ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
აციკლოვირი სლავია 50 მგ/გ კრემი
ინფორმაცია მომხმარებლისთვის
აციკლოვირი სლავია მიეკუთვნება ჯგუფს: ადგილობრივი გამოყენების ქიმიოთერაპიული საშუალებები, ანტივირუსული პრეპარატები.
აციკლოვირი სლავია გამოიყენება ჰერპესული წყლულების და კანის სხვა ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით. არ გამოიყენება თვალებში, პირში, ცხვირსა და საშოში.
არ გამოიყენოთ აციკლოვირი სლავია:
- თუ ხართალერგიული აციკლოვირის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (იხ. პუნქტი 6) მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ზოგიერთი პირების მიერ არ უნდა მოხდეს აციკლოვირი სლავიას გამოყენება. აციკლოვირი სლავიას გამოყენებამდე უნდა დადგინდეს შემდეგი მდგომარეობები:
- ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებას:
- გქონიათ თუ არა ალერგიული რეაქცია აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენ გლიკოლის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
რომელიმე ამ მდგომარეობის დადგენისას, ან თუ არ ხართ დარწმუნებული და არასოდეს გისაუბრიათ ექიმთან, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და გაესაუბრეთ ექიმს, თუ:
- გაქვთ მდგომარეობა, როდესაც თქვენი იმუნური სისტემა არასათანადოდ მუშაობს, მაგ. თუ გაქვთ აივ ან თუ ჩატარებული გაქვთ ზურგის ტვინის გადანერგვა ან იტარებთ კიბოს მკურნალობას. ამ შემთხვევაში კანის ინფექცია შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე სხვა პირებისთვის;
- დარწმუნებული არ ხართ, გაქვთ თუ არა ჰერპესი;
- გაქვთ ჰერპესი, რომელიც ძალიან სერიოზულია;
- ჰერპესი, რომლითაც ხართ დაავადებული, სრულად არ განიკურნა 10 დღის შემდეგ ან გაუარესდა.
არ გამოიყენოთ აციკლოვირი სლავია:
- ჰერპესის გარდა კანის სხვა ინფექციების დროს;
- გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ;
- პირის ღრუში (მაგ. პირის ღრუს წყლულების დროს), ცხვირში ან საშოში.
აცნობეთ ექიმს ყოველ ჯერზე, როცა ჰერპესული წყლულები გამოჩნდება. არ იმკურნალოთ აციკლოვირი სლავიათი, თუ ამას თქვენი ექიმი არ გირჩევთ.
აციკლოვირი სლავია და სხვა მედიკამენტები
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით, მაშინაც კი, თუ არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა წამლებთან.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რაიმე მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა
არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აციკლოვირი გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
აციკლოვირი სლავია შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ცეტოსტეარილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები კანზე (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
3. აციკლოვირი სლავიას გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ აციკლოვირი სლავია ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
ყოველთვის დაიბანეთ ხელები კრემის გამოყენებამდე და მის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გაუარესება ან გავრცელება.
აციკლოვირი სლავია საუკეთესოდ მოქმედებს, როდესაც გამოიყენება დაავადების პირველივე ნიშნებიდან (წვა ან ქავილი); რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება, რაც შეიძლება მალე. თუ პირველად არის მარტივი ჰერპესის ვირუსის ინფექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენეთ კრემი. თუ ხშირად გაწუხებთ ჰერპესი, კრემის გამოყენება დაიწყეთ როგორც კი იგრძნობთ მის გაჩენას. ისინი ვლინდება ჩხვლეტას, ქავილის ან ძლიერი ტკივილების სახით.
წაისვით კრემის თხელი ფენა დაზიანებულ ადგილზე ყოველ 3-4 საათში დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს მაქსიმუმ 5-ჯერ დღეში.
თუმცა შეიძლება კრემის გამოყენება ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ დარწმუნებული არ ხართ, როგორ გამოიყენოთ კრემი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენეთ აციკლოვირი სლავია 4 დღის განმავლობაში. თუ ჰერპესული წყლულები სრულად არ შეხორცდა 4 დღის შემდეგ გამოიყენეთ კრემი მთლიანობაში 10 დღემდე. თუ წყლულები 10 დღის შემდეგ არ შეხორცდა, შეწყვიტეთ კრემის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.
წაისვით იმდენი კრემი, რომ დაიფაროს დაზიანებული ადგილი, ბუშტუკების კიდეების ჩათვლით, თუ ისინი არსებობს.
თუ სიმპტომები გრძელდება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
არ გამოიყენოთ აციკლოვირი სლავია პირის ღრუში, ცხვირში ან საშოში. მას შეუძლია გააღიზიანოს ეს ადგილები.
თუმცა, აციკლოვირი სლავია ტოქსიკური არ არის გადაყლაპვის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ კრემი თვალის დონეზე. თუ კრემი თვალს მოხვდა, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით.
თუ წყლულები გამოჩნდება ან გაწუხებთ, აცნობეთ ექიმს.
არ შეურიოთ აციკლოვირი სლავია კანის სხვა ხსნარებს ან კრემებს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი აციკლოვირი სლავია
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ტუბის შიგთავსი, მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ აციკლოვირი სლავიას გამოყენება
თუ დაგავიწყდათ დოზის გამოყენება, გამოიყენეთ იგი როგორც კი გაგახსნედებათ. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, უბრალოდ გამოიყენეთ იგი. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ შეწყვეტთ აციკლოვირი სლავიას გამოყენებას
პირველ რიგში მიმართეთ ექიმს.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვით მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, აციკლოვირი სლავიამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი პირი შეიძლება იყოს ალერგიული/მგრძნობიარე აციკლოვირი სლავიას მიმართ. დაფიქსირებულია ალერგიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის განსაკუთრებით ტუჩების, სახის და/ან ქუთუთოების შეშუპება, კანის სიწითლე ან კანის მტკივნეული შეშუპება, ჭინჭრის ციება. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და არ გამოიყენოთ კრემი, სანამ ექიმი ან ფარმაცევტი არ გეტყვით.
აციკლოვირი სლავამ შეიძლება გამოიწვიოს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება პირველად გამოყენებისას. ზოგიერთმა შეიძლება იგრძნოს, რომ მათი კანი მშრალი ან ძალიან რბილია, შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება ან შეამჩნიოს კანის სიწითლე. თუ რომელიმე ეს რეაქცია გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ რეპორტინგის ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის დეტალები გამოქვეყნებულია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე http://www.anm.ro.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. აციკლოვირი სლავის შენახვის წესი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აციკლოვირი სლავია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP. ვარგისობის აღნიშნავს ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 250C, ორიგინალ შეფუთვაში.
პირველი გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული 6 კვირის განმავლობაში.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
აციკლოვირი სლავიას შემცველობა
აქტიური ნივთიერება არის მიკრონიზებული აციკლოვირი. კრემის ერთი გრამი შეიცავს 50 მგ მიკრონიზებულ აციკლოვირს.
სხვა ინგრედიენტებია: ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი A ტიპის ემულგაციური, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
აციკლოვირი სლავიას გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
აციკლოვირი სლავია არის ნახევრად მყარი, ონკტუოზური და ერთგვაროვანი თეთრი ფერის მასა.
იგი ხელმისაწვდომია ორი სახეობის:
- კოლოფში ალუმინის ტუბი (Al), დალუქული ალუმინის ფირფიტით, დახურული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით (HDPE), რომელიც აღჭურვილია მემბრანის პერფორაციის სისტემით; ტუბი შეიცავს 15 გ კრემს.
- კოლოფში ალუმინის ტუბი (Al), აღჭურვილი ინჟექტორის ტიპის აპლიკატორით, დალუქული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით (HDPE), ტუბი შეიცავს 5 გ კრემს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
S.C. Slavia Pharm S.R.L
B-dul Theodor Pallady nr. 44C,032266,
ბუქარესტი, რუმინეთი.
მწარმოებელი
S.C. Slavia Pharm S.R.L
B-dul Theodor Pallady nr. 44C,032266,
ბუქარესტი, რუმინეთი.
დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია რუმინეთიდან მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული ასოციაციის ვებსაიტზე http://www.anm.ro
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
6.95 ლ | ||
|
4.02 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა