ართროსტოპი რაპიდი - ArthroStop Rapid
ართროსტოპი რაპიდი - ArthroStop Rapid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საკვები დანამატი სახსრების დაცვა და კვება
აქტიური კომპონენტები
3 ტაბლეტის შემცველობა
გლუკოზამინის სულფატი 2KჩL 1600,0 მგ
ქონდროიტინის სულფატი 600,0 მგ
ბოსველიის ექსტრაქტი 150,0 მგ
მანგანუმი 4,5 მგ
ჩ ვიტამინი 30,0 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ართროსტოპ რაპიდი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას. ართროსტოპი ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და დადებით გავლენას ახდენს სახსრების ფუნქციაზე, აუმჯობესებს მათ მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს. ართროსტოპ რაპიდი ამცირებს და მთლიანად ხსნის ტკივილს, იცავს სახსრებს და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისგან.
გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (რაც ახასიათებს ასას-ს), გლუკოზამინი მოქმედებს ასევე გოგირდის ფიქსაციის პროცესზე (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მსმ- მეთილსულფონილმეთანია), რის გამოც ხდება ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გაძლიერება.
ქონდროიტინის სულფატს აქვს ქოდროპროტექტორული, ქონდრომასტიმულირებელი და სახსრის რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. მონაწილეობს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის შენებაში. აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს ხრტილოვან ქსოვილში; ახდენს იმ ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებიც არღვევენ სასახსრე ხრტილის სტრუქტურასა და ფუნქციას, იწვევენ ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესის შენელებას. ქონდროიტინის სულფატი ასტიმულირებს გლუკოზოამინოგლიკანების სინთეზს, ახდენს ჰიალინური ქსოვილის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ხრტილის ზედაპირებისა და სინოვიური ჩანთის რეგენერაციას. აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას, ზრდის სასახსრე სითხის პროდუქციას, აუმჯობესებს მოძრაობის უნარს დაზიანებულ სახსარში. ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ამცირებს კალციუმის დანაკარგს და აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის რეპარაციის პროცესს; აფერხებს ოსტეოართროზის განვითარებას.
ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ბოსველიის მოქმედების მექანიზმია ლეიკოტრიენების სინთეზის ბლოკირება, ანალოგიურად მოქმედებს არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (ასას), იმ განსხვავებით რომ ბოსველიას არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, (კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყლულები, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.)
ვიტამინი ჩ. კვლევებით დადგენილი იქნა, რომ პაციენტები რევმატოიდული ართრიტით, ხასიათდებიან ჩ ვიტამინზე განსაკუთრებული მოთხოვნილებით. დოქტორ დევისის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩ ვიტამინის უკმარისობამ შეიძლება გაამწვავოს რევმატოიდული ართრიტი, ხოლო ჩ ვიტამინის მაღალმა დოზამ კი განაპირობებს რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების გამოვლენის შემცირება. ჩ ვიტამინის ტოქსიურობა პრაქტიკულად ნულის ტოლია; დღიური დოზა არის 500 მგ; ეს დოზა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აღნიშნულმა ვიტამინმა ორგანიზმს ,,მოუტანოს სარგებელი".
მანგანუმი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის პროცესში, წარმოადგენს ფერმენტ ფოსფატაზას გამააქტივებელ ფაქტორს. ფოსფატაზები მონაწილეობენ ოსიფიკაციის, ჩონჩხის განვითარებისა და ზრდის პროცესში. მანგანუმის ნაკლებობის დროს ირღვევა ძვლის სტრუქტურა და ვითარდება სახსრების დეფორმაცია.
ჩვენებები:
- ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი
- ართრიტი (რევმატოიდული, ინფექციური, ნიკრისისეული)
- პოლიართრიტი
- ოსტეოპოროზი (წამლისმიერი, პოსტმენოპაუზური)
- ბურსიტები
- სპონდილოართროზი
- ქონდროპათიები
- ტრავმისა და მოტეხილობისშემდგომი აღდგენის პერიოდი
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება ტუბერკულოზის, შაქრიანი დიაბეტის, რევმატიზმის დროს
- ფსორიაზის კომპლექსური მკურნალობა
- იოგებისა და მყესების სისუსტე (ორგანოების დაწევა)
- კარდიოლოგიაში: გულის სარქველების დაზიანება, ვასკულიტები
- ოფთალმოლოგიაში: კერატომალაცია, თვალის დამჭერი იოგების სისუსტე
- ნევროლოგიაში: შაკიკი, ვერტებრული არტერიების კომპრესია, რადიკულიტი
დოზირება და გამოყენების ხერხი: 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ოპტიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 2-3 თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #30
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,ვალმარკი", ჩეხეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ,,ევროფარმა ჯორჯია"

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ართროსტოპი რაპიდი 30 ტაბლეტი
  • სახელი: ართროსტოპი რაპიდი 30 ტაბლეტი
PSP 31.43 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა