ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
ფონტაქტივი პროტეინი (ცილა), ფხვნილი , 330 გრ
(FONTACTIV PROTEIN, 330 g)
ენტერალური კვების დანამატი - ცილა
ძირითადი მახასიათებლები ერთ პორციაში (4 საზომი კოვზი /13,2 გ)
• ცილები 11,5 გ
• ენერგეტიკული ღირებულება 49 კკალ
• ცხიმები 0,3 გ
• ნახშირწყლები 0,1 გ
• მარილი 0,17 გ
უპირატესობები:
• 100% მაღალი ხარისხის ძროხის რძის შრატის პროტეინის შემცველობა
• ბიოლოგიური ღირებულება : 100
• გლუტენისა და ლაქტოზის გარეშე
• ადვილად ხსნადი/ათვისებადი
• რეკომბინანტული ზრდის (ძვლის) ჰორმონის გარეშე
საკვები განკუთვნილია ცილოვანი მალნუტრიციის მქონე/რისკის ქვეშ მყოფი პაციენტთათვის, რომელთაც აქვთ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობა:
· სარკოპენია ან წონის კლება
· ცილოვანი შიმშილი
· გამოჯანმთელების პერიოდი
· გაზრდილი მოთხოვნილება ცილაზე:
დამწვრობისას
ჭრილობების შემთხვევაში
ნაწოლების მქონე პაციენტებში
ჰიპერკატაბოლიზმისას
რძის შრატის ცილები, ემულგატორი - სოიოს ლეციტინი.
გემო - ნეიტრალური, არ ახდენს გავლენას ძირითადი საკვებისა და სასმელის გემოვნურ თვისებებზე.
პერორალურად მიღებისას - ერთი პორციის (11.5 გრამი ცილა) მოსამზადებლად 4 საზომი კოვზი დაუმატეთ თხევად ან ნახევრად თხევად ცივ ან ცხელ (არა მდუღარე) საჭმელს ან სასმელს.
ზონდით კვებისას - 1 საზომი კოვზი ფხვნილი გახსენით 60-120 მლ წყალში და ნელი სიჩქარით შპრიცის გამოყენებით შეუშვით მილში, შემგდომ აუცილებელია მილის ჩარეცხვა 30-60 მლ წყლით. გამოიყენეთ მომზადებისთანავე. დასაშვებია მჟავე საკვებში/სასმელში დამატება.
დღიური დოზა დამოკიდებულია პაციენტის მოთხვნილებაზე
- შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას
გახსნის შემდეგ შიგთავსი გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში
მოცულობა: 330 გ/ 25 პორცია
· არ გამოიყენება როგორც კვების დამოუკიდებელი წყარო
· არ გამოიყენება პარენტერალური კვებისთვის
· გამოიყენება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ
· შესაძლებელია სრული რაციონის შესავსებად გამოყენება
· გამოიყენება 3 წლის ასაკიდან
შენახვის ვადა იხილეთ შეფუთვაზე
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
107.99 ლ | ||
|
132.31 ლ | ||
|
132.31 ლ | ||
|
74.09 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა