პოტასიუმ-იუ - Potassium-U
პოტასიუმ-იუ - Potassium-U

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პოტასიუმ-იუ

თვალის წვეთები****

შემადგენლობა

ნატრიუმის ქლორიდი 2მგ/მლ, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის თიოსულფატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

გამოყენების ჩვენება

პოტასიუმ-იუ წარმოადგენს საირიგაციო იზოტონურ ხსნარს თვალშიგა გამოყენებისათვის, რომელიც ასევე შეიცავს კალიუმის იოდიდს.

კალიუმის იოდიდი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს. ამ თვისების გამო იგი გამოიყენება თვალში ექსუდაციის და სისხლჩაქცევების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც თვალის მარტივი დამატენიანებელი და ქუთუთოებისათვის კომპრესის მოსამზადებლად.

პოტასიუმ-იუ ასევე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება სხვადასხვა რეზორბციული პროცესების (განსაკუთრებით ექსუდატების, სისხლჩაქცევის და სხვადასხვა ეტიოლოგიის კატარაქტას) დროს.

უკონსერვანტო პოტასიუმ-იუს გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.

პოტასიუმ-იუ არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ იდეალური პროდუქტია მგრძნობიარე თვალების მქონე ადამიანებისათვის.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ პოტასიუმ-იუ მის შემადგენელ კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში (იხილეთ შემადგენლობაში).

უკონსერვანტო პოტასიუმ-იუს თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

- ორსულობა და ლაქტაცია;

- სახის კანის ქრონიკული პიოდერმია;

- ჰემორაგიული დიათეზები;

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები;

- ახალშობილები;

სხვა წვეთების გამოყენების შემთხვევაში, ჩაწვეთებებს შორის სასურველია მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პოტასიუმ-იუ-ს ეფექტებმა შეიძლება ხელი შეუშალოს იმავდროულად გამოყენებულ სხვა პროდუქტების ეფექტებს. ამიტომ, ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული რეცეპტით ან მის გარეშე ყველა პროდუქტის შესახებ, რომელსაც ოფთალმოლოგიური გამოყენების მიზნით იღებთ, იღებდით ან გეგმავთ მიღებას.

დოზირება და გამოყენების წესი

ზუსტ დოზას და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ჩვეულებრივი დოზირებაა 1-2 წვეთი 2-4-ჯერ დღეში.

კონტაქტურილინზებისმატარებლები

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნათ პრეპარატის გამოყენებამდე და ჩაისვათ ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.

გამოყენების ინსტრუქცია

1. დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.

2. მოხსენით ბოთლის თავსახური.

3. დაიჭირეთ ბოთლი ცერასა და სხვა თითებს შორის.

4. პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პირველი წვეთის გადაღვრა ბოთლზე ნაზად დაჭერით, რადგან ბოთლის ძლიერი და არარეგულარული შეკუმშვისას ხსნარი შეიძლება უფრო დიდი მოცულობით გადმოიღვაროს.

5. თითით ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო.

6. საწვეთურის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს, მაგრამ ისე, რომ არ შეეხოს თვალს ან თვალის მიმდებარე უბნებს.

7. ნაზად მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ 1 წვეთი მოხვდეს თვალში. შემდეგ ნელა დახუჭეთ თვალი, რომ პრეპარატი თანაბრად განაწილდეს თვალის ზედაპირზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბოთლზე მოჭერასა და წვეთის გადმოსვლას შორის შესაძლოა მოგიწიოთ რამდენიმე წამის განმავლობაში ლოდინი. მიუხედავად ამისა, ბოთლს არ უნდა მოუჭიროთ ხელი ძალიან ძლიერად.

8. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალისთვის.

9. გამოყენების შემდეგ ბოთლი ერთხელ უნდა შეანჯღრიოთ ქვედა მიმართულებით, საწვეთურის წვერზე შეხების გარეშე. ეს აუცილებელია თვალის წვეთების სტერილობის უზრუნველსაყოფად და შემდგომი გამოყენებისას წვეთის უფრო ადვილად მიწოდებისათვის.

10. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ მჭიდროდ დახურეთ ბოთლის თავსახური.

გვერდითი****მოვლენები

პოტასიუმ-იუ ჩვეულებრივ ძალიან კარგად გადაიტანება.

ჩაწვეთებისთანავე შეიძლება აღინიშნოს მომენტალური მსუბუქი წვა და ჩხვლეტის შეგრძნება.

შესაძლებელია აღინიშნოს მხედველობის მოკლეხნიანი დაბინდვა, რაც ართულებს ავტომობილის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას. ამიტომ რეკომენდებულია ამ აქტივობების შესრულება პროდუქტის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

უკონტროლო ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ (გადაჭარბებული დოზით) მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ე.წ. „იოდიზმი“. იგი ვლინდება კონიუნქტივის გაღიზიანებითა და სიწითლით, ცრემლის გაზრდილი სეკრეციით, საბოლოოდ თვალის ქუთუთოების და საცრემლე ჯირკვლის შეშუპებით; კანზე შეიძლება განვითარდეს ერითემა, აკნე, დერმატიტი და პურპურა.

თუ რომელიმე ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენა ან სხვა უჩვეულო რეაქცია განვითარდა, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შენახვის წესი

შეინახეთ 25°C ქვემოთ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში/არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. მოქმედების ვადად განსაზღვრულია აღნიშნული თვის ბოლო დღე.

უკონსერვანტო პოტასიუმ-იუ არ გამოიყენოთ ბოთლის პირველი გახსნიდან 12 კვირის შემდეგ.

შეფუთვა

ფლაკონი10 მლ.

მწარმოებელი

იუნიმედ ფარმა სპოლ. ს.რ.ო., ორიესკოვა 11, 821 05 ბრატისლავა, სლოვაკეთის რესპუბლიკა.

ტელ: +421 2 4333 3786

ფაქსი: +421 2 4363 8743

e-mail: [email protected]

www.unimedpharma.eu

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

პოტასიუმ-იუ

თვალის წვეთები

ხსნარი, კონსერვანტების გარეშე

1. რა არის უკონსერვანტო პოტასიუმ-იუ და რისთვის გამოიყენება

პოტასიუმ-იუ წარმოადგენს საირიგაციო, იზოტონურ ხსნარს თვალშიგა გამოყენებისათვის, რომელიც ასევე შეიცავს კალიუმის იოდიდს.

კალიუმის იოდიდი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს. ამ თვისებების გამო იგი გამოიყენება თვალში ექსუდაციის და სისხლჩაქცევების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც თვალის მარტივი დამატენიანებელი და ქუთუთოებისათვის კომპრესის მოსამზადებლად.

პოტასიუმ-იუ ასევე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება სხვადასხვა რეზორბციული პროცესების (განსაკუთრებით ექსუდატები, სისხლჩაქცევა და სხვადასხვა ეტიოლოგიის კატარაქტა) დროს.უკონსერვანტო პოტასიუმ-იუს გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.

პოტასიუმ- იუ არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ იდეალური პროდუქტია მგრძნობიარე თვალების მქონე ადამიანებისათვის.
2. რა უნდა იცოდეთ პოტასიუმ- უ-ს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პოტასიუმ-იუ მის შემადგენელ კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში (იხილეთ ნაწილი 6).

უკონსერვანტო პოტასიუმ-იუს თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

- ორსულობა და ლაქტაცია

- სახის კანის ქრონიკული პიოდერმია

- ჰემორაგიული დიათეზები

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

- ახალშობილები

სხვა წვეთების გამოყენების შემთხვევაში, ჩაწვეთებებს შორის სასურველია მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.

**3. უკონსერვანტო პოტასიუმ-იუს და სხვა პროდუქტების ურთიერთქმედება **

პოტასიუმ-უ -ს ეფექტებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ერთდროულად გამოყენებულ სხვა პროდუქტების ეფექტებს. ამიტომ, თქვენი ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული ყველა იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც იღებთ, იღებდით ან გეგმავთ მიღებას, რეცეპტით ან მის გარეშე ოფთალმოლოგიური გამოყენების მიზნით.

4. როგორ გამოვიყენოთ პოტასიუმ-იუ

ზუსტ დოზას და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ჩვეულებრივ, 1-2 წვეთი 2-4-ჯერ დღეში.

კონტაქტური ლინზების მტარებლები

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნათ ისინი პრეპარატის გამოყენებამდე და ჩაისვათ ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.

გამოყენების ინსტრუქცია

1. დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.

2. მოხსენით ბოთლის თავსახური.

3. დაიჭირეთ ბოთლი ცერასა და სხვა თითებს შორის.

4. პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პირველი წვეთის გადაღვრა ბოთლზე ნაზად დაჭერით, რადგან ბოთლის ძლიერი და არარეგულარული შეკუმშვისას ხსნარი შეიძლება უფრო დიდი მოცულობით გადმოიღვაროს.

5. თითით ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო.

6. საწვეთურის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს, მაგრამ ისე, რომ არ შეეხოს თვალს ან თვალის მიმდებარე უბნებს.

7. ნაზად მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ 1 წვეთი მოხვდეს თვალში. შემდეგ ნელა დახუჭეთ თვალი, რომ პრეპარატი თანაბრად განაწილდეს თვალის ზედაპირზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბოთლზე მოწერასა და წვეთის გადმოსვლას შორის შესაძლოა მოგიწიოთ რამდენიმე წამის განმავლობაში ლოდინი. მიუხედავად ამისა, ბოთლს არ უნდა მოუჭიროთ ხელი ძალიან ძლიერად.

8. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალისთვის.

9. გამოყენების შემდეგ ბოთლი ერთხელ უნდა შეანჯღრიოთ ქვედა მიმართულებით, საწვეთურის წვერზე შეხების გარეშე. ეს აუცილებელია თვალის წვეთების სტერილობის უზრუნველსაყოფად და შემდგომი გამოყენებისას წვეთის უფრო ადვილად მიწოდებისათვის.

10. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ მჭიდროდ დახურეთ ბოთლის თავსახური.

5. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები

პოტასიუმ- იუ ჩვეულებრივ ძალიან კარგად გადაიტანება.

ჩაწვეთებისთანავე შეიძლება აღინიშნოს მომენტალური მსუბუქი წვა და ჩხვლეტის შეგრძნება.

შესაძლებელია აღინიშნოს მხედველობის მოკლეხნიანი დაბინდვა, რაც ართულებს ავტომობილის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას. ამიტომ რეკომენდებულია ამ აქტივობების შესრულება პროდუქტის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

უკონტროლო ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ (გადაჭარბებული დოზით) მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ე.წ. „იოდიზმი“. იგი ვლინდება კონიუნქტივის გაღიზიანებითა და სიწითლით, ცრემლის გაზრდილი სეკრეციით, საბოლოოდ თვალის ქუთუთოების (კვინკეს შეშუპება) და საცრემლე ჯირკვლის შეშუპებით; კანზე შეიძლება განვითარდეს ერითემა, აკნე, დერმატიტი და პურპურა.

თუ რომელიმე ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენა ან სხვა უჩვეულო რეაქცია განვითარდა, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

6. რას შეიცავს უკონსერვანტო პოტასიუმ-იუ

ნატრიუმის ქლორიდი 2მგ/მლ, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის თიოსულფატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოდილი წყალი.

7. როგორ შევინახოთ უკონსერვანტო პოტასიუმ-იუ

შეინახეთ 250 ქვემოთ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში/არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. მოქმედების ვადად განსაზღვრულია აღნიშნული თვის ბოლო დღე.

უკონსერვანტო პოტასიუმ-იუ არ გამოიყენოთ ბოთლის პირველი გახსნიდან 12 კვირის შემდეგ.

შეფუთვის ზომა:

1X 10 მლ

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა