ბლოკიუმ B12 - Blockium B12
ბლოკიუმ B12 - Blockium B12

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბლოკიუმ B12 IM

5 ამპულა


ბლოკიუმიB12 IM-ის დახასიათება და****გამოყენება

ბლოკიუმი B12 IM-ს აქტიური ინგრედიენტებია დიკლოფენაკი****ნატრიუმი – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებება (ასას), ბეტამეტაზონი – კორტიკოიდი და ჰიდროქსოკობალამინი (B12 ვიტამინი).

ბლოკიუმი B12 IM ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებელი და ნერვების რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მწვავე მდგომარეობების სამკურნალოდ (ძვლების, სახსრებისა და კუნთების), როგორიცაა წელის ტკივილი (ზურგის ტკივილი), ლუმბოიშიალგია, და ქრონიკული რევმატიული დარღვევების გაუარესების ეპიზოდები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი (ართროზი), მაანკილოზებელი სპონდილიტი (ართრიტის ფორმა, რომელიც აზიანებს ხერხემლის სახსრებს) და პოდაგრა.

უკუჩვენება

მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც შეამსუბუქებს / გააკონტროლებს ტკივილს, და არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი უფრო მეტი დროით, ვიდრე საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის.

ბლოკიუმიB12 IMარგამოიყენება შემდეფ შემთხვევებში:

– ალერგია / ჰიპერსენსიტიურობა დიკლოფენაკის, ბეტამეტაზონის და სხვა კორტიკოსტეროიდების მიმართ, ვიტამინი B12 ან ამ პროდუქტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

– ალერგია ასპირინის ან სხვა მსგავსი ანალგეტიკების მიმართ. რეაქციები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, ჭინჭრის ციებას, ცხვირის გაჭედვას ან სახის შეშუპებას.

– თუ გქონდათ სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია;

– თუ გაწუხებთ თირკმლის ან ღვიძლის სერიოზული დაავადება, ასთმა, დარღვევები სისხლდენით, ღვიძლის პორფირია ან გულის მძიმე უკმარისობა;

– თუ ხართ ორსულად;

– თუ გაქვთ დარღვევები სისხლდენით;

– თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ანამნეზში ინსულტი ან განიცდით ამ მდგომარეობებს (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი სისხლის წნევა ან მაღალი ქოლესტერინი, დიაბეტი ან ხართ მწეველი);

– თუ გაქვთ ინფექციები, განსაკუთრებით სისტემური სოკოვანი ინფექციები (სოკოებით გაამოწვეული), ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით ჰერპესი, ჩუტყვავილა ან წითელა, ტუბერკულოზი ან დადებითი რეაქცია ტუბერკულოზზე (მანტუს რეაქცია), სტრონგილოიდებით (სტრონგილოიდოზი) ინვაზია, ან თუ ახლახანს ჩაგიტარდათ ვაქცინაცია;

– თუ გაქვთ წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი, ბოლოდროინდელი ნაწლავის ანასტომოზი, მიასთენია გრავის, ოსტეოპოროზი, დიაბეტი, გლაუკომა (თვალის წნევა) ან გლაუკომა ოჯახურ ანამნეზში, კორტიკოსტეროიდებით ან ეპილეფსიით გამოწვეული მიოპათია ანამნეზში;

– თუ გაწუხებთ ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზური ტენდენციები.

ბლოკიუმიB12 IM–მიმართგანსაკუთრებულისიფრთხილეასაჭირო

ბლოკიუმი B12 IMარ შეიძლება იყოს ინტრავენურად შეყვანილი.

ბლოკიუმი B12 IM, ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შემცველი ყველა პრეპარატი, გამოყენებული უნდა იქნას, რაც შეიძლება დაბალი ეფექტური დოზით და რაც შეიძლება მოკლე დროით სიმპტომების კონტროლისთვის.

კორტიკოიდით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს უეცრად, არამედ დოზის თანდათანობით შემცირებით.

ბლოკიუმი B12 IM-ით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ზოგიერთი ნიშანი (მაგალითად, ცხელება). კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ რეზისტენტობის და მისი ლოკალიზების უნარის შემცირება.

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, არ უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია ნევროლოგიური გართულებების და იმუნური პასუხის შემცირების გამო.

წითელას და ჩუტყვავილას შეიძლება ჰქონდეთ უფრო მძიმე შედეგები, ფატალურიც კი, იმ ადამიანებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ანალოგიურად, კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ან საეჭვო პარაზიტული ინვაზია სტრონგილოიდებით. უნდა ერიდოთ ბლოკიუმი B12 IM-ს აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში. ლატენტური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში გამოყენება ან PPD-ზე დადებითი რეაქცია მოითხოვს ყურადღებით დაკვირვებას, რადგან შეიძლება მოხდეს დაავადების რეაქტივაცია.

არსებობს ინფორმაცია სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობაზე, გულის რითმის დარღვევის რისკით, ჰიდროქსოკობალამინით მკურნალობის დაწყებისას. ამიტომ შრატში კალიუმის კონცენტრაცია უნდა გაკონტროლდეს. მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ განიცდით გულისრევას, დაღლილობას ან გრიპის მსგავსი სიმპტომებს, კანისა და თვალების გაყვითლებას ან ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემა, რომელიც ასოცირდება ან არ ასოცირდება პრეპარატის მიღებასთან. დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ან მუდმივი მუცლის ტკივილი ან შავი განავალი ან სისხლიანი ღებინება.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, როგორიცაა დიკლოფენაკი, შეიძლება ასოცირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ გადააჭარბოთ მკურნალობის რეკომენდებულ დოზას ან ხანგრძლივობას. ასევე, ამ ტიპის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით გულის უკმარისობის ან მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში. ბლოკიუმი B12 IM არ უნდა იქნას გამოყენებული კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაციის პოსტოპერაციულ პერიოდში.

სხვაპრეპარატებისერთდროულად****მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, არარეცეპტურული პრეპარატების ჩათვლით.

გარკვეული პრეპარატები შეიძლება ურთიერთქმედებდეს ბლოკიუმი B12 IM-თან; ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან რომელიმე მათგანით მკურნალობის შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იღებთ ბოლო დროს იღებდით რომელიმე შემდეგ პრეპარატებს:

• ასპირინი ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები;

• ანტიკოაგულანტები;

• დიგოქსინი;

• მეტოტრექსატი;

• ციკლოსპორინი;

• ლითიუმი;

• შარდმდენები;

• ანტიდიაბეტური პრეპარატები;

• სისხლის წნევის სამკურნალო საშუალებები;

• რიფამპინი ან რიფაბუტინი;

• კარბამაზეპინი;

• ფენიტოინი;

• პრიმიდონი;

• ფენობარბიტონი;

• ამინოგლუტეტიმიდი;

• ეფედრინი.

ორსულობადალაქტაცია

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ ექიმი არ მიიჩნევს ამას აშკარა უცილებლად. ბლოკიუმი B12 IM არ შეიძლება იქნას გამოყენებული ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული ცვლილებები ნაყოფში, ნაყოფის პოტენციური სიკვდილით.

ბლოკიუმი B12 IM-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ კვებავთ ძუძუთი.

ავტომობილებისმართვადამექანიზმეისგამოყენება

ნორმალური დოზებით ბლოკიუმი B12 IM გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ განიცდით ძილიანობას, ვერტიგოს, თავბრუსხვევას ან მხედველობის დაქვეითებას, მოერიდეთ მანქანების მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.

ბლოკიუმიB12 IM-ისგამოყენების წესი

ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული გამოყენების ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ ბლოკიუმი B12 IM ექიმის მიერ მითითებულზე უფრო მაღალი დოზებით.

გამოიყენეთ დღეში ერთი ან ორი ამპულა, მხოლოდ კუნთებშიდა ღრმა ინექციის გზით, (მაგ. დუნდულოს მიდამოს ზედა-გარე კვადრანტში), ნელა.

მაქსიმალური დოზაა 2 ამპულა დღეში.

ბლოკიუმი B12 IM-ის გამოყენება 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ახალი სამედიცინო ჩვენების გარეშე არ არის რეკომენდებული.

ბლოკიუმი B12 IM-ის გამოყენება 12 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

მნიშვნელოვანია ბლოკიუმი B12 IM-ის სათანადო გამოყენება.

თუგამოიყენეთბლოკიუმიB12 IM-თქვენთვისსაჭირო ზედმეტდოზები

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ ცენტრებს.

თუდაგავიწყდათბლოკიუმიB12 IM-ის****მიღება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის. თუ გამოტოვეთ დოზა, გამოიყენეთ ის, რაც შეიძლება მალე, თუ თითქმის არ არის მოსული მომდევნოს დრო; შემდეგ დაუბრუნდით რეგულარულ ინსტრუქციას. თუ დაგავიწყდათ რამდენიმე დოზა, შეამოწმეთ თქვენს ექიმთან.

არა სასურველი**(უარყოფითი)**ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ბლოკიუმი B12 IM-მ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ზოგიერთ ადამიანში.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი მიზეზობრივად უკავშირდება ერთსა და იმავეს.

დიკლოფენაკი

ნამკურნალევშემთხვევათა1% -ზემეტიინციდენტურობა.სავარაუდომიზეზობრივიკავშირი.

ზოგადი** :** მუცლის ტკივილი ან სპაზმები, თავის ტკივილი, სითხის შეკავება, მუცლის შებერილობა.

საჭმლის** მომნელებელი**** სისტემა**** :****** დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღვიძლის ლაბორატორიული ტესტების ცვლილება, პეპტიკური წყლული სისხლდენით ან პერფორაციით ან მათ გარეშე, ან სისხლდენა წყლულის გარეშე.

ნერვული** სისტემა**** :** თავბრუსხვევა.

კანი** და**** დანამატები**** :** გამონაყარი, ქავილი.

განსაკუთრებული** გრძნობები**** :** ტინიტუსი.

ინციდენტურობა**(ნამკურნალევშემთხვევათა1%-ზენაკლები):** ზოგადი დისკომფორტი, ალერგიული ტიპის რეაქციები, ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ღებინება, სიყვითლე, მელენა, აფთოზური სტომატიტი, პირის ღრუს და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, სისხლიანი დიარეა, ჰეპატიტი, პანკრეატიტი თანმხლები ჰეპატიტით ან მის გარეშე, ჰემოგლობინის დაქვეითება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პურპურა, შარდოვანის მაღალი დონე, უძილობა, დეპრესია, დაღლილობა, მხედველობის გაორმაგება, შფოთვა, გაღიზიანება, ეპისტაქსისი, ასთმა, ხორხის შეშუპება, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ეგზემა, დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, მხედველობის დაბინდვა, გემოვნების შეცვლა, სმენის შექცევადი დაკარგვა, სკოტომები, პროტეინურია.

ბეტამეტაზონი

რეკომენდებული დოზებით და ხანმოკლე დროით (არა უმეტეს ორი კვირა) გამოყენებისას ბეტამეტაზონი ზოგადად კარგად გადაიტანება. მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობის დროს ხშირად ვლინდება შემდეგი არასასურველი ეფექტები:

წყალმარილოვანი** დარღვევები**** :** ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა მგრძნობიარე პაციენტებში, კალიუმის დაქვეითება, ჰიპერტენზია.

ჩონჩხ** -კუნთოვანი სისტემა**** :** კუნთების სისუსტე, კუნთოვანი მასის დაკარგვა, ოსტეოპოროზი. ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები. მხრისა და ბარძაყის თავის ასეპტიკური ნეკროზი, გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები.

კუჭ** -****ნაწლავი** : თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული პერფორაციით ან სისხლდენით ან მათ გარეშე, პანკრეატიტი, მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი.

დერმატოლოგიური** :** ჭრილობების შეხორცების ცვლილებები, თხელი და მყიფე კანი, ექიმოზები და პეტექიები, სახის ერითემა. მომატებული ოფლიანობა, შეიძლება უარყოფითი გახადოს კანის რეაქციული ტესტები.

ნევროლოგიური** :** კრუნჩხვები, ინტრაკრანიალური წნევის მომატება პაპილარული შეშუპებით, ვერტიგო, თავის ტკივილი.

ენდოკრინული** :** არარრეგლარული მენსტრუალური ციკლი, კუშინგის სინდრომი, ბავშვებში ზრდის შეჩერება, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის პასუხის დაქვეითება, განსაკუთრებით სტრესული სიტუაციების დროს (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა და ა.შ.), ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ინსულინზე ან პერორალური ჰიპოგლიკემიურ საშუალებებზე მოთხოვნილების გაზრდა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ან სუბკლინიკური შაქრიანი დიაბეტის დაწყება.

ოფთალმოლოგიური** :** კატარაქტები (უკანა ქვეკაფსულა), თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფთალმი (გადმოკარკლული თვალები).

მეტაბოლური** :** ცილის კატაბოლიზმი (ცილის დაშლა).

პარენტერალური გამოყენებისას დამატებით აღინიშნა: ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, სტერილური აბსცესები.

ჰიდროქსოკობალამინი

ინექციის შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები.

ადგილობრივირეაქციებიკუნთებშიინექციებისდროს

პრეპარატების კუნთებში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები გამოყენების ადგილზე, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გამოყენებულ პრეპარატთან, გამოყენების ტექნიკასთან და / ან პაციენტის ინდივიდუალურ ფაქტორებთან. აღწერილია ადგილობრივი არასასურველი ეფექტები გამოყენების ადგილზე, როგორიცაა ტკივილი ინექციის შემდეგ, ინდურაცია და გამონაკლის შემთხვევებში აბსცესი და ნეკროზი. თუ შეამჩნევთ სიწითლეს, გამკვრივებას ან ტკივილს გამოყენების ადგილზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს.

ბლოკიუმიB12 IM-ის შენახვის წესი

ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების****ფორმა

კოლოფები 3 და 5 ამპულით.

გაცემის****რეჟიმი

ფარმაცევტულიპროდუქტის **ჯგუფი-** II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბლოკიუმ B12 IM 3მლ #5ა
  • სახელი: ბლოკიუმ B12 IM 3მლ #5ა
Aversi 64.92 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა