არიპრადა - Ariprada
არიპრადა - Ariprada

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

არიპრადა 15

(არიპიპრაზოლის პირში ხსნადი ტაბლეტები USP)

15 მგ

შემადგენლობა:

თითოეული პირში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს:

არიპიპრაზოლი USP 15 მგ

შემავსებლები საკმ. რაოდ.

ფერი: რკინის ოქსიდი წითელი

ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, როგორც არააქტიურ ინგრედიენტს.

1. კლინიკური ფარმაკოლოგია

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ნეიროლეპტიკები

მოქმედების მექანიზმი: არსებობს მოსაზრება, რომ არიპიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიისა და ბიპოლარული I ტიპის დარღვევის დროს განპირობებულია დოპამინი D2 და სეროტონინ 5HT რეცეპტორების ნაწილობრივი აგონიზმითა და სეროტონინ 5HT რეცეპტორების ანტაგონიზმით. არიპიპრაზოლმა ანტაგონისტური თვისებები გამოავლინა დოპამინერგული ჰიპერაქტივობის მქონე ცხოველში და აგონისტური თვისებები დოპამინერგული ჰიპოაქტივობის მქონე ცხოველებში. არიპიპრაზოლმა გამოავლინა დოპამინ D4, სეროტონინ 5HT და 5HT, ალფა-I-ადრენერგულ და ჰისტამინ H1 რეცეპტორებთან დაკავშირების მაღალი უნარი. არიპიპრაზოლმა ასევე აჩვენა დაკავშირების ზომიერი უნარი სეროტონინის უკუმიტაცების ადგილას და უმნიშვნელო აფინურობა მუსკარინულ რეცეპტორებთან. ურთიერთმოქმედებით დოპამინისა და სეროტონინის ქვეტიპების გარდა სხვა რეცეპტორებთან, შეიძლება აიხსნას არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა: არიპიპრაზოლი კარგად აბსორბირდება, პლაზმაში პიკური კონცენტრაციები მიიღწევა დოზირებიდან 3-5 საათში. არიპიპრაზოლი გადის მინიმალურ პრე-სისტემურ მეტაბოლიზმს. ტაბლეტის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა 87%-ია. მაღალი ცხიმის შემცველობის საკვები გავლენას არ ახდენს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

გავრცელება: არიპიპრაზოლი ფართოდ გავრცელდება მთელს სხეულში გავრცელების აშკარა 4.9 ლ/კგ მოცულობით, რაც ექსტრა ვასკულარულ გავრცელებაზე მიუთითებს. სამკურნალო კონცენტრაციების დროს, არიპიპრაზოლის და დეჰიდრო-არიპიპრაზოლის 99%-ზე მეტი ებმის შრატის პროტეინებს, პირველ ყოვლისა ალბუმინებს.

ბიოტრანსფორმაცია: არიპიპრაზოლი მნიშვნელოვანწილად მეტაბოლიზდება ღვიძლით ბიოტრანსფორმაციის სამი: დეჰიდროგენიზაციის, ჰიდროქსილაციისა და N-დეალკილაციის გზით. ინ ვიტრო კვლევების თანახმად, არიპიპრაზოლის დეჰიდროგენიზაციასა და ჰიდროქსილაციაზე პასუხისმგებელი CYP3A4 და CYP2D6 ენზიმები არიან, ხოლო N-დეალკილაცია კატალიზდება CYP3A4-ით. სამკურნალწამლო პროდუქტი ძირითადად არიპიპრაზოლის სახით გვხდება სისტემურ ცირკულაციაში.

ელიმინაცია: არიპიპრაზოლის საშუალო ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 75 საათია CYP2D6-ის ძლიერ მეტაბოლიზატორებში და დაახლოებით 146 საათი CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზატორებში.

არიპიპრაზოლის მთლიანი სხეულის კლირენსი 0.7 მლ/წთ/კგ-ია, რაც პირველ ყოვლისა, ღვიძლით ხდება.

2. ჩვენება და მიღების წესი

არიპრადა 15 ნაჩვენებია შიზოფრენიის სამკურნალოდ მიზრდილებსა და 15 წლის ან მეტი ასაკის მოზარდებში. არიპიპრაზოლი ნაჩვენებია ზომიერი და მწვავე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ I ტიპის ბიპოლარული დარღვევის დროს და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდათ მანიაკალური ეპიზოდები და ვიზეც არიპიპრაზოლით მკურნალობა ეფექტური იყო.

არიპიპრაზოლი ნაჩვენებია 12 კვირამდე ზომიერი ან მწვავე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ I ტიპის ბიპოლარული დარღვევის დროს 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში.

3. უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

4. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ანტი-ფსიქოზური მკურნალობის დროს, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს რამდენიმე დღიდან - კვირამდე პერიოდში.

ამ პერიოდში საჭიროა პაციენტის მეთვალყურეობა.

სუიციდალობა:

სუიციდური ქცევა დამახასიათებელია ფსიქიური დაავადებებისა და აფექტური დარღვევების დროს და ზოგიერთ შემთხვევაში, აღწერილია მკურნალობის დაწყების ან ნეიროლეპტიკურ მკურნალობაზე გადასვლის შემდეგ, არიპიპრაზოლით მკურნალობის ჩათვლით. ნეიროლეპტიკური მკურნალობის პარალელურად აუცილებელია მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მონიტორინგი. ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს, შიზოფრენიით ან ბიპოლარული დარღვევების მქონე მოზრდი პაციენტებში სუიციდალობის რისკის მომატება არ დაფიქსირებულა სხვა ნეიროლეპტიკებთან შედარებით.

კარდიოვასკულარული დარღვევები:

არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ცნობილი კარდიოვასკულარული დაავადებით (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, ან გამტარობის დარღვევა), ცერებროვასკულარული დაავადება, მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მიდრეკილება ჰიპოტენზიის (დეჰიდრაცია, ჰიპოვოლემია და მკურნალობა ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო პრეპარატებით) ან ჰიპერტენზიისკენ, როგორც მზარდი ისე ავთვისებიანი.

ვენური თრომბოემბოლიის სხვადასხვა შემთხვევები (VTE) დაფიქსირდა ნეიროლეპტიკური სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის დროს. ვინაიდან ნეიროლეპტიკური აგენტებით ნამკურნალებ პაციენტებს ხშირად ახასიათებთ VTE-ის შეძენილი რისკ-ფაქტორები, VTE- ის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი უნდა დადგინდეს არიპიპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდში და მიღებულ უნდა იქნას პრევენციული ზომები.

QT გახანგრძლივება:

არიპიპრაზოლით კლინიკურ ცდებში, QT გახანგრძლივების შემთხვევები პლაცებოსთან შედარებითი იყო. როგორც სხვა ნეიროლეპტიკური პრეპარატების შემთხვევაში, არიპიპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ოჯახურ ანამნეზში QT გახანგრძლივებით.

5. ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან

მისი αl-ადრენერგული რეცეპტორის ანტაგონიზმის გამო, არიპრიპაზოლს გააჩნია გარკვეული ანტიჰიპერტენზიული აგენტების ეფექტის გაძლიერების პოტენციალი.

არიპიპრაზოლის პირველადი CNS ეფექტების გათვალისწინებით, სიფრთხილეა საჭირო არიპიპრაზოლის ალკოჰოლთან ან სხვა CNS სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას ისეთი პარალელური გვერდითი რეაქციებით, როგორიცაა სედაცია.

არიპიპრაზოლის ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, რომლებიც იწვევს QT გახანგრძლივებას ან ელექტროლიტების დისბალანსს, სიფრთხილეა საჭირო.

არიპიპრაზოლზე პოტენციური ეფექტის მქონე სამკურნალო პრეპარატები

კუჭის წვენის მჟავის ბლოკატორი, H2 ანტაგონისტი ფამოტიდინი, ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ეს ეფექტი კლინიკურად მისაღებად მიიჩნევა.

არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება რამდენიმე გზით, CYP2D6 და CYP3A4 ენზიმების მონაწილეობით, CYP1A ენზიმის გარდა. ამგვარად, მწეველებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ქინიდინი და სხვა CYP2D6 ინჰიბიტორები: ჯანმრთელი სუბიექტების მონაწილეობით კლინიკურ ცდებში, CYP2D6-ის პოტენციურმა ინიჰიბიტორმა (ქინიდინი) გაზარდა არიპიპრაზოლის AUC 107%-ით, ხოლო Cmax უცვლელი დარჩა. დეჰიდრო-არიპიპრაზოლის AUC და Cmax, აქტიური მეტაბოლიტი, შემცირდა 32% და 47%-ით.

კეტოკონაზოლი და CYP3A4 სხვა ინჰიბიტორები: ჯანმრთელი სუბიექტების მონაწილეობით კლინიკურ ცდებში, CYP3A4-ის პოტენციურმა ინჰიბიტორმა (კეტოკონაზოლი) გაზარდა არიპიპრაზოლის AUC და Cmax 63% და 37%-ით. შესაბამისად გაიზარდა დეჰიდრო- არიპიპრაზოლის AUC და Cmax 77% და 43%-ით. CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზერებში, CYP3A4-ის პოტენციური ინჰიბიტორის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში არიპიპრაზოლის მაღალი კონცენტრაციები CYP2D6-ის მეტაბოლიზერებთან შედარებით. კეტოკონაზოლის ან სხვა პოტენციური CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროული მიღების საკითხის განხილვისას, პოტენციური სარგებელი უნდა აღემატებოდეს პოტენციურ რისკს. კეტოკონაზოლის არიპიპრაზოლთან ერთად დანიშვნისას, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით დანიშნული დოზის ნახევრამდე.

CYP2D6 ან CYP3A4 ინჰიბიტორის შეწყვეტისთანავე, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს იმავე დოზამდე, რაც იყო ერთდროული მკურნალობის დაწყებამდე.

6. ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: ორსულებში არიპიპრაზოლით ადექვატური და კარგად კონტროლირებადი ცდები არ ჩატარებულა. აღწერილია თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევები; თუმცა, მიზეზობრივი კავშირი არიპიპრაზოლთან დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ გამორიცხავს პოტენციურ ტოქსიკურობას ნაყოფის განვითარებაზე. პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს, თუ დაორსულდებიან ან გეგმავენ დაორსულებას არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ადამიანებში უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციისა და ცხოველების რეპროდუქციული კვლევებიდან წამოჭრილი კითხვების გამო, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში, თუ მოსალოდნელი სარგებელი არ ამართლებს პოტენციურ რისკს.

ახალშობილები, რომელთა დედებიც ორსულობის მესამე ტრიმესტრში იღებდნენ ნეიროლეპტიკურ აგენტებს (არიპიპრაზოლის ჩათვლით), არიან გვერდითი რეაქციების, მათ შორის ექსტრაპირამიდული და/ან მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმწვავისა და ხანგრძლივობის მიხედვით. აღწერილია აჟიტაციის, ჰიპერტონიის, ტრემორის, ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების ან კვებითი დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, საჭიროა ახალშობილების მონიტორინგი.

ძუძუთი კვება: არიპიპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. თუ პაციენტი იღებს არიპიპრაზოლს, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

7. დოზა და მიღების წესი

მოზრდილები:

შიზოფრენია: არიპიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 ან 15 მგ/დღეში შემანარჩუნებელი 15 მგ დღიური დოზით, საკვების მიღებასთან დაუკავშირებლად.

არიპიპრაზოლი ეფექტურია 10-30 მგ/დღეში დოზით. მომატებული ეფექტურობა დღიურ 15 მგ-ზე მაღალ დოზებზე არ გამოვლენილა, თუმცა ცალკეულ პაციენტებზე მაღალმა დოზებმა შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

სპეციალური პოპულაცია

პედიატრიული პოპულაცია

ხელმისაწვდომია სხვა სამკურნალწამლო ფორმები, რომლებიც შეიცავს არიპიპრაზოლს და შეიძლება უფრო მისაღები იყოს ნებისმიერი საწყისი ტიტრირებისთვის პედიატრიულ პოპულაციაში.

შიზოფრენია 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში: არიპიპრაზოლის რეკომენდებული დღიური დოზაა 10 მგ, დღეში ერთხელ, საკვების მიღებასთან დაუკავშირებლად. მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 მგ-ით დღეში (არიპიპრაზოლის პერორალური ხსნარის 1 მგ/მლ გამოყენებით) 2 დღის განმავლობაში, დამატებით ტიტრირება უნდა მოხდეს 5 მგ- მდე დოზით ორი დღის განმავლობაში, რეკომენდებული დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე. საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო დოზის ზრდა უნდა მოხდეს 5 მგ მატებით, მაქსიმალური დღიური 30 მგ დოზის გადაჭარბების გარეშე.

ხანდაზმულები:

არპიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიისა და I ტიპის ბიპოლარული დარღვევის სამკურნალოდ 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. აღნიშნული პოპულაციის მაღალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზის მიღება, როდესაც ამას მოითხოვს კლინიკური ფაქტორები.

სქესი:

ქალი პაციენტების შემთხვევაში მამაკაც პაციენტებთან შედარებით, დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

მწეველობის სტატუსი:

არიპიპრაზოლის მეტაბოლური გზის მიხედვით, მწეველებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

მიღების წესი:

პერორალური მიღებისთვის.

8. გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ყველა პაციენტს არ ეხება.

ხშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევა 10 პაციენტში): შაქრიანი დიაბეტი, ძილის დარღვევა, გაღიზიანების შეგრძნება, მოუსვენრობის შეგრძნება და სიმშვიდის შენარჩუნების, ერთ ადგილზე მშვიდად გაჩერების უუნარობა, უნებლიე ტოკვითი, შეხტომითი ან კლაკვნითი მოძრაობები, ფეხების მოუსვენრობა, კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, გონების დაკარგვის შეგრძნება, ჟრჟოლა და მხედველობის გაბუნდოვნება, დეფეკაციის სიხშირის შემცირება ან გართულებული დეფეკაცია, დისპეპსია, გულისრევის შეგრძნება, მომატებული ნერწყვდენა, ოფლიანობა, დაღლილობის შეგრძნება.

არც ისე ხშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევა 100 პაციენტში): სისხლში პროლაქტინის მომატებული გამოყოფა, სისხლში შაქრის მომატებული დონე, დეპრესია, დარღვეული ან გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, პირის, ენისა და კიდურების უკონტროლო მოძრაობები (გვიანი დისკინეზია), კრუნჩხვის შეგრძნება კუნთებში (დისტონია), მხედველობის გაორება, თვალის მგრძობელობა სინათლეზე, გულის გახშირებული ცემა, სისხლის წნევის ვარდნა ადგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვის შეგრძნებას ან გულის წასვლას, სლოკინი.

დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში: 13 წლის ან მეტი ასაკის მოზარდებს განუვითარდათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც სიხშირითა და ბუნებით მოზრდილებში გამოვლენილი ეფექტების მსგავსი იყო, თუ არ ჩავთვლით ძილიანობის, უკონტროლო ტოკვითი ან შეხტომითი მოძრაობების, მოუსვენრობისა და დაღლილობის მოვლენებს, რომლებიც ძალიან ხშირი იყო (10-დან 1 პაციენტი), ხოლო ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, მომატებული გულისცემა, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების კრუნჩხვა, კიდურების უკონტროლო მოძრაობები და თავბრუსხვევის შეგრძნება, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციის შემდეგ ადგომისას, ხშირი იყო (100-დან 1 პაციენტი).

9. ჭარბი დოზა

კლინიკურ ცდებისა და პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებით, არიპიპრაზოლის შემთხვევითი ან განზრახ მწვავე დოზის გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში 1260 მგ-მდე ფატალური შემთხვევების გარეშე. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ლეთარგიას, სისხლის წნევის მომატებას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებასა და დიარეას. ასევე აღწერილია მხოლოდ არიპიპრაზოლით შემთხვევითი დოზის გადაჭარბების (195 მგ-მდე) შემთხვევები ბავშვებში, გარდაცვალების შემთხვევების გარეშე. პოტენციურად სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა ძილიანობას, ცნობიერების გარდამავალ დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.

ჭარბი დოზის მართვა უნდა მოხდეს დამხმარე თერაპიით, სასუნთქი გზების, ოქსიგენაციისა და ვენტილაციის შესაბამისი შენარჩუნებით და სიმპტომების მართვით. ასევე გასათვალისწინებელია სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატის ჩართვა. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კარდიოვასკულარული მონიტორინგი და ეკგ-ს უწყვეტი მონიტორინგი შესაძლო არითმიების გამოსავლენად. არიპიპრაზოლით ნებისმიერი დადასტურებული ან საეჭვო ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის მეთვალყურეობა და მონიტორინგი, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ჭარბი დოზის სამკურნალოდ არიპიპრაზოლის მიღებიდან ერთ საათში, აქტივირებული ნახშირი (50 მგ) შეიძლება ეფექტური იყოს, რაც შეამცირებს არიპიპრაზოლის Cmax დაახლოებით 41% და AUC-ს დაახლოებიტ 51%-ით. ჰემოდიალიზი. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ჰემოდიალიზის ეფექტურობაზე არიპიპრაზოლით ჭარბი დოზირების სამკურნალოდ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იყოს, ვინაიდან არიპიპრაზოლი ფართოდ ებმის პლაზმის პროტეინებს.

10. შენახვის პირობები:

შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
არიპრადა 15 15მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: არიპრადა 15 15მგ 30 ტაბლეტი
PSP 10.93 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა