გალიუმ-ჰეელი - Galium-Heel
გალიუმ-ჰეელი - Galium-Heel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა : საინექციო ხსნარი 1.1 მლ. ამპულაში.
შემადგენლობა: 1.1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Galium aparine D3, Galium mollugo D3 – შესაბამისად 0,44 მგ; Sedum acre D3, Sempervivum tectorum spp.tectorum D4, Clematis recta D4, Thuja occidentalis D3, Caltha palustris D3, Ononis spinosa D4, Juniperus communis D4, Hedera helix D4, Betula alba D2, Echinacea D5, Calcium fluoratum D8, Phosphorus D8, Aurum metallicum D10, Argentum metallicum D8, Apis mellifica D12, Acidum nitricum D6, Urtica urens D3 – შესაბამისად 0,55 მგ; ასევე ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
ჩვენება: არასპეციფიკური დაცვითი მექანიზმის გააქტივება. პრეპარატი გამოიყენება იმ ქრონიკულ დაავადებათა კომპლექსურ თერაპიაში, როგორიცაა: ბრონქიტი, ქრონიკული სინუსიტი, ბრონქული ასთმა, ასევე ნეიროდერმიტი, ეკზემა და ა.შ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი : ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის – 1 ამპ. (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, სეგმენტურად (ბიოპუნქტურული მეთოდით), აკუპუნქტურულ წერტილებში (ჰომეოსინიატრია). პარენტერალური მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია “დასალევი ამპულების,, სახით. მოზარდებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 5, 10, 50 ან 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Galium-Heel - გალიუმ-ჰეელი 5 ამპულა
  • სახელი: Galium-Heel - გალიუმ-ჰეელი 5 ამპულა
PSP 12.25 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა