რესტორაფლორ ჯუნიორი - Restoraflor Junior
რესტორაფლორ ჯუნიორი - Restoraflor Junior

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

რესტორაფლორ ჯუნიორი


შემადგენლობა | 2 საშეტისთვის | 1 ლიტრისთვის
---|---|---
ნატრიუმი | 552 მგ | 1379 მგ
კალიუმი | 313 მგ | 782 მგ
ქლორი | 854 მგ | 2136 მგ
ბიკარბონატი | 488 მგ | 1220 მგ
დექსტროზა | 5273 მგ | 13184 მგ
ფრუქტოოლიგოსაქარიდები | 20 მგ | 50 მგ
ოსმოლარობა | **** | 226 mOsm/ლიტრი
პროიოტიკი
Lactobacillus Rhamnosus GG | 10 მილიარდი | 25 მილიარდი

ზოგადი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

რესტორაფლორ ჯუნიორი წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ფორმულას, რომელიც აერთიანებს კლინიკურად ყველაზე კარგად შესწავლილ პრობიოტიკს ( Lactobacillus Rhamnosus GG ATCC n. 53103), პრებიოტიკთან (ფრუქტოლიგოსაქარიდი) და ORS ელექტროლიტებთან ერთად, დეჰიდრატაციის პრევენციისა და ნაწლავი ფლორის აღდგენისათვის, WHO და ESPHGAN/ESPID გაიდლაინების შესაბამისად.

პროდუქტი წარმოდგენილია ორგანყოფილებიანი საშეტის სახით, რომელშიც უზრუნველყოფილია შემავალი კომპონენტების სტაბილურობა.

ჩვენებე

  • ვირუსული გასტროენტერიტი;
  • ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის პრევენცია;
  • მწვავე ინფექციური დიარეა;
  • დისბიოზი;
  • დეჰიდრატაციის პრევენცია მწვავე დიარეის დროს.

დოზირება და გამოყენების წესი

გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან: 1-4 საშეტი დღეში;

გამოყენების წესი: 1 საშეტი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში, მორევით სრულ გახსნამდე.

განსაკუთრებული მითითებები

  • საწყის ეტაპზე გასათვალისწინებელია მცირე რაოდენობის ხშირად მიღება, ჩვეულებრივ 2 წლამდე ბავშებში 1 ჩაის კოვზი 1-2 წუთში ერთხელ, ხოლო 2 წლის ზემოთ შესაძლებელია მოცულობის გაზრდა;
  • თუ ბავშვი აღებინებს, დაელოდეთ 10 წთ და შემდეგ განაახლეთ რესტორაფლორ ჯუნიორის მიღება;
  • თუ ბავშვს ქუთუთოები შეუშუპდა, შეწყვიტეთ გამოყენება;
  • მიღებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში რეკომენდებული არ არის სხვა სითხეების ან საკვების გამოყენება.

გამოშვების ფორმა

12 ორგანყოფილებიანი საშეტი ჟოლოს არომატით.

მწარმოებელი

U.G.A Nutraceuticals S.r.l. იტალია

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რესტორაფლორ ჯუნიორი ფხვ#12პაკ
  • სახელი: რესტორაფლორ ჯუნიორი ფხვ#12პაკ
Aversi 56.68 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა