სინუს ბოქსი ქიდსი - Sinus Box Kids
სინუს ბოქსი ქიდსი - Sinus Box Kids

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სინუსბოქსი/სინუსბოქსი****ქიდს

Sinusbox /Sinusbox kids

შემადგენლობა

1 საშეტი შეიცავს: 2445მგ ( საბავშვო ფორმა - 1222,5 მგ) ნატრიუმის ქლორიდის და 5მგ (საბავშვო ფორმა - 2,5მგ) ნატრიუმის ბიკარბონატის ნარევს.

„სინუს ბოქსი“ pH დაბალანსებული ფორმულაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხვირის ღრუსა და წიაღების სიჯანსაღეს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალება.

სინუს ბოქსი - ცხვირის და წიაღების გამოსარეცხი ნაკრები.

1საშეტისგახსნისას****240 მლ (ან საბავშვო ფორმის შემთხვევაში 120 მლ) - მიიღება იზოტონური ხსნარი**, 2პაკეტისერთდროულად****გახსნისას** – ჰიპერტონული ხსნარი.

გამოყენება

სინუსბოქსისკომპლექტიმოზრდილთათვისდასაბავშვოწარმოადგენსპროდუქტს,რომელიცგანკუთვნილიაცხვირისადასინუსებისგამოსარეცხად**.**

სინუს ბოქსის კომპლექტ შედგება ირიგატორისგან(რბილი პლასტიკის ბოთლის სახით, რომელიც მთავრდება აპლიკატორით) და ხსნარის მოსამზადებელი 25 საშეტისგან.

სინუს ბოქსი (მოზრდილთა და საბავშვო) ინოვაციური პროდუქტია, რომელიც განკუთვნილია ნაზალური გამორეცხვისთვის, გამოიყენება და ეფექტურია შემდეგი პრობლემების დროს:

– ინფექციური და ალერგიული რინიტი;

– მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;

– „უკან წვეთის“ სინდრომი;

– ხვრინვა;

– ცხვირის სიმშრალე;

– ჰიპერტროფიული რინიტი ორსულობის დროს;

– ცხვირისა და სინუსების ქირურგიული პროცედურების დაწყებამდე და მისი შემდგომი პერიოდი;

– ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია (ცხვირის ღრუს გასასუფთავებლად);

– ვირუსით დაინფიცირების საშიშროება (საპროფილაქტიკოდ ცხვირის ჰიგიენის ჩასატარებლად);

– ცხვირისა და სინუსების ჰიგიენა.

გამოყენებისწესი დამომზადება

ფრთხილად გარეცხეთ ბოთლი ონკანის თბილი წყლით (არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები).

შეავსეთ „ სინუს ბოქსის“-ის ბოთლი მონიშნულ ხაზამდე (240 მლ მოზრდილების და 120მლ საბავშვოს შემთხვევაში) არაგაზირებული მინერალური წყლით ან წინასწარ ანადუღარი წყლით. გამოიყენეთ +35°C-დან +40°C-მდე ტემპერატურის წყალი (თუ ცხელია, გააგრილეთ) და შეავსეთ ბოთლი მონიშნულ ხაზამდე (240 მლ ან 120 მლ);

გახსენით მასში ერთი პაკეტი (მიიღება pH დაბალანსებული ხსნარი).

ბოთლი შეანჯღრიეთ, სანამ ხსნარი მთლიანად არ გაიხსნება წყალში.

მოხმარება****

30 გრადუსი კუთხით დახარეთ თავი წინ, ნიჟარისკენ და მოათავსეთ ირიგატორის თავი ერთ ნესტოში.

ნაზად მოუჭირეთ ბოთლის ძირს, ისე რომ ხსნარი შევიდეს ცხვირის ნესტოში და ნესტოდან უკან გამოვიდეს. გამორეცხვის დროს ისუნთქეთ ღია პირით (თითო ნესტოში უნდა შევიდეს ბოთლის ნახევარი მოცულობა - 120 მლ მოზრდილების და 60 მლ ბავშვების შემთხვევაში).

გამორეცხვის შემდეგ ცოტა ხანი გაჩერდით წინ გადახრილი თავით.

იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე ნესტოში.

ამის შემდეგ ნაზად გამოიფერთხეთ ცხვირი.

გამოყენების შემდგომ ბოთლი გარეცხეთ, როგორც ეს აღწერილია ზემოთ;

6 წლიდან ბავშვებში შესაძლებელია „სინუს ბოქს ქიდსის“ გამოყენება ზრდასრულის დახმარებით, მეთვალყურეობის ქვეშ;

ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება დღეში 2-ჯერ. დღის ბოლო პროცედურის ჩატარება სასურველია დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე.

განსაკუთრებული****მითითება

რეგულარული მოხმარების შემთხვევაში სასურველია ბოთლის გამოცვლა 3 თვეში ერთხელ.

გამზადებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 12 საათი.

თითო ბოთლი განკუთვნილია მხოლოდ 1 პირისთვის.

სინუსბოქსითირიგაციის****უპირატესობები

– ეფექტურად ასუფთავებს ცხვირის ღრუსა და სინუსებს;

– უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს;

– სინუსების გამორეცხვა ანტიბიოტიკების მიღებასთან კომბინაციაში 70%-ით ამსუბუქებს სიმპტომებს და ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირეს;

– თავსებადია ორგანიზმის სითხეებთან, არ აღინიშნება გვერდითი ეფექტები;

– უსაფრთხოა ორსულებში და მეძუძურებში გამოყენება.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

უკუჩვენება

– მწვავე ოტიტი;

– ძლიერად გაჭედილი ცხვირი;

– მოწყობილობის გამოყენება 0-4 წლამდე.

დაუშვებელია საშეტის ცხელ წყალში გახსნა და ისე გამოყენება.

თუ მოიხმართ გაციების საწინააღმდეგო ადგილობრივ სხვა საშუალებას, ჯერ გამოიყენეთ „სინუს ბოქსი“ და შემდეგ სხვა ადგილობრივი საშუალება.

ვარგისობაიხ.შეფუთვაზე.

შეფუთვა**:** ბოთლი + 25 საშეტი.

მარტივად გამოსაყენებელი ბოთლი ყოველდღიური, ნაზალური გამორეცხვისთვის;

25 საშეტი, 1 საშეტი შეიცავს - ნატრიუმის ქლორიდს გამდიდრებულს ნატრიუმის ბიკარბონატით.

მწარმოებელი

Manufacturer MCG Pharma ILAC San,

თურქეთი**,ანკარა.
**

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სინუს ბოქსი ქიდსი120მლ+25საშ
  • სახელი: სინუს ბოქსი ქიდსი120მლ+25საშ
Aversi 35.38 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა