თუთიის ნეო - Zinc Neo
თუთიის ნეო - Zinc Neo

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - თუთიის ნეო მალამო 10% 30გრ ფლაკონი #1

ჩვენება: დერმატიტი, დაოდვილობა (ინტერტრიგო, გამოყელვა), აკნე, ნაოფლარი, ზედაპირული ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, კანის წყლულოვანი დაზიანება, ნაწოლები, ეგზემა გამწვავების სტადიაში, მარტივი ჰერპესი.

გამოყენების წესი: დაზიანებული ადგილი წინასწარ უნდა გაიწმინდოს, სასურველია ნახეთქები და ნაწიბურები დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, სიმპტომებზე და დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დამწვრობებისა და ჭრილობების მკურნალობისას გამოიყენება მალამოიანი ნახვევი.
თუთიის მალამო ბავშვებში გამოიყენება პროფილაქტიკისთვის დაოდვილობის თავიდან ასაცილებლად, როცა სხეულის დიდი ნაწილი შეხებაშია სველ თეთრეულან.
აკნეს მკურნალობისა და პროფილაქტიკისას ,,თუთიის მალამო”-ს ეფექტურობა იზრდება ერითრომიცინის მალამოსთან კომბინაციაში გამოყენებისას.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
თუთიის ნეო მალამო 10% 30გრ ფლაკონი #1
  • სახელი: თუთიის ნეო მალამო 10% 30გრ ფლაკონი #1
GPC 3 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა