გვირილა - Gvirila
გვირილა - Gvirila

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

სამკურნალო-კოსმეტიკური მკვებავი მალამო “გვირილა”

შემადგენლობა : გვირილა, გულყვითელა, ფარსმანდუკი, ევკალიპტი, ზეითუნის ზეთი და თაფლის სანთელი.

ჩვენებები: მისი სისტემატური გამოყენება არბილებს სახის კანს, აღადგენს ელასტიურობას, ხელს უწყობს ნაოჭების გაქრობას. უზრუნველყოფს გაუწყლოებული კანის ინტენსიურ დატენიანებას. მალამო განკუთვნილია ნორმალური,კომბინირებული, მშრალი და ძალიან მშრალი ტიპის კანისთვის. მალამოს წასმა შეიძლება თვალების გარშემო და დამსკდარ ტუჩებზე ჰიგიენური პომადის ნაცვლად. სამკურნალო მცენარეების ანთების და მიკროსაწინააღმდეგო მოქმედებების გამო, მალამოს გამოყენება ეფექტურია სახეზე ჩირქოვანი და ალერგიული გამონაყარის დროს. მალამოს გამოყენება რეკომენდირებულია 12 წლის ასაკიდან.

მოხმარების წესი: მალამო უნდა წაისვათ საღამოს, დაბანილ ნესტიან სახეზე მცირე რაოდენობით და 2-3 წუთის განმავლობაში გაიკეთოთ მსუბუქი მასაჟი თითების წრიული მოძრაობით. რეკომენდირებულია, რომ მალამო შენარჩუნდეს სახეზე მთელი ღამის განმავლობაში.

შეფუთვა : 30 გრამიანი ალუმინის ტუბი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა : 2 წელი

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა მალამოს

შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა