პიოფაგი-ბიო - Piofagi-Bio
პიოფაგი-ბიო - Piofagi-Bio

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პიოფაგი-ბიო თხიერი

(პიობაქტერიოფაგი)

წამლის ფორმა: სხვადასხვა ინტენსივობის მოყვითალო გამჭვირვალე 5მლ ხსნარი,

10 ამპულა მუყაოს კოლოფში პერორალური და ადგილობრივი გამოყენებისთვის

შემადგენლობა:

ერთი ამპულა შეიცავს:

სტაფილოკოკური(Bacteiophage Staphyloccocus aureus)10*/1მლ,

სტრეპტოკოკური(Bacteriophage Streptococcus Pyogenes)10*/1მლ,

ფსევდომონა აეროგინოზას(Bacteriophage Pseudomonas Aeruginosa)10*1მლ,

ეშერიხია კოლის(Bacteriophage E.Coli)10*/1მლ,

ფაგების თხიერ ნარევს

ბაქტერიოფაგები არის მიკროორგანიზმები, რომლებსაც ახასიათებთ სპეციფიური მოქმედება შესაბამის პათოგენურ მიკროორგანიზმებზე, გამრავლება და უჯრედის ლიზისის გამოწვევა. ბაქტერიოფაგის მოქმედება ხელს უშლის ინფექციური დაავადებების და ანთებითი პროცესის რეციდივის შესაძლებლობას.

გამოყენების რეკომენდაციები: პიოფაგი-ბიო თხიერი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას.

გამოიყენება როგორც კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ასევე როგორც პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი მდგომარეობების დროს:

კანისა და ვისცერალური ორგანოების, ჩირქოვანი ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულების, კარბუნკულების, აბსცესების, დამწვრობების, ვაგინიტების, მასტიტების, ანგინის, რინიტის, ლარინგიტის, გინგივიტის, კონიუქტივიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, პლევრიტის, ართრიტის, ქოლეცისტიტის, ენტეროკოლიტის და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

გამოყენების წესი: კომპლექსურ თერაპიაში პიოფაგი-ბიო გამოიყენება პერორალურად და ადგილობრივად ინფექციის კერის ადგილის მიხედვით -ტამპონის სახით, ცხვირში ჩასაწვეთებლად , ყელში გამოსავლებად, ჭრილობაზე დასაფენად, აბსცესების, ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში ჭრილობების დასამუშავებლად, ცისტიტების, პროსტატიტების, პიელიტების, ქოლეცისტიტების და სხვა ინფექციების დროს.

დოზირება:

თითო ამპულა დღეში 3-ჯერ ან მეტად დაზიანების სიმძიმის მიხედვით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ემპირიულია, ინფექციის დაძლევის პერიოდის მიხედვით.

გამოყენება ბავშვებში: გამოყენება შესაძლებელია დოზირების რეჟიმის მიხედვით პრეორალურად 0-6 თვე -5მლ, 6-12 თვე -10მლ, 1-3 წელი -15მლ, 3-8 წელი -20მლ, 8 წელზე ზევით -30წვ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

პიოფაგი-ბიო თხიერის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი

უკუჩვენება:
არ არის გამოვლენილი. თავსებადია სხვა ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

მანქანა-დანადგარების მართვაზე ზემოქმედება: პრეპარატი არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და

არ ადუნებს მძღოლის ყურადღებას საჭესთან.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის დროს

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

**არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. **

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:
ფარმაცევტული ნაწარმის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პიოფაგი-ბიო 5მლ 10 ამპულა
  • სახელი: პიოფაგი-ბიო 5მლ 10 ამპულა
PSP 12.5 ლ
პიოფაგი-ბიო ხსნარი 5მლ ამპულა #10
  • სახელი: პიოფაგი-ბიო ხსნარი 5მლ ამპულა #10
Pharmadepot 25 ლ
პიოფაგი-ბიო ხსნარი 5მლ ამპულა #10
  • სახელი: პიოფაგი-ბიო ხსნარი 5მლ ამპულა #10
GPC 25 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა