ოფთამილი - Oftamili
ოფთამილი - Oftamili

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ოფთამილი

გამოყენების ინსტრუქცია

უკონსერვანტო თვალის წვეთი, 10მლ
ოფთამილი-სტერილური ხსნარი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, ფიზიოლოგიური pH-ით, მულტიდოზირებულ 10მლ ფლაკონში.

ოფთამილი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი და დამცავი საშუალება. ხსნის თვალის ზედაპირის სიწითლეს, სიმშრალეს, დაღლილობას და დისკომფორტს, რომელიც გამოწვეულია გარემო ფაქტორების ზემოქმედებით (ქარი, კვამლი, დაბინძურებული ჰაერი, ზღვის მარილიანი წყალი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება), ასევე კომპიუტერის და სხვა გაჯეტების ხანგრძლივი გამოყენებით.

ოფთამილი იცავს რქოვანას ზედაპირს კონტაქტური ლინზების გამოყენების და ქირურგიული ჩარევების შემდგომ განვითარებული სიმშრალისგან, მასში შემავალი ჰიალურონის მჟავა ატენიანებს და პოხავს ზედაპირს, რითიც იცავს თვალს გამოშრობის, წვის და დისკომფორტისგან, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისგან.

ნატრიუმის ჰიალურონატი გვხვდება ადამიანის ორგანიზმში იმ ადგილებში, რომელიც მუდმივად საჭიროებს ლუბრიკაციას (ხრტილი, საცრემლე აპკი, კანი).

გარდა ამისა, ოფთამილი შეიცავს ჰიპრომელოზას, რომელიც არის პოლიმერი მუკო- მიმეტური სიმკვრივით, იგი ასტაბილურებს საცრემლე აპკს, ხელს უშლის რქოვანაზე უცხო სხეულის და კონტაქტური ლინზების უარყოფით მოქმედებას. მისი ვისკოელასტიური აპკი იცავს რქოვანას სიწითლისგან და ხელს უწყობს მისი გამჭირვალობის შენარჩუნებას. საცრემლე აპკის დისბალანსი უპირატესად მოზრდილებში გვხვდება.

ოფთამილი ასევე შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, ბორის მჟავას და ნატრიუმის ტეტრაბორატს, რომლებიც ანიჭებენ ხსნარს ბუფერულ თვისებებს და ანტისეპტიკურ მოქმედებას. გარდა ამისა შეიცავს მოცვს, ასკილს, გვირილას და ალოე ვერას.

ოფთამილი არ შეიცავს კონსერვანტებს და თავსებადია კონტაქტურ ლინზებთან.

შემადგენლობა:

0,2% ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, 0,2% ჰიპრომელოზა, ასკილის (Rosa canina) გამოხდილი წყალი,

ალოე ვერას (Aloe barbadensis Miller) გამოხდილი წყალი,

გვირილას (Chamomilla recutita) გამოხდილი წყალი,

მოცვის (Vaccinium myrtillus) გამოხდილი წყალი,

ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

გამოყენების ინსტრუქცია

• კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები;

• მოხსენით დამლუქავი ბეჭედი და თავსახური;

• დაიჭირეთ კონტეინერი და ჩაასხით 1-3 წვეთი თითოეულ თვალში;

• დაელოდეთ რამდენიმე წამს ყოველი ჩაწვეთების შემდეგ.

• ბოთლის თანდათანობით გაძნელებული დაცლა შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო მაღალი წნევის განხორციელების აუცილებლობასთან. ეს განპირობებულია ფლაკონის ჰერმეტული დახურვის სისტემის გამო, რომელიც შექმნილია პროდუქტის ფიზიკური მახასიათებლების შენარჩუნებისთვის კონსერვანის გარეშე.

• ასევე მცირე რაოდენობით ხსნარი ყოველთვის რჩება ბოთლში;

• გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური;

• არ შეეხოთ საწვეთურს თვალის ზედაპირით ან თითებით;

• პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 3 თვემდე პირველი გახსნიდან;

• ოფთამილის შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტაქტურ ლინზებთან ერთად.

სიფრთხილის ზომები:

• ჩაწვეთების შემდგომ მხედველობა შეიძლება დროებით დაბინდული იყოს. ასევე შეიძლება გამოვლინდეს მომენტალური წვა / ჩხვლეტა / გაღიზიანება, თუ რომელიმე გრძელდება ან გაუარესდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

• პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის;

• პროდუქტი განკუთვნილია ერთი პაციენტისთვის;

• არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ კონტეინერი დაზიანებულია ან იდეალურად არ არის დახურული გახსნისას

• არ გამოიყენოთ, თუ არის ხილული ნაწილაკები და/ან

ხსნარის ფერის ცვლილებები;

• გამოყენებისას არ შეეხოთ თვალს ან რომელიმეს

სხვა ზედაპირს კონტეინერის დისპენსერით;

• არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

(მითითებულია შეფუთვაზე);

• გამოყენებისას გვერდითი ეფექტების შემთხვევაში შეწყვიტეთ

მკურნალობა და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან;

• არ გამოიყენოთ თუ გაქვთ მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე:

• ურთიერთქმედება წამლებთან ან თვალის სხვა წვეთებთან

გამოვლენილი არ ყოფილა, თუმცა, გააკეთეთ შუალედი მინიმუმ 15 წუთი ნებისმიერი სხვა თვალის წვეთის მიღებასთან.

• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას;

• პროდუქტი გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი არ არის ;

• არასასურველი გვერდითი მოვლენები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

პირველი გახსნის შემდეგ შიგთავსი გამოყენებულ უნდა იქნას

3 თვის განმავლობაში.

შეფუთვა:

ბოთლი 10 მლ სტერილური ხსნარი კონსერვანტის გარეშე.

მოქმედების ვადა:

ვადის გასვლის თარიღი მითითებული კოლოფზე და ფლაკონზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ოფთამილი წვეთები თვალის 10მლ #1
  • სახელი: ოფთამილი წვეთები თვალის 10მლ #1
Pharmadepot 30.35 ლ
ოფთამილი წვეთები თვალის 10მლ #1
  • სახელი: ოფთამილი წვეთები თვალის 10მლ #1
GPC 42.75 ლ
Oftamill - ოფთამილი თვალის წვეთები 10მლ
  • სახელი: Oftamill - ოფთამილი თვალის წვეთები 10მლ
PSP 30.81 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა