პროიმუნო ლაიფი - Proimuno Life
პროიმუნო ლაიფი - Proimuno Life

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად
**პროიმუნო ლაიფი

****Proimunolife

ბიოლოგიურადაქტიური****დანამატები**

პროიმუნოლაიფი კაფს N30 – აქვს უნიკალური ფორმულირება. იგი შედგება 30 მილიარდი CFU 16 უნიკალური პრობიოტიკური შტამისგან, რომელიც ყველაზე სასარგებლოა ნაწლავების ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. პრობიოტიკს შეუძლია გაათავისუფლოს ორგანიზმი გაზებისგან, შებერილობისა და სიმძიმისგან. ჯანსაღი ნაწლავური სისტემა ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას.

ჩვენებები

- ორგანიზმში ბაქტერიული მიკროფლორის დისბალანსი;

- დაქვეითებული იმუნიტეტი;

- არაბალნსირებული კვება.

მოქმედების მექანიზმი**
** პრობიოტიკები წარმოადგენს ცოცხალ მიკროორგანიზმებს, მათი სარგებელი ეფუძნება ბაქტერიული შტამების ფართო სპექტრს. 12 სხვადასხვა შტამის კომბინაცია და თითოეული შტამის მაღალი რაოდენობრივი შემცველობა (30 მილიარდი) ხელს უწყობს ბაქტერიების უფრო ინტენსიურ კოლონიზაციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

პრობიოტიკები - პათოგენური მიკრობების ანტაგონისტებია და მათი ფუნქციაა:

- ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგება;

- მეტეორიზმის შემცირება;

- კალციუმის, ფოსფორისა და რკინის შეწოვის გაძლიერება;

- ვირუსოციდული მოქმედება;

- ორგანიზმის გამძლეობის გაძლიერება დაავადებების განვითარების მიმართ;

- ნაწლავებში ციტოკინების (ინტერლეიკინი-1, 6, 10, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა) გამომუშავება;

- ფაგოციტებისა და ნატურალური ქილერების (NK) აქტივობის გაზრდა.

შემადგენლობა

1 კაფსულა

პრებიოტიკური ფრუქტოოლიგოსაქარიდები 100მგ

პრობიოტიკების ნაზავი შეიცავს შემდეგ 16 შტამს.

L. Plantarum L. Gasseri L. Fermentum B. Lactis

L. Acidophilus B. Infantis L. Casei B. Longum

L. Rhamnosus GG B. Bifidum L. Reuteri B. Breve

L. Salivarius S. Thermophiles L. Paracasei S. Boulardi

გამოყენების წესი

1-2 კაფსულა დღეში სასურველია ჭამის დროს ან ექიმის მითითებით, მისი გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან.

უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები: გამოვლენილი არ არის.

შენახვა

ინახება გრილ და მშრალ ადგილას არაუმეტეს 30°C-ზე.

დაიცავით პირდაპირი სინათლის, სიცხისა და ტენიანობისგან.

შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვებისფორმა: კაფსულა N30

გაცემისრეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი

Biotrex Nutraceuticals, ISO Certificate N - FSMS04/553/88. იტალია

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: SmartPharm LTD

1309 დიდი ლილო, თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: [email protected]

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პროიმუნო ლაიფი#30კაფს
  • სახელი: პროიმუნო ლაიფი#30კაფს
Aversi 40 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა