კალცი გლუკონატი - Calcium gluconate
კალცი გლუკონატი - Calcium gluconate

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**კალციუმის გლუკონატი **

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კალციუმის გლუკონატი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კალციუმის გლუკონატი

ფარმაცევტული ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: კალციუმის გლუკონატი-500მგ

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი-15მგ, კალციუმის სტეარატი-5მგ, ტალკი-10მგ.

აღწერილობა

მრგვალი, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები თერთი ან მოთეთრო ფერის, ორმხრივად დახრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კალციუმის პრეპარატი, კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი ავსებს კალციუმის იონების (Ca2+) დეფიციტს, რომელიც აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესის განხორციელებისთვის, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვისთვის, მიოკარდიუმის ფუნქციონირებისთვის, ძვლის ქსოვილის ფორმირებისთვის, სისხლის შედედებისთვის.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული პრეპარატის დაახლოებით 20%-30% შეიწოვება წვრილ ნაწლავში; ეს პროცესი დამოკიდებულია D ვიტამინის შემცველობაზე, pH-ზე, დიეტის სახეობასა და ფაქტორებზე, რომლებსაც შეუძლია Ca2+-ის შეკავშირება. Ca2+-ის აბსორბცია იზრდება მისი დეფიციტისას და Ca2+-ის მწირი შემცველობის დიეტის დროს. პრეპარატის დაახლოებით 20% გამოიყოფა თირკმლებით, დანარჩენი ოდენობა (80%) გამოიყოფა ნაწლავის შემცველობასთან ერთად (აქტიურად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტერმინალური ნაწილის კედლის მეშვეობით).

გამოყენების ჩვენებები

დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ჰიპოკალციემია, უჯრედული მემბრანების მომატებული შეღწევადობა (სისხლძარღვების ჩათვლით), კუნთოვან ქსოვილში ნერვული იმპულსების გატარების დარღვევა

პარათიროიდული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია (ლატენტური ტეტანია, ოსტეოპოროზი), D ვიტამინის ცვლის დარღვევა: რაქიტი (სპაზმოფილია, ოსტეომალაცია), ჰიპერფოსფატემია თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დააავადებულ პაციენტებში.

Ca2+-ზე მომატებული მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ორგანიზმის დაჩქარებული ზრდის პერიოდი), საკვებში Ca2+-ის არასაკმარისი შემცველობა, მისი ცვლის დარღვევა (პოსტმენოპაუზის პერიოდში).

Ca2+-ის გაძლიერებული გამოდევნა (გახანგრძლივებული წოლითი რეჟიმი, ქრონიკული დიარეა, მეორადი ჰიპოკალციემია დიურეტიკებისა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების, გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღების ფონზე.

სხვადასხვა ეტიოლოიის სისხლდენა: ალერგიული დაავადებები (შრატის დაავადება, ჭინჭრის ციება, ცხელების სინდრომი, ქავილი, ქავილით მიმდინარე დერმატოზები, სამკურნალო საშუალებების შეყვანასა და საკვებ პროდქტებზე განვითარებული რეაქციები, კვინკეს შეშუპება); ბრონქიალური ასთმა, დისტროფიული ალიმენტური შეშუპება, ფილტვის ტუბერკულოზი, ტყვიით გამოწვეული კოლიკა, ეკლამპსია.

Mg2+-ის მარილებით, მჟაუნმჟავითა და ფთორმჟავით და მათი ხსნადი მარილებით გამოწვეული მოწამვლა (კალციუმის გლუკონატთან ურთიერთზემოქმდებისას წარმოიქმნება უხსნადი და არატოქსიური კალციუმის ოქსალატი და კაცლიუმის ფთორიდი).

პარენქიმატოზური ჰეპატიტი, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, ნეფრიტები, პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალემიური ფორმა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპერკალციემია (Ca2+-ის კონცენტრაიცა არ უნდა აჭარბებდეს 12მგ/% ან 6 მლექ/ლ-ს), ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი (კალციუმით გამოწვეული), სარკოიდოზი, საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული ინტოქსიკაცია (არითმიის წარმოშობის რისკი).

სიფრთხილით - დეჰიდრატაციის, ელექტროლიტების დარღვევის (ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი), დიარეის, მალაბსორბციის სინდრომის, უმნიშვნელო ჰიპერკალციურიის, საშუალო ხარისხის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, გულის ქრონიკული უკმარისობის, გავრცელებული ათეროსკლეროზის, ჰიპერკოაგულაციის დროს.

მიღების მეთოდი და დოზები

პერორალურად მისაღებად, საკვების მიღებამდე ან მიღებიდან 1-1.5 საათის შემდეგ (რძესთან ერთად), მოზრდილებში დოზა არის 1-3გ, 2-3-ჯერ დღეში.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა-0.5გ, 2-4 წელი-1გ, 5-6 წელი-1-1.5გ, 7-9 წელი-1.5-2გ, 10-14 წელი-2-3გ; მიღების რაოდენობა -2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი ეფექტები

ყაზბობა, კუჭ-ნაწლავის ტარქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის ზედა არეში.

ზედოზირება

სიმპტომები: ჰიპერკალციემიის განვითარება

მკურნალობა: კალციტონინი, ინტრავენურად გაანგარიშებით 5-10IU/კგ/დღე-ღამეში (პრეპარატი იხსნება 500მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარიში, წვეთოვანით შეყვანა, 6 საათის განმავლობაში)

ურთიერთქმდება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ეთანოლთან, კარბონატებთან, სალიცილატებთან, სულფატებთან (წარმოქმნის უხსნად ან ძნელად ხსნად Ca2+-ის მარილებს).

პრეპარატი წარმოქმნის უხსნად კომპლექსებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას (ამცირებს ანტიბაქტერიულ ეფექტს).

ქინიდინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პარკუჭშიდა გამტარებლობის შენელება და ქინიდინის ტოქსიურობის მომატება.

პრეპარატი ამცირებს ტეტრაციკლინების, დიგოქსინის, რკინის პერორალური პრეპარატების (ინტერვალი მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი) აბსორბციას. პრეპარატის კომბინაციისას თიაზიდურ დიურეტიკებთან შესაძლებელია მოიმატოს ჰიპერკალციემიამ, შემცირდეს კალციტონინის ეფექტი ჰიპერკალციემიის დროს, დაქვეითდეს ფენიტონინის ბიოხელმისაწვდომობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის დანიშვნა საჭიროა სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აქვთ უმნიშვნელო ჰიპერკალციურია, გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება ან ნეფროლითიაზი ანამნეზში და საჭიროა Ca2+-ის კონცენტრაციის კონტროლი შარდში.

ნეფროლითიაზის განვთარების რისკის შესამცირებლად რეკომენდირებულია უხვი ოდენობით წყლის მიღება.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები 500მგ.

10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედულ შეფუთვაში.

კონტურული არაუჯრედული შეფუთვები შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Calcium gluconate - კალცი გლუკონატი 500მგ 10 ტაბლეტი
  • სახელი: Calcium gluconate - კალცი გლუკონატი 500მგ 10 ტაბლეტი
PSP 0.41 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა