სანლაიფი D3 - Sunlife D3
სანლაიფი D3 - Sunlife D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სანლაიფიD31000****სე

მინი ტაბლეტები

საკვები****დანამატი

მნიშვნელოვანიაიმუნურისისტემის**,კუნთოვანიქსოვილებისდაძვლებისთვის**


შემადგენლობა**:****** 1 ტაბლეტი შეიცავს 1000 სე (25 მკგ) D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები.

ძვლოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.

D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. იგი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. D3 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს.

D3 ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს ორასამდე გენის ფუნქციას, აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის. მისი ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია, დეპრესია, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ოსტეოპოროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება.

ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D3 ვიტამინად გარდაქმნის უნარს. ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება

მიღებისწესიდადოზირებისრეჟიმი

მიიღება წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით, სადილის დროს. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. დოზირება შესაძლებელია შეიცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება**:** მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

აფთიაქიდანგაცემისწესი : გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის****წესი : ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას, 30°C ტემპერატურამდე პირობებში.

გამოშვებისფორმა: 60 ტაბლეტი შეფუთვაში.

დისტრიბუტორი

ეს კა იმპექსი, საქართველო , თბილისი -წყნეთის ქ. 2ა 0179

წარმოებულია გერმანიაში

SUNLIFE® Produktions- und Vertriebsgesellschaft mbH

D – 33161 Hövelhof

www.sunlife-vitamine.de

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სანლაიფი D3 1000სე #60ტ
  • სახელი: სანლაიფი D3 1000სე #60ტ
Aversi 27.35 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა