ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
უკონსერვანტოთვალის****მალამო ვიტამინით A
ხანგრძლივი შვება მშრალი თვალისთვის და თვალის ზედაპირის დაცვა
HydraMed Night Sensitive8 წარმოადგენს უკონსერვანტოთვალისმალამო ვიტამინით A.
რა სახითაა წარმოდგენილი?
HydraMed Night Sensitive"' წარმოდგენილია უკონსერვანტოთვალისმალამო ვიტამინით A 5 გ შემცველ ტუბში.
როდის უნდა იქნას გამოყენებული?
პროდუქტი იძლევა ხანგრძლივ შვებას გარემო პირობებით გამოწვეული ფაქტორებით (ქარი, მზე, მშრალი ჰაერი, მარილიანი წყალი, კვამლი, კაშკაშა სინათლე) გამოწვეული გაღიზიანების, წვისა და სიწითლით ან გრძელვადიანი ვიზუალური ძალისხმევის (სწავლის, კითხვის, კომპუტერთან მუშაობის, ღამით მანქანის მართვით) ან საკონტაქტო ლინზებით გამოწვეული მშრალი თვალის ეფექტებისგან. იგი ხელს უწყობს საცრემლე აპკის ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენა და იცავს თვალის ზედაპირს A ვიტამინის ლუბრიკანტული და დამატენიანებელი თვისებებიდან გამომდინარე.
როგორ უნდა იქნას გამოყენებული?
დაიბანეთ ხელები და მოხსენით ტუბს თავსახური, გადაწიეთ თავი უკან და ქვედა ქუთუთო ჩაწიეთ თქვენი საჩვენებელი თითით, რათა ჩამოყალიბდეს ჩაღრმავება მოუჭირეთ ტუბს ფრთხილად მანამ, სანამ პროდუქტის 10მმ ზოლი არ გადმოვა ქვედა ქუთუთოზე. დაახამხამეთ ორჯერ ან სამჯერ, რათა მალამო თანაბრად განაწილდეს თვალზე და მოიშორეთ თვალის ქუთუთოების ირგვლივ დარჩენილი ჭარბი მალამო სუფთა ქაღალდის ხელსახოცით. დაახურეთ თავსახური ტუბს.
მისი კონსისტენციიდან გამომდინარე, მალამომ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი თვალის მხედველობის ზომიერი და გარდამავალი დაბურვა, აქედან გამომდინარე რეკომენდებულია მისი გამოყენება დღეში ერთხელ საღამოს, ძილის წინ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მწარმოებელი: Farmigea S.p.A., Via G.B. Oliva 6/8, 56121 პიზა, იტალია.
ტექსტის ბოლო რევიზიის თარიღი: 2019 წლის იანვარი
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
43.33 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა