უროსეპტიკი - Uroseptic
უროსეპტიკი - Uroseptic

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

უროსეპტიკი 3გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტებში EFG
ფოსფომიცინი

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი კითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუU მათი სიმპტომები გავს თქვენსას, რადგან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ.
- თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია
**1. რას წარმოდგენს უროსეპტიკი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ უროსეპტიკის გამოყენებამდე
3. როგორ მივიღოთ უროსეპტიკი
4. შესაძლო გევრდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ უროსეპტიკი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.

**

1. რას წარმოდგენს უროსეპტიკი და რისთვის გამოიყენება

უროსეპტიკი მიეკუთვნება საშარდე გზების სამკურნალო ანტიბიოტიკურ პრეპარატთა ჯგუფს.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ როგორიცაა მაგ. გრიპი, ან გაციება.
მნიშვნელოვანია დაიცვათ დოზირების მითითებები, მიღებებს შორის ინტერვალი და ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობა.
არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ხელახლა ეს პრეპარატი. თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ დაგრჩათ ანტიბიოტიკი, დააბრუნეთ ის აფთიაქში სათადანო განადგურებისათვის. არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში, ან ნაგავთან ერთად.

უროსეპტიკი გამოიყენება ფოსფომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროობგანიზმებით გამოწვეული ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი მწვავე ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისათვის.

2. რა უნდა იცოდეთ უროსეპტიკის გამოყენებამდე

არ მიიღოთ უროსეპტიკი
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე ფოსფომიცინის ტრომეტამოლის მიმართ, ან უროსეპტიკის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
- თუ გაქვთ თირკმლის დაავადება.
- თუ იტარებთ ჰემოდიალიზს.
- არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები
უროსეპტიკის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
უროსეპტიკით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს ჩაუტარდებათ გამოკვლევა მანამდე არსებულ შესაძლო ალერგიულ რეაქციებზე ფოსფომიცინისადმი. თუ უროსეპტიკით მკურნალობის დასრულებიდან 2 ან 3 დღის შემდეგ ზოგიერთი ლოკალური სიმპტომი არ ქრება, ეს არ მიუთითებს თერაპიულ არაეფექტურობაზე, არამედ შეიძლება იყოს გამოწვეული წარსულში არსებული ანთებით.
საკვების მიღებამ შეიძლება შეაფერხოს ფოსფომიცინის (ტრომეტამოლი) აბსორბცია, იხ. ქვემოთ.
შესაბამისი თერაპიული ზომების მიღებაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ დიარეა ფოსფომიცინ ტრომეტამოლით მკურნალობის დროს, ან მკურნალობის შემდეგ.

უროსეპტიკის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად:
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
მეტოკლოპრამიდთან (პრეპარატი გამოიყებება გულისრევის და ღებინების პრევენციისათვის) ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ანტიბიოტიკ ფოსფომიცინის ეფექტი.
მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვლენილა პრეპარატთა ურთიერთქმედება, პრეპარატებმა, რომლებიც ზრდიან კუჭის და ნაწლავთა პერისტალტიკას (როგორებიცაა ბეტანექოლი, ცისაპრიდი, დომპერიდონი, ერითრომიცინიდა ლაქსატივები) შეიძლება ასევე შეამცირონ ანტიბიოტიკის ეფექტი.

უროსეპტიკის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:
რეკომენდებულია მკურნალობა მშიერ კუჭზე, ან ჭამამდე 1 საათის ადრე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს ფოსფომიცინ ტრომეტამოლის აბსორბცია.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა:
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
უროსეპტიკი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის პერიოდში მკაცრი სამედიცინო მეთვალყურების ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი მცირე რაოდენობით გადის ქალის რძეში, არ არის რეკომენდებული უროსეპტიკის ხანგრძლივად გამოყენება ლაქტაციის დროს.
ამიტოთ, თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არის ცნობები უროსეპტიკის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. როგორ მივიღოთ უროსეპტიკი

მკაცრად დაიცავით ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებები. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის კვლავ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს უროსეპტიკის ერთ პაკეტის, რომელიც იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში მიღებამდე და მისი მიღება უმჯობესია ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

ექიმი მოგცემთ რჩევას უროსეპტიკით მკურნალობის ხანგძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ვერ მიიღებთ მოსალოდნელ შედეგებს.

ზრდასრულები:
ქვედა საშარდე გზების მწვავე ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია ფოსმომიცინისადმი მგრძნობიარე მიკრობებით, დოზა შეადგენს უროსეპტიკის ერთ პაკეტს ერთჯერადი დოზის სახით.
ქირურგიული ოპერაციის შემდეგ და ტრანსურეთრალური სადიაგნოსტიკო მანიპულაციების შემდეგ, საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისათვის დოზა შეადგენს უროსეპტიკის ერთ პაკეტს ჩარევამდე სამი საათით ადრე და უროსეპტიკის ერთ პაკეტს ჩარევიდან 24 საათის შემდეგ.
კლინიკური სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ. არ არის აუცილებელი ზოგიერთი ლოკალური სიმპტომის არსებობა მიუთითებდეს თერაპიულ მარცხზე, ის შეიძლება გამოწვეული იყოს მანამადე არსებული ანთებით.

ხანდაზმულები და სხვა განსაკუთრებული პოპულაციები:
ხანდაზმულ პაციენტებში, ან იმ შემთხვევაში თუ ინფექციები გამოწვეულია ანტიბიოტიკების მაღალი დოზისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, შეიძლება საჭირო იყოს უროსეპტიკის 2 პაკეტის გამოყენება 24 საათიანი ინტერვალით.

თუ მიიღეთ უროსეპტიკის ჭარბი დოზა:
თუU მიიღეთ უროსეპტიკის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს და თან იქონიეთ შეფუთვის დანართი ფურცელი. დოზის გადაჭარბებისას, ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სერვისს, ტელ. 91 562 04 20 და მიუთითეთ პრეპარატის დასახელება და მიღებული დოზა.
მნიშვნელოვანი რაოდენობის გადაყლაპვისას საკმარისია პრეპარატის ელიმინაცია მოხდეს შარდით სითხეების მიღებით.

თუ დაგავიწყდათ უროსეპტიკის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
მიიღეთ პრეპარატი გახსენებისთანავე, თუ იღებთ მას მწვავე ინფექციის სამკურნალოდ.
თუ პრეპარატს იღებთ საშარდე გზების ინფექციების პრევენციისათვის და დაგავიწყდათ მისი მიღება, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ შეწყვიტეთ უროსეპტიკის მიღება
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. მნიშვნელოვანი სრულად ჩაიტაროთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, უროსეპტიკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში):
- დარღვევები საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის მხრივ, როგორებიცაა მაგ. ღებინება, დიარეა, დისპეპსია (კუჭის სისავსის შეგრძნება და გულძმარვა) და გულისრევა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1 ადამიანში):
- რეაქციები კანის მხრივ, როგორებიცაა სიწითლე, ურტიკარია (გამონაყარი სიწითლით და ქავილით) და ანგიონევროზული შეშუპება (ჭინჭრის ციება) და ანაფილაქსიური რეაქციები (მძიმე ალერგიული, ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციები). ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს რჩევისათვის თუU შეგიძლიათ რაიმე პრეპარატის მიღება ამ გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელად ფოსფომიცინით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.
- შეიძლება გამოვლინდეს ეოზინოფილების და თრომბოციტების რაოდენობის უმნიშვნელო ზრდა (სისხლის უჯრედები) და აპლასტიური ანემია.

შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე არ არის ცნობილი (ვერ ფასდება არსებული მონაცმებით):
- მხედველობის დარღვევები, მადის დაკარგვა, ფლებიტი (ვენებში თრომბის წარმოქმნა), დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), ბრონქოსპაზმი (სუთქვის ძლიერი გაძნელება) და თავის ტკივილი.
- დარღვევები ღვიძლის მხრივ ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი ცვლილების გამო (ტრანსამინაზები).
- სუპერინფექციები გამოწვეული რეზისტენტული ბაქტერიებით.
- კოლიტი

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.

5. როგორ შევინახოთ უროსეპტიკი

არ შეინახოთ 30°C მაღალი ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი მიიღება განზავებისთანავე.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებლი პრეპარატები და კონტეინერები გასანადგურებლად მიიტანეთ სპეციალურ სააფთიაქო პუნქტში. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ გაანადგუროთ პრეპარატი რომელსაც აღარ იყენებთ და მისი შეფუთვა, კითხეთ რჩევა ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

უროსეპტიკის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ფოსფომიცინი.
ყოველი გრანულებიანი პაკეტი შეიცავს 3გ ფოსფომიცინს (ფოსფომიცინ ტქომეტამოლის სახით).
სხვა ნივთიერებებია: გლიცინი, საქაროზა, აეროსილი, პოვიდონი და ლიმონის არომატიზატორი.

პრეპარატის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი, ან თითქმის თეთრი წყალში ხსნადი გრანულები ლიმონის სუნით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ან 2 გრანულებიან პაკეტს.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Uroseptic - უროსეპტიკი 3გრ. 1 პაკეტი
  • სახელი: Uroseptic - უროსეპტიკი 3გრ. 1 პაკეტი
PSP 18.85 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა