ბუონავიტ - Buonavit
ბუონავიტ - Buonavit

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბუონავიტ****D3F

BUONAVIT D3F

ბავშვის კბილებისა და ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარების ხელშეწყობისათვის

შემადგენლობა

4 წვეთის შემცველობა:

ქოლეკალციფეროლი (ვიტ D3) 400ს/ე,

ნატრიუმის მონოფტორფოსფატი 0,25 მგ.

არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

ვიტამინი D - კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის გაუმჯობესებით უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ასევე იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას. რაქიტისა და ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკისათვის დაბადების პირველივე დღეებიდან რეკომენდებულია ყველა ბავშვს მიეცეს ვიტამინ D 400 სე დოზით.

ფტორი - ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვალწარმოქმნაში და ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოწესრიგებაში, უზრუნველყოფს კბილების ნორმალურ მინერალიზაციას და კარიესის ჩამოყალიბების თავიდან აცილებას. ფტორის დეფიციტის ძირითადი გამოვლინებებია კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი.

გამოყენების წესი

0-1 წლის ასაკი: 2 წვეთი ერთხელ დღეში (3 თვე).

1 წლის ასაკიდან - 4 წვეთი დღეში (1,5 თვე).

გამოყენების წინ შუშა კარგად კარგად შეანჯღრიეთ.

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, კონსერვანტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ საღებავებს, გმ კომპონენტებს, ალერგენებს.

შენახვის წესი

ინახება გრილ, მშრალ ადგილას, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი

Steve Jones Srl. იტალია.

პარტნიორი საქართველოში

კომპანია Prime Line.

ტელ.: 571 43 40 43

599 30 00 25

(0322) 90 08 08.


ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბუონავიტ D3 F 12მლ წვეთები
  • სახელი: ბუონავიტ D3 F 12მლ წვეთები
Aversi 79.9 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა