დღეში:

· მოკლევადიანი მეხსიერების გაუმჯობესება (15 % ან მეტი მეხსიერების სტანდარტულ ტესტებზე);

· კონცენტრაციის უნარის მომატება;

· ყურადღების მომატება;

· ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის გაუმჯობესება;

· განახლებული ნდობა მეხსიერების მიმართ;

· გონების სიმახვილისა და სიცხადის გაუმჯობესება.

აღნიშნული გაუმჯობესება აღენიშნა ჯანმრთელ მოზრდილებს, რომელთაც ბუნებრივი დაბერების პროცესებით დარღვეული ჰქონდათ მოკლევადიანი მეხსიერება 10 წლის განმავლობაში.

გამოშვების თარიღი (თვე, წელი) და სერიის ნომერი: იხილეთ შეფუთვის გვერდით მხარეზე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მემოპრუვი #30ტ
  • სახელი: მემოპრუვი #30ტ
Aversi 94.49 ლ
მემოპრუვი 30 ტაბლეტი
  • სახელი: მემოპრუვი 30 ტაბლეტი
PSP 75.56 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა