ანგიოზილ - Angiozil
ანგიოზილ - Angiozil

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ა ნ გ ი ო ზ ი ლ ი® -MR

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ანგიოზილი® -MR

სად-ი და დაჯგუფების დასახელება: ტრიმეტაზიდინი

წამლის ფორმა: გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები

**შემადგენლობა: **

გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების 1 ტაბლეტი, აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდს 0,035 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური - 0,1206 გ, ჰიპრომელოზა - 0,0522 გ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური - 0,0011 გ, მაგნიუმის სტეარატი - 0,0011გ, ოპადრაი II (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი) – 0,008 გ.

აღწერა:

მრგვალი, ორმაგადამობურცული, ვარდისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: სხვა პრეპარატები გულის დაავადების სამკურნალოდ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტრიმეტაზიდინი ხელს უშლის ადენოზინის ტრიფოსფატის უჯრედების შიდა კონცენტრაციის შემცირებას ჰიპოქსიის მდგომარეობაში მყოფი უჯრედების ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნებით. ამრიგად, პრეპარატი უზრუნველყოფს მემბრანული იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, კალიუმის და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანულ გადაცემას და უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

ტრიმეტაზიდინი აინჰიბირებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას მიტოქონდრიული ცხიმოვანი მჟავის გრძელი ჯაჭვის იზოფორმის ფერმენტის 3-კეტოაცილ-CoA- თიოლაზას შერჩევითი ინჰიბირებით, რაც იწვევს გლუკოზის დაჟანგვის გაზრდას და დაჩქარებულ გლიკოლიზს გლუკოზის დაჟანგვით, რაც იწვევს მიოკარდიუმის დაცვას იშემიისგან. ენერგეტიკული მეტაბოლიზმის გადართვა ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვიდან გლუკოზის დაჟანგვაზე საფუძვლად უდევს ტრიმეტაზიდინის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.

**ფარმაკოლოგიურ თვისებები: **

- ინარჩუნებს გულის და ნეიროსენსორული ქსოვილების ენერგეტიკულ ცვლას იშემიის დროს;

- ამცირებს უჯრედების შიდა აციდოზის გამოხატულობას და ტრანსმემბრანული იონური ნაკადის ცვლილებებს, რომლებიც მოხდა იშემიის დროს;

- ამცირებს პოლინუკლეარული ნეიტროფილების მიგრაციის და ინფილტრაციის დონეს იშემიურ და რეპერფუზიულ გულის ქსოვილებში;

- ამცირებს მიოკარდიუმის დაზიანების ზომას;

- პირდაპირ გავლენას არ ახდენს ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე;

სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ტრიმეტაზიდინი:

- ზრდის კორონარულ რეზერვს, რითაც ანელებს ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული იშემიის დაწყებას თერაპიის მე-15 დღიდან;

- ზღუდავს ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულ არტერიული წნევის რყევებს გულისცემის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე;

- მნიშვნელოვნად ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ხანმოკლე მოქმედების ნიტროგლიცერინის მიღების საჭიროებას;

- აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის ფუნქციას იშემიური დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

კლინიკური კვლევების შედეგებმა დაადასტურა ტრიმეტაზიდინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებული თერაპიის ნაწილში სხვა ანტიანგიალური პრეპარატების არასაკმარისი ეფექტის დროს.

კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 426 პაციენტი სტაბილური სტენოკარდიით (TRIMPOL- II) ტრიმეტაზიდინის (60 მგ/დღე-ღამეში) დამატება მეტოპროლოლით თერაპიაში 100 მგ/დღე-ღამეში (50 მგ ორჯერ დღე-ღამეში) 12 კვირის განმავლობაში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დატვირთვის ტესტის შედეგები და კლინიკური სიმპტომები პლაცებოსთან შედარებით: დატვირთვის ტესტების საერთო ხანგრძლივობა, დატვირთვის შესრულების საერთო დრო, დრო 1 მმ ST სეგმენტის დეპრესიის განვითარებამდე, დრო სტენოკარდიის შეტევამდე, სტენოკარდიის შეტევების რაოდენობა კვირაში და ხანმოკლე მოქმედების ნიტრატების მიღება კვირაში, ჰემოდინამიკური ცვლილებების გარეშე.

კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 223 პაციენტი სტაბილური სტენოკარდიით (Sellier), ტრიმეტაზიდინის 35 მგ (2-ჯერ დღე-ღამეში) დამატება ატენოლოლ თერაპიაში 50 მგ დოზით (დღე-ღამეში ერთხელ) 8 კვირის განმავლობაში იწვევდა იშემიური ST სეგმენტის დეპრესიის განვითარების დროის გაზრდას 1 მმ-ით დატვირთვის ტესტების დროს პაციენტების ქვეჯგუფში პლაცებოსთან შედარებით.

ასევე მნიშვნელოვანი განსხვავება იყო სტენოკარდიის შეტევების განვითარების დროში. არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები ჯგუფებს შორის სხვა მეორადი საბოლოო წერტილებისთვის (დატვირთვის ტესტის მთლიანი ხანგრძლივობა, დატვირთვის საერთო დრო და კლინიკური საბოლოო წერტილები).

კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1962 პაციენტი სტაბილური სტენოკარდიით (Vasco), ტრიმეტაზიდინი (70 მგ/დღე-ღამეში და 140 მგ/დღე-ღამეში) პლაცებოსთან შედარებით დაემატა ატენოლოლ თერაპიას 50 მგ/დღეში. ზოგად პოპულაციაში, მათ შორის პაციენტებში სიმპტომების გარეშე, ისე სიმპტომური სტენოკარდიით, ტრიმეტაზიდინმა არ გამოავლინა სარგებელი ერგომეტრიულ და კლინიკურ საბოლოო წერტილებზე. თუმცა, სტენოკარდიის სიმპტომების მქონე პაციენტთა ქვეჯგუფში რეტროსპექტულ ანალიზში ტრიმეტაზიდინმა (140 მგ) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საერთო დატვირთვის ტესტის დრო და დრო სტენოკარდიის შეტევამდე.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ ტრიმეტაზიდინი სწრაფად აბსორბირებს და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში დაახლოებით 5 სთ შემდეგ.

24 საათზე მეტი დროის განმავლობაში კონცენტრაცია პლაზმაში რჩება კონცენტრაციის 75%-ზე მეტ დონეზე, რომელიც განისაზღვრება 11 საათის შემდეგ.

წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა 60 საათის შემდეგ. საკვების მიღება არ მოქმედებს ტრიმეტაზიდინის ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 4,8 ლ/კგ, რაც მიუთითებს ტრიმეტაზიდინის კარგ განაწილებაზე ქსოვილებში (პლაზმის ცილასთან შეკავშირების ხარისხი საკმაოდ დაბალია, დაახლოებით 16% in vitro).

გამოყოფა

ტრიმეტაზიდინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, უცვლელი სახით.

ახალგაზრდა მოხალისეებში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 7 საათია, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში - დაახლოებით 12 საათი.

ტრიმეტაზიდინის თირკმლის კლირენსი პირდაპირ კორელირებს კრეატინინის კლირენსთან (კკ), ღვიძლის კლირენსი მცირდება პაციენტის ასაკთან ერთად.

განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

სპეციალური კლინიკური კვლევა, რომელიც ჩატარდა ხანდაზმული პაციენტების პოპულაციაში, რომლებიც იყენებდნენ ტრიმეტაზიდინის დოზას 35 მგ, 2 ტაბლეტი დღე- ღამეში (2 გაყოფილი დოზით), აჩვენა პრეპარატის მატება პლაზმაში პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემების მიხედვით.

ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღენიშნებოდეს ტრიმეტაზიდინის გაზრდილი ექსპოზიცია თირკმლის ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების გამო. სპეციალური ფარმაკოკინეტიკური კვლევა ხანდაზმულ პაციენტებში (74-84 წელი) ან ძალიან ხანდაზმულ (≥85 წლის) პაციენტებში აჩვენა, რომ თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა (კკ 30-60 მლ/წთ) ზრდიდა ტრიმეტაზიდინის ექსპოზიციას, შესაბამისად, 1,0 და 1,3-ჯერ, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით (30-65 წელი) თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ტრიმეტაზიდინის ექსპოზიცია გაიზარდა საშუალოდ 1,7-ჯერ თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კკ 30-60 მლ / წთ) და საშუალოდ 3,1-ჯერ მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კკ 30 მლ / წთ ქვემოთ) ჯანმრთელ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოხალისეებთან შედარებით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ტრიმეტაზიდინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის შესწავლილი.

ჩვენებები გამოყენებაზე

გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი თერაპია: სტაბილური სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა, როგორც მონო- ან კომბინირებული თერაპიის ნაწილი;

უკუჩვენება გამოყენებაზე

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც შედიან სამკურნალო პროდუქტის შემადგენლობაში;

- პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმის სიმპტომები, ტრემორი, „მოუსვენარი ფეხის“ სინდრომი და სხვა მათთან დაკავშირებული მოძრაობის დარღვევები;

- მძიმე თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები);

- 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული;

- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

სიფრთხილით

თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტები (კრეატინინის კლირენსი 30 -60მლ/წთ);

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები (იხ. განაყოფი „გამოყენების წესი და დოზები“ და „განსაკუთრებული მითითებები“).

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

არ არსებობს მონაცემები ორსულებში ტრიმეტაზიდინის გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ორსულობის დროს სამკურნალო პრეპარატის ანგიოზილი®-MR გამოყენება უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვების პერიოდი

მონაცემები ტრიმეტაზიდინის და მისი მეტაბოლიტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილისთვის/ბავშვისთვის. ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო პრეპარატის ანგიოზილი®-MR გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ნაყოფიერება

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა პრეპარატის მოქმედება მამრ და მდედრ ვირთხებზე.

გამოყენების წესი და დოზები

ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყალთან ერთად.

ანგიოზილი®-MR ინიშნება თითო ტაბლეტი (35 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების დროს დილით და საღამოს. მკურნალობის სარგებლის შეფასება უნდა განხორციელდეს პრეპარატის მიღებიდან სამი თვის შემდეგ. ტრიმეტაზიდინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ამ დროის განმავლობაში გაუმჯობესება არ დადგა. თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.

განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კკ 30-60 მლ/წთ), დღე-ღამის დოზა შეადგენს 35 მგ (1 ტაბლეტი), დილით საუზმის დროს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღენიშნებოდეს ტრიმეტაზიდინის გაზრდილი ზემოქმედება ასაკთან დაკავშირებული თირკმელების დაქვეითების გამო (იხ. განაკვეთი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კკ 30-60 მლ/წთ), დღე-ღამის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 35 მგ (1 ტაბლეტი), დილით საუზმის დროს.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხ. განაყოფი „განსაკუთრებული მითითებები“).

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომლებიც ტრიმეტაზიდინის მიღებისას, მოყვანილია შემდეგ გრადაციაში: ძალიან ხშირად (1/10 მეტი); ხშირად (1/100 მეტი, 1/10 ნაკლები); ნაკლებად ხშირად (1/1000 მეტი, 1/100 ნაკლები); იშვიათად (1/10000 მეტი, 1/1000 ნაკლები); ძალიან იშვიათად (1/10000 ნაკლები), დაუზუსტებელი სიხშირით (სიხშირე არ შეიძლება იყოს დათვლილი არსებული მონაცემებით).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

დაუზუსტებელი სიხშირით: აგრანულოციტოზი, ტრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

დაუზუსტებელი სიხშირით: პარკინსონიზმის სიმპტომები (ტრემორი, აკინეზია, ტონუსის მომატება), სიარულის არასტაბილურობა, „მოუსვენარი ფეხის“ სინდრომი, სხვა მასთან დაკავშირებული მოძრაობის დარღვევები, ჩვეულებრივ შექცევადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ; ძილის დარღვევა (უძილობა, ძილიანობა).

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

დაუზუსტებელი სიხშირით: ვერტიგო.

დარღვევები გულის მხრივ:

იშვიათად: გულისცემის შეგრძნება, ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია.

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

იშვიათად: არტერიული ჰიპოტენზია, ორტოსტატიური ჰიპოტენზია, რომელსაც შეიძლება ახლდეს საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა ან დაცემა განსაკუთრებით ჰიპოტენზიური პრეპარატების ერთობლივი მიღების დროს; სისხლის „მოზღვავება“ სახის კანისკენ.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირად: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება.

დაუზუსტებელი სიხშირით: ყაბზობა.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:

დაუზუსტებელი სიხშირით: ჰეპატიტი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირად: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

დაუზუსტებელი სიხშირით: მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ანგიონევროზული შეშუპება.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე

ხშირად: ასტენია.

დოზის გადაჭარბება

ტრიმეტაზიდინის დოზის გადაჭარბების შესახებ ძალიან შეზღუდული ინფორმაცია არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური თერაპია.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლინდა.

განსაკუთრებული მითითებები

სამკურნალო პრეპარატი ანგიოზილი®-MR არ ინიშნება სტენოკარდიის შეტევების კუპირებისთვის და არ არის ნაჩვენები არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის საწყის კურსზე პრეჰოსპიტალურ ეტაპზე ან ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეებში. სტენოკარდიის შეტევის შემთხვევაში, კორონარული არტერიის დაავადების ხარისხი ხელახლა უნდა შეფასდეს და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობის ადაპტირება (წამლის თერაპია ან შესაძლო რევასკულარიზაციის პროცედურა).

ტრემიტაზიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პარკინსონიზმის სიმპტომები (ტრემორი, აკინეზია, ტონუსის მომატება), ამიტომ უნდა ჩატარდეს პაციენტების, განსაკუთრებით ხანდაზმულების რეგულარული მონიტორინგი. საეჭვო შემთხვევებში პაციენტები უნდა მიმართონ ნევროლოგს შესაბამისი გამოკვლევისთვის.

მოძრაობის დარღვევების შემთხვევაში, როგორიცაა პარკინსონიზმის სიმპტომები, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი, ტრემორი, არასტაბილური სიარული, ტრიმეტაზიდინი სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

ეს შემთხვევები იშვიათია და სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ: უმეტეს პაციენტებში - პრეპარატის შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში. თუ პარკინსონიზმის სიმპტომები შენარჩუნებულია პრეპარატის შეწყვეტიდან 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია.

შეიძლება იყოს დაცემის შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია არასტაბილური სიარულით ან ჰიპოტენზიასთან, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპერტენზიულ საშუალებებს (იხ. განაყოფი „გვერდითი მოვლენები“).

სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ტრიმეტაზიდინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ მისი გაზრდილი ექსპოზიცია:

- ზომიერი სიმძიმის თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში (იხ. განაყოფები „ფარმაკოლოგიური თვისებები“ და „გამოყენების წესი და დოზები“).

- 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში (იხ. განაყოფი „გამოყენების წესი და დოზები“).

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

კლინიკური კვლევების მსვლელობისას, ტრიმეტაზიდინის მოქმედება ჰემოდინამიკურ პარამეტრებზე არ გამოვლენილა, თუმცა, რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პერიოდში, დაფიქსირდა თავბრუსხვევისა და ძილიანობის შემთხვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრანსპორტის მართვის უნარზე და სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ფიზიკურ და გონებრივ რეაქციას.

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები, 35 მგ.

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Angiozil-MR - ანგიოზილ MR 35მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: Angiozil-MR - ანგიოზილ MR 35მგ 60 ტაბლეტი
PSP 28.4 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა