ელექტროვიტი პრობ - Electrovit Prob
ელექტროვიტი პრობ - Electrovit Prob

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ელექტროვიტ პრობიოტიკი

ElectroVit PROBIOTICS

საკვები****დანამატი

შემადგენლობა

მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი; შემავსებელი: სორბიტოლი, გლუკოზა, კალიუმის ბიკარბონატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის კარბონატი, L-ასკორბინის მჟავა, არომატი; შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება: პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობელი: სუკრალოზა, პრობიოტიკული ბაქტერიები (Bidobacterium infantis BI02, Bidobacterium longum BL-G301, Lactobacillus acidophilus LA02, Lactobacillus helveticus LH060, Lactobacillus reuteri LRE02, Lactobacillus rhamnosus GG); საღებავი: რიბოფლავინი.

შეიძლება შეიცავდეს წარმოებულებს: გლუტენის შემცველი მარცვლეულს, სოიოს, რძეს.

თვისებები

ელექტროვიტ პრობიოტიკი შეიცავს ელექტროლიტების კომპლექსს, რომელიც გამდიდრებულია პრობიოტიკური ბაქტერიების 6 შტამით: Bifidobacterium infantis BI02, Bifidobacterium longum BL-G301, Lactobacillus acidophilus LA02, Lactobacillus helveticus LH060, Lactobacillus reuteri LRE02, Lactobacillus rhamnosus GG და ვიტამინი C.

პროდუქტში შემავალი ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

შეიცავს შაქარს და დამატკბობელ ნივთიერებას.

ელექტროლიტები და პრობიოტიკები განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხელების, დიარეის და ღებინების მქონე პირთათვის.

ცხელების, ღებინების, დიარეის დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს - არა მარტო წყალს, არამედ მასში შემავალ იონებსაც. ამიტომ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ელექტროლიტების შევსება.

კალიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარების პროცესში და ხელს უწყობს ნერვ- კუნთოვანი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

ქლორიდი არის ძირითადი ანიონური ელექტროლიტი.

მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ასევე დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას.

ინფორმაციაკვებითიღირებულების****შესახებ

რეკომენდებული დღიური დოზა (2-4 ტაბლეტი) შეიცავს:

| 2 ტაბლეტი | 4 ტაბლეტი
---|---|---
გლუკოზა | 1000 მგ | 2000 მგ
ნატრიუმი | 600 მგ | 1200 მგ
კალიუმი | 300 მგ (15%) | 600 მგ (30%)
ქლორიდი | 120 მგ (15%) | 240 მგ (30%)
მაგნიუმი | 60 მგ (16%) | 120 მგ (32%)
ვიტამინი C | 200 მგ (250%) | 400 მგ (500%)
Bifidobacterium infantis __ BI02 | 0,5 x 109 CFU | 1 x 109 CFU
Bifidobacterium longum BL-G301 | 0,5 x 109 CFU | 1 x 109 CFU
Lactobacillusa cidophilus LA02 | 0,5 x 109 CFU | 1 x 109 CFU
Lactobacillus helveticus LH060 | 0,5 x 109 CFU | 1 x 109 CFU
Lactobacillus reuteri __ LRE02 | 0,5 x 109 CFU | 1 x 109 CFU
Lactobacillus rhamnosus GG | 0,5 x 109 CFU | 1 x 109 CFU
*****რეკომენდებული დღიური დოზის 0%

დოზირება

რეკომენდებულიდღიურიდოზა**:** 1 ტაბლეტი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში. მიიღება 2-4 ტაბლეტი დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იყოს, როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

პარტიის თარიღი და ნომერი იხილეთ შეფუთვის ძირზე.

შენახვის წესი

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში, პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის შიგთავსი

20 შუშხუნა ტაბლეტი.

ტაბლეტის მასა: 4,3 გ

მასა ნეტო: 86 გ.

მწარმოებელი

აქტივლაბი ფარმა

კონტროლდება ლაბორატორიებში.

UNIPRO Sp. z o.o.

ტარგოვისკო 553, 32-015 კლაი

www.activlabpharma.pl

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ელექტროვიტი პრობ.ლიმონი#20შუშ
  • სახელი: ელექტროვიტი პრობ.ლიმონი#20შუშ
Aversi 31 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა