vomitus - Vomitus
vomitus - Vomitus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვომიტუსი

სურსათის დანამატი

შემადგენლობა

1მლ შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები

კოჭას ექსტრაქტი | 300 მგ
---|---
ვიტამინი B6 | 10 მგ 714% DV

სხვა ინგრედიენტები:

სორბიტოლი | 10მგ
---|---
ნატრიუმის საქარინი | 5მგ
ლიმონის არომატი | 2მგ
კალიუმის სორბატი | 1მგ
ლიმონმჟავა | 5მგ
დეიონიზებული წყალი (გამხსნელი) | 667მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ვომიტუსი წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას.

კოჭას ექსტრაქტს ავლენს პროკინეტიკურ, ანტიქოლინერგულ, ანტინეიროკინეტიკურ მოქმედებას H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების, კუჭ-ნაწლავის 5-HT3 სეროტონინული რეცეპტორების და დოფამინური D2 რეცეპტორების ინჰიბირების გზით. ასევე ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ცოგ-1, ცოგ-2 და 5-ლიპოქსიგენაზის ინჰიბირების გზით.

ვიტამინი B6 ფლობს შინაგან გულისრევისსაწინააღმდეგო მოქმედებას და ავლენს სინერგიზმს სხვა გულისრევისსაწინააღმდეგო საშუალებებთან.

ჩვენებები

• სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გულისრევა და ღებინება (ორსულობა, მგზავრობა, ქირურგიული პროცედურა, ქიმიოთერაპია, ინტოქსიკაცია, ინფექცია)

• დისპეფსია

• დისმენორეა

დოზირება

ორსულობის დროს: 1-2 მლ დღეში 3-4-ჯერ

მგზავრობის წინ: 1-2 მლ მგზავრობის დაწყებამდე 1 საათით ადრე

დისპეფსიის დროს: 1მლ დღეში 3-ჯერ

სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის:

1-6 წელი: 3მლ/დღეში

6-12 წელი: 6მლ/დღეში

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

სურსათის დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურის პირობებში.

გამოშვების ფორმა

60მლ ორალური ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში საზომ შპრიცთან და ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

**ვარგისიანობის ვადა: **

3 წელი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Vomitus - ვომიტუსი ხსნარი 60მლ
  • სახელი: Vomitus - ვომიტუსი ხსნარი 60მლ
PSP 24.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა