სანლაიფი - Sunlife
სანლაიფი - Sunlife

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სანლაიფი D3 1000 ს.ე.

მინი ტაბლეტები

საკვები დანამატი

მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, კუნთოვანი ქსოვილების და ძვლებისთვის

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 1000 ს.ე. (25 მკგ) D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი).

ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები

D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად, განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს.

D3 ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს ორასამდე გენის ფუნქციას, აუცილებელია ზრდის და განვითარებისთვის. მისი ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია, დეპრესია, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ოსტეოპოროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება.

ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს. ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მიიღება წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით, სადილის დროს. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. დოზირება შესაძლებელია შეიცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის წესი : ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას, 30ºC ტემპერატურამდე პირობებში.

გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი შეფუთვაში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Sunlife D3 - სანლაიფი D3 1000სე 60 ტაბლეტი
  • სახელი: Sunlife D3 - სანლაიფი D3 1000სე 60 ტაბლეტი
PSP 27.24 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა