ომეგა-3 საბავშვო (ომატონი) - Omega-3 Junior (Omatoni)
ომეგა-3 საბავშვო (ომატონი) - Omega-3 Junior (Omatoni)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ომეგა -3 (საბავშვო)
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
აღწერა: ყვითელი ფერის, რბილი, საღეჭი კაფსულები ხილის გემოთი.

საღეჭი კაფსულები სასიამოვნო გემოთი, შექმნილი სპეციალურად ბავშვებისთვის; განსაკუთრებული ტექნოლოგიით
დამუშავებული კაფსულები; მაღალეფექტური და უვნებელი; შეიცავს მაღალხარისხოვანი ვიტამინების კომპლექსს.
კომპონენტების ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი კვლევით.

შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ომეგა 3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები 410
მგ, ცილები 80 მგ, ნახშირწყლები 130 მგ და ვიტამინები. დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული გლიცერინი, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ხილის დამატკბობელი, ნატრიუმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ჯგუფიდან,
ნახევრადუჯერი ეიკოზაპენტაენური (EPA) და დოკოზაჰექსაენური (DHA) ცხიმოვანი მჟავებით, ასევე A, D3, E ვიტამინებით. ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავები, მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის ორგანიზმის განვითარებაში: (DHA)
წარმოადგენს თავის ტვინისა და თვალის ბადურის უჯრედოვანი მემბრანების საშენს, ხოლო (EPA) ნეირონალური ზრდის ხელშემწყობს. ომეგა-3 (საბავშვო)-შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, რომლის მიზანს თავის ტვინისა და
მხედველობის სისტემის სწორი ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ომეგა-3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი
მჟავები, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრირებას, ყოფაქცევას, ამაღლებს სწავლისა და
პრობლემათა სწრაფად გადაწყვეტის უნარს.

ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულარული, და ანტიალერგიული მოქმედების უნარი, რომელიც ომეგა-3
ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს გააჩნია, მის შემადგელობაში ეიკოზანოიდების სისტემის არსებობითაა განპირობებული.
ომეგა-3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები -კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოქსიგენაზურ-
ლიპოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით, ანთებისა და ალერგიის ინდუქტორების პროდუქციის შემცირებით, თრომბოციტების ადგეზიით, ვაზოკონსტრიქციით, აგრეგაციის
აქტივაციით და ა.შ.

ვიტამინი A (რეტინოლი) მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს
მხედველობითი აპარატის სწორ ფუნქციონირებას, ამცირებს ფიზიკური დატვირთვის შემდგომ დაღლილობას, საჭიროა ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ვირუსული დაავადების მიმართ ბრძოლისუნარიანობისთვის. ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) არეგულირებს ფოსფორ-კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის
ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმლებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი D3 განსაკუთრებულია მოზარდი ორგანიზმის ძვალ- სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი E
(ტოკოფეროლი)-მოქმედებს თავისუფალი რადიკალების რეაქციათა შემაკავებლად, ანტიოქსიდანტურად, თრგუნავს წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს უჯრედოვან და სუბუჯრედოვან მემბრანებს. ხელს უწყოფს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ
ფუნქციონირებას.

ჩვენება:თავის ტვინისა და მხედველობითი აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება; კოგნიტური და წერა-
კითხვის უნარების გაუმჯობესება; მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება; სინდრომი-
ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტიურობით;
კომპლექსურ თერაპიაში: მოზარდებში-ასაკობრივი დეპრესიის დროს; კანის დაავადებებში: ფსორიაზი, ეგზემა,
ნეიროდერმიტი და სხვა; ნებისმიერი წარმოშობის ართრიტების დროს; აუტოიმუნური დაავადებების დროს.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

მიღების წესები და დოზირება: კაფსულა უნდა დაიღეჭოს დღის პირველ ნახევარში, ჭამის შემდეგ.
2-დან-6 წლამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ, 6-დან-18 წლამდე თითო კაფსულა დღეში ორჯერ.
მიღების კურსი: არა ნაკლებ 3 თვისა. კურსის განმეორება ექიმის რეკომენდაციით.

დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეპსიური მოვლენები (გულისრევა,
დიარეა). მკურნალობა: სიმპტომური. პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ომეგა-3 საბავშვო (ომატონი) კაფსულა #20
  • სახელი: ომეგა-3 საბავშვო (ომატონი) კაფსულა #20
GPC 31.45 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა