სოლგარი სლიფ & სტრეს საფორთ - Solgar Sleep & Stress Support
სოლგარი სლიფ & სტრეს საფორთ - Solgar Sleep & Stress Support

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სლიფ & სტრეს საფორთი

2 მცენარეული კაფსულის შემადგენლობა:

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის HCl) – 2მგ

ვალერიანის (Veleriana officinalis) ფესვის ექსტრაქტი - 300მგ

L-თიანინი - 200მგ

პასიფლორა (ვნების ყვავილი) (Passiflora incarnata) – 80მგ

სვიის ექსტრაქტი (Humulus lupulus L.) - 30მგ

B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში. იგი ასევე ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას (20-40%-ით ზრდის მის აბსორბციას).

კატაბალახას ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული სედატიური, ტრანქვილიზური, სპაზმოლიზური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი და მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება. იგი აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას.

L-თიანინი ამინომჟავაა, რომლის მოპოვებაც ხორციელდება მწვანე ჩაის ფოთლებიდან და გარკვეული სახეობის სოკოებდან. იგი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ორგანიზმში ზრდის ორი უმნიშვნელოვანესი ტრანსმიტერის, დოფამინისა და გამა-ამინო- ბუტირის მჟავას დონეს. L-თიანინის მოქმედებით თავის ტვინში იზრდება ალფა ტალღების აქტივობა და შესაბამისად ორგანიზმი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს ამინომჟავა უზრუნველყოფს მენტალური ფუნქციის გაუმჯობესებას, აჩქარებს რეაქციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის კრეატიულ-შემოქმედებით უნარებს. ამავდროულად, იგი ამცირებს შფოთვას, უზრუნველყოფს სტრესის მოხსნას, რელაქსაციას, ამცირებს ჩაძინების პერიოდს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. L-თიანინი აღადგენს სიფხიზლის ციკლსაც, უზრუნველყოფს დილით სწრაფად და ენერგიულად გამოღვიძებას, ამცირებს თავბრუსხვევას. იგი ასევე ხასიათდება ვაზოდილატაციური მოქმედებით და აქვეითებს არტერიული წნევას.

პასიფლორას (ვნების ყვავილი) ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებსა და ფლავონოიდ ვიტექსინს. მას ახასიათებს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას. ვნების ყვავილი უზრუნველყოფს ძილის დარეგულირებას, გამოღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. პასიფლორა აგრეთვე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.

სვიის ექსტრაქტს ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება, უზრუნველყოფს სედაციურ და საძილე ეფექტს. იგი არეგულირებს ცნს-ის ფუნქციონირებას. სვია გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი და მასტიმულირებელი მოქმედებით.

ჩვენება:

ძილის დარღვევა
ვეგეტონევროზი, ანგიონევროზი
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება
მომატებული ნერვული აგზნებადობა
ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი, ემოციური დაძაბულობა
ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, შიში, თანმხლების დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით
ნერვული დაძაბულობით გამოწვეული შაკიკი და თავის ტკივილი (კომპლექსურ თერაპიაში)
კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით
„მენეჯერის სინდრომი“ (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობა)
** დამატებითი ინგრედიენტები:** მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, ნატურალური ბრინჯის ექსტრაქტის ნაზავი, ნატურალური ბრინჯის ქერქი.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება 2 მცენარეული კაფსულა დღეში, დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების ან მძიმე აღჭურვილობის მართვის უნარის შეფერხება. მიღება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე მოზარდებისათვის. შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 30 მცენარეული კაფსულა.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Solgar - სოლგარი სლიფ & სტრეს საფორთ 30 კაფსულა
  • სახელი: Solgar - სოლგარი სლიფ & სტრეს საფორთ 30 კაფსულა
PSP 36.06 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა