სინოვიალი HL - Synovial HL
სინოვიალი HL - Synovial HL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - სინოვიალი HLჰიბრიდი64მგ/2მლ#1შ

ჩვენება
სინოვიალი HL-ჰიბრიდი, თავისი განსაკუთრებული ფორმულით, მიეკუთვნება უახლესი თაობის სახსარშიდა სამკურნალო საშუალებას. სინოვიალი HL-ჰიბრიდი სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც შექმნილია სინოვიალური სითხის ინტეგრირებისთვის. იგი ართროზული სახსრების ფიზიოლოგიური და რეოლოგიური თვისებების აღდგენის საშუალებას იძლევა. სინოვიალი HL-ჰიბრიდი ამცირებს სახსარში ტკივილს და ხელს უწყობს სახსრების მობილობის აღდგენას. კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სინოვიალი HL- ჰიბრიდის ლაზერულ თერაპიასთან ერთად გამოყენებამ შესაძლებელია, გააუმჯობესოს ტენდინოპათიასთან დაკავშირებული სიმპტომატიკა.

სინოვიალი HL-ჰიბრიდი ნაჩვენებია მსხვილ და წვრილ სახსრებთან დაკავშირებული მწვავე და ქრონიკული დეგენერაციული დაზიანებების (მაგ. ართროზის), ტკივილის ან მობილობის დაქვეითების შემთხვევაში, პოსტტრავმული დარღვევების დროს. სინოვიალი HL- ჰიბრიდი ამცირებს ტკივილს და აღადგენს სახსრებისა და მყესების მოძრაობას.
სინოვიალი HL-ჰიბრიდი ნაჩვენებია ორივე სქესის მოზრდილებში. მისი შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ სახსარშიდა ინექციით.

დოზირება

მიზანშეწონილია კვირაში 1 ინექციის გაკეთება, მაქსიმუმ 3, ინფილტრაციამდე მკურნალობის ციკლში. მკურნალობის განმეორების ციკლის მიზანშეწონილობა და სიხშირე უნდა შეაფასოს ექიმმა, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული ინდივიდუალური პაციენტისთვის რისკის/სარგებლის თანაფარდობის გათვალისწინებით.

გვერდითი ეფექტები
სინოვიალი HL-ჰიბრიდის სახსარშიდა ინფილტრაციამ შესაძლოა ადგილობრივად არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს.

სინოვიალის გამოყენებისას ინექციის ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, სიცხის შეგრძნება, სიწითლე ან შეშუპება. ამ მეორადი გამოვლინებების შემსუბუქება შესაძლებელია დამუშავებულ ადგილზე ყინულის დადებით. ხანმოკლე პერიოდის შემდეგ მოვლენები ჩვეულებრივ ქრება. მკურნალობისას ნებისმიერი არასასურველი ეფექტების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს.
ინციდენტის შემთხვევაში, აცნობეთ მწარმოებელს ან კომპეტენტურ ორგანოს.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სინოვიალი HL ჰიბრიდი ხსნარი საინექციო 3.2% 2მლ მზა შპრიცი #1
  • სახელი: სინოვიალი HL ჰიბრიდი ხსნარი საინექციო 3.2% 2მლ მზა შპრიცი #1
GPC 249.95 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა