ლაქს-აქტივი - Lax-Active
ლაქს-აქტივი - Lax-Active

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად
ლაქს-აქტივი

Lax Aktiv

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

სენას ექსტრაქტს 300მგ, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით.

ისაბგულის ექსტრაქტი - 150 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსიის ჰიდროქლორიდი) – 5 მგ

კასკარას ექსტრაქტი-250 მგ.****

აღწერილობა

სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. FDA კვლევებით დადასტურებულია სენოზიდების საფაღარათო მოქმედება, რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით, რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას. სენადე საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე. იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს აძლევს სპეციფიურ ყვითელ ფერს.

ისაბგულის ექსტრაქტი მიიღება მცენარე ისაბგულისგან, ხოლო ორგანიზმში გარდაიქმნება გლიკლაზიდების მიკრონაწილაკებად, რომლებიც ხასიათდება შეშუპების (მოცულობაში ზრდის) ინდექსით ნაწლავებში და კინეტიკური გამოთავისუფლებით, კვლევით დადასტურდა რომ გლიკლაზიდის 98% გამოიყოფა განავალთან ერთად მიღებიდან 8 საათის განმავლობაში. იგი გამოიყენება, როდესაც სასურველია მარტივი დეფეკაცია რბილი განავლით, მაგალითად, ბუასილის, ანალური ნაპრალის და ანალური ან რექტალური ოპერაციის შემდეგ გაძნელებული გამოყოფის შემთხვევაში. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ჰიპერქოლესტერინემიის დროს, სადაც პაციენტებს ყოველდღიურად სჭირდებათ საკვებში დიეტური ბოჭკოების ჩართვა.

მნიშვნელოვანი ეფექტურობა დადასტურდა ჰემოროიდების მართვისას. შედარებითი კვლევისას, ადამიანებს, რომლებიც მკურნალობდნენ B ვიტამინების პლაცებოთი, არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი განსხვავება და მათ, ვინც იღებდნენ ისაბგულს, სისხლდენა შეუმცირდათ.

ისაბგული უზრნველყოფს რეგულარულ ნაწლავურ მოქმედებას.

ვიტამინი** B6** - გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც კოფაქტორი სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში, მაგრამ ნაწლავური ბაქტერიების მიერ წარმოებული ვიტამინი B6 არ არის საკმარისი მასპინძლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი ბალანსის შევსება, განსაკუთრებით საფაღარათო საშუალებების მიღებისას, რომლის დროსაც შესაძლოა წარმოიქმნას დეფიციტი.

ჩვენებები

  • ყაბზობა, ნაწლავების ატონია;
  • სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი;
  • კუჭ-ნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას;
  • პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ბუასილი, ჰემოროიდული დაავადებები;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

უკუჩვენებები

ლაქს-აქტივის კაფსულის მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.

გვერდითი****ეფექტები

ლაქს-აქტივმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი, როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

ორსულობადალაქტაციის****პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მიღებისგზებიდადოზირება:

ბავშვები: (1-დან 12 წლამდე): 1 კაფსულა დღეში კვებასთან ერთად.

მოზრდილები: 1-3 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გამოშვების****ფორმა

ვეგანურ კაფსულა #60.

შენახვის****პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიქიდანგაცემისწესი

ურეცეპტოდ

მწარმოებელი

Biotrex Nutraceuticals**,** იტალია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლაქს-აქტივი #60კაფს
  • სახელი: ლაქს-აქტივი #60კაფს
Aversi 40 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა