ოდეემ - Odeem
ოდეემ - Odeem

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ოდეემითვალისწვეთი10მლ****ფლ

მწარმოებელი: Horus Pharma

ODM 5® რეკომენდებულია რქოვანას შეშუპებისას,რომელიც გამოწვეულია რქოვანას დისტროფიებით,ან პოსტტრავმული და ქირურგიული ჩარევის შემდგომი შეშუპების დროს. რქოვანას შეშუპება ხასიათდება მასში ჭარბი სითხის დაგროვებით
ოდეემი

ODM

ჰიპერსმოლური ხსნარი თვალისთვის, კონსერვანტების გარეშე

აღწერა**:** 10 მლ -იანი ბოთლი მრავალჯერადი გამოყენებისთვის, კონსერვანტების გარეშე.

შემადგენლობა : ნატრიუმის ქლორიდი 5% (sodium chloride) , ნატრიუმის ჰიალურონატი 0.15 % (sodium hyaluronate).

დამხმარეინგრედიენტები: გაწმენდილი წყალი, ტრინატრიუმ ციტრატის დეჰიდრატი,ლიმონჟავას მონოჰიდრატი,ჰიდროქსილპროპილმეთილცელულოზა .

ODM 5 ® შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს . აღნიშნული კომპონენტი ბუნებრივად გვხვდება თვალში და ასრულებს ლუბრიკანტის როლს რაც იცავს თვალის რქოვანას.

როდისუნდაგამოვიყენოთODM 5 ®?

ODM 5 ® რეკომენდებულია რქოვანას შეშუპებისას,რომელიც გამოწვეულია რქოვანას დისტროფიებით,ან პოსტტრავმული და ქირურგიული ჩარევის შემდგომი შეშუპების დროს . რქოვანას შეშუპება ხასიათდება მასში ჭარბი სითხის დაგროვებით .

ODM 5 ® ჰიპერტონული ხსნარი, რომელიც ოსმოსური ზემოქმედებით გამოდევნის ჭარბ სითხეს რქოვანადან ,რაც ხანმოკლე პერიოდით აბრუნებს რქოვანას ჰიდრაციის ნორმალურ მდგომარეობაში. აღნიშნული გზით **ODM 5 ® **აუმჯობესებს თქვენი მხედველობის ხარისხს.

როგორუნდ აგამოვიყენოთODM 5 ®?

პროდუქტის ჩაწვეთებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელი, ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი 4 -ჯერ დღეში,თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ჩაიწვეთეთ წვეთ(ებ)ი ქვედა კონიუქტივალურ პარკში, აიხედეთ ზემოთ და ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო. ჩაწვეთების შემდეგ დახუჭეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში. ბოთლის წვერი არ შეახოთ თვალის გარსს ან ქუთუთოს.გამოყენების შემდეგ თვალის გამოვლება არ არის საჭირო . გამოიყენება თვალში ჩასაწვეთებლად.

1. პირველი გამოყენების შემთხვევაში შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა ლუქი და შემდეგ დაატრიალეთ თავსახური.

  • მოხსენით დამცავი თავსახური ზემოთ აქაჩვის გზით.
  • ჩაიწვეთეთ 1- ან 2 წვეთი თვალში.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეამოწმეთ ,რომ წვერზე არ იყოს დარჩენილი წვეთები; წვეთების შემჩნევის შემთხვევაში , დაფერთხეთ თავსახური მაჯის სწრაფი მოძრაობით.

გაფრთხილება**:****** არ გადაყლაპოთ.

თუ ბოთლი დაზიანებულია არ გამოიყენოთ (დაბინძურების რისკი ). არ გამოიყენოთ ბოთლზე მითითებული გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ . გამოიყენეთ გახსნიდან 3 თვის ვადაში (დაბინძურების რისკი და პრეპარატის მოქმედების დაკარგვა ).

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (+ 2 - +25°C). ყოველი გამოყენების შემდეგ ფრთხილად დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეამოწმეთ, რომ წვერზე არ იყოს დარჩენილი წვეთები (დაბინძურების რისკი ). არ შეახოთ ხელი, თვალი ან ქუთუთო ბოთლის წვერს (დაბინძურების რისკი). არ გაამშრალოთ ბოთლის წვერი ხელით ან არასტერილური ქსოვილით (მიკრობებით დაბინძურების რისკი).

თუ ექიმმა დაგინიშნათ თვალის სხვა წვეთები, დაიცავით 15 წუთიანი ინტერვალები ჩაწვეთებებს შორის . შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

უკუჩვენებები**:****** ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. კონტაქტური ლინზების მომხმარებელი (**ODM 5 ® **არ არის თავსებადი კონტაქტურ ლინზებთან ).

არასასურველიმოვლენები:**** ზოგჯერ შესაძლოა თავი იჩინოს გარდამავალმა დარღვევებმა , როგორიც გახლავთ მცირე წვის შეგრძნება და ჩაწვეთებისას მხედველობის მომენტალური დაბინდვა . ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში , რაც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს .

მწარმოებელი : Horus pharma, Saint-Laurent du Var – FRANCE, საფრანგეთი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ოდეემ 5 10მლ თვ/წვეთი
  • სახელი: ოდეემ 5 10მლ თვ/წვეთი
Aversi 31.01 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა