ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - ელექტროვიტი პრობ.ლიმონი#20შუშ
შემადგენლობა
მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი; შემავსებელი: სორბიტოლი, გლუკოზა, კალიუმის ბიკარბონატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის კარბონატი, L-ასკორბინის მჟავა, არომატი; შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება: პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობელი: სუკრალოზა, პრობიოტიკული ბაქტერიები (Bidobacterium infantis BI02, Bidobacterium longum BL-G301, Lactobacillus acidophilus LA02, Lactobacillus helveticus LH060, Lactobacillus reuteri LRE02, Lactobacillus rhamnosus GG); საღებავი: რიბოფლავინი.
შეიძლება შეიცავდეს წარმოებულებს: გლუტენის შემცველი მარცვლეულს, სოიოს, რძეს.
თვისებები
ელექტროვიტ პრობიოტიკი შეიცავს ელექტროლიტების კომპლექსს, რომელიც გამდიდრებულია
პრობიოტიკური ბაქტერიების 6 შტამით: Bifidobacterium infantis BI02,
Bifidobacterium longum BL-G301, Lactobacillus acidophilus LA02, Lactobacillus
helveticus LH060, Lactobacillus reuteri LRE02, Lactobacillus rhamnosus GG და
ვიტამინი C.
პროდუქტში შემავალი ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ
ფუნქციონირებას.
შეიცავს შაქარს და დამატკბობელ ნივთიერებას.
ელექტროლიტები და პრობიოტიკები განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხელების, დიარეის
და ღებინების მქონე პირთათვის.
ცხელების, ღებინების, დიარეის დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს - არა მარტო
წყალს, არამედ მასში შემავალ იონებსაც. ამიტომ დეჰიდრატაციის თავიდან
ასაცილებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ელექტროლიტების
შევსება.
კალიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარების პროცესში და ხელს უწყობს ნერვ-
კუნთოვანი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
ქლორიდი არის ძირითადი ანიონური ელექტროლიტი.
მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ასევე დაღლილობისა და
სისუსტის შემცირებას.
დოზირება
რეკომენდებულიდღიურიდოზა: 1 ტაბლეტი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში. მიიღება 2-4 ტაბლეტი დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ შეიძლება
გამოყენებულ იყოს, როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. მრავალფეროვანი და
დაბალანსებული კვება აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. პროდუქტი
განკუთვნილია მოზრდილებისა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
პარტიის თარიღი და ნომერი იხილეთ შეფუთვის ძირზე.
შენახვის წესი
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში, პატარა
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
29.09 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა