ერითრომიცინი TZF - Erythromycin TZF
ერითრომიცინი TZF - Erythromycin TZF

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ერითრომიცინი

ERYTHROMYCIN

200 მგ

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება

ერითრომიცინი, 200 მგ, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ზოგადი თავისებურებები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ერითრომიცინი (Erythromicyn)

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ერითრომიცინი (Erythromycin) 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ბრინჯის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილსახამებელი, ჟელატინი, პოლისორბატი 80, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი;

გარსი: ეუდრაგიტი L30-D55, ტრიეთილციტრატი, ტალკი.

აღწერა: ნაწლავში ხნსადი გარსით დაფარული ტაბლეტები, თეთრი ფერის, დაშვებულია კრემისფერი შეფერილობა, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით ჩამოთლილი კიდეების და ნაპრალების გარეშე.

შეფუთვა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 16 ტაბლეტი ბლისტერზე, რომელიც მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თავისებურებები

ერითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას.

ერითრომიცინი in vitro პირობებში მოქმედებს:

- გრამდადებით ბაქტერიებზე

Listeria monocytogenes, Corynebacterium diphtheriae, Staphylococcus spp., Streptococcus spp. (მათ შორის Enterococcus spp.);

- გრამუარყოფით ბაქტერიებზე

Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Legionella pneumophila, Moraxella catarrhalis,

Bordetella pertussis, Campylobacter spp., Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum,

Treponema pallidum, Chlamydia spp., Clostridium spp..

Haemophilus influenzae­ ს შტამების უმრავლესობის ერადიკაცია ვლინდება ერითრომიცინის მხოლოდ მაღალი კონცენტრაციების დროს.

ერითრომიცინი არაეფექტურია სოკოებით, ვირუსებითა და საფუარებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას.

ერითრომიცინი არამდგრადია მჟავე გარემოში, ამიტომ გამოიყენება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით.

ერითრომიცინი კარგად აღწევს უმრავლესობა ორგანოსა და ქსოვილში. გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში. გააჩნია უჯრედებში შეღწევადობის უნარი.

ერითრომიცინი გამოიყოფა შეუცვლელი სახით, უპირატესად ნაღველთან და განავალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

- Mycoplasma pneumoniae, Chlamydia pneumoniae­ თი გამოწვეული ზედა და ქვედა

სასუნთქი გზების ინფექციები;

- ყივანახველა ( Bordetella pertussis) – ყივანახველას მკურნალობა და პროფილაქტიკა

პირებში , რომლებიც პირდაპირ კონტაქტში არიან ავადმყოფებთან;

- Ureaplasma urealyticum და Chlamydia trachomatis­ ით გამოწვეული არასპეციფიკური ურეთრიტი;

- Campylobacter coli, Campylobacter jejunii­ თ გამოწვეული საჭმლის მომნელებელი

ტრაქტის ინფექციები;

- ერითრაზმა ( Corynebacerium minutissimum);

- Haemophilus ducreyi­ ით გამოწვეული რბილი შანკრი;

- Entamoeba histolytica­ თი გამოწვეული ნაწლავური ინფექციები, არანაწლავური

ინფექციების შემთხვევაში, ერითრომიცინი ინიშნება სხვა პრეპარატებთან ერთად;

- შუა და გარე ყურის ოტიტები;

- გინგივიტი, ვენსანის ანგინა;

- ბლეფარიტი;

- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები ( მაგალითად პენიცილინის მიმართ მდგრადი

სტაფილოკოკებით გამოწვეული ინფექციები ან პენიცილინების მიმართ ალერგიის შემთხვევაში );

- პუსტულოზური აკნე ( Propionibacterium acnes );

ერითრომიცინი ალტერნატიული ანტიბიოტიკია პენიცილინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში სტრეპტოკოკული ფარინგიტის, ქუნთრუშას (Streptococcus pyogenes – ერითროგენული შტამები), Streptococcus pneumoniae ­ თი გამოწვეული ინფექციები, დიფტერიის (Corynebacterium diphtheriae), ერისიპელოიდის (Erysipelothrix rusiopathiae), გონორეის (Neisseria gonorrhoese), ადრეული სიფილისის (Treponema pallidum) დროს, ენდოკარდიტის პროფილაქტიკისათვის პაცინეტებში სტომატოლოგიური ჩარევის დროს.

დამხმარე საშუალების სახით შეიძლება გამოიყენებოდეს წყლულოვანი დაავადების დროს (Helicobacter pylori­ თ გამოწვეული რეციდივების პროფილაქტიკა).

უკუჩვენებები

- ერითრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

- ერითრომიცინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ასთემიზოლს, ტერფენადინს, ცისაპრიდს, პიმოზიდს, ასევე ერგოტამინს ან დიჰიდროერგოტამინს.

-ერითრომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმვასტატინს, ტოლტეროდინს, მიზოლასტინს, ამისულპრიდს, ასტემიზოლს, ტერფენადინს, დომპერიდონს, ციზაპრიდს ან პიმოზიდს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც ბოლო დროს ღებულობდით, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

ერითრომიცინის ბიოტრანსფორმაცია ხდება ძირითადად ღვიძლში. ერითრომიცინი ამცირებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობას და შედეგად შეიძლება შეცვალოს, როგორც საკუთარი, ასევე თანმხლებად გამოყენებული სხვა პრეპარატების (მიზოპლასტინი, ბრომკრიპტინი, ჰექსობარბიტალი, მიდაზოლამი, ტაკროლიმუსი, ტრიაზოლამი, ვალპროის მჟავა, რიფაბუტინი, ზოპიკლონი ) მეტაბოლიზმი .

ერითრომიცინი, ზემოქმედებს რა ციტოქრომ P­450 აქტივობაზე, შედის ფარმაკოკინეტიკურ მოქმედებაში შემდეგ პრეპარატებთან:

- თეოფილინთან, ხელს უწყობს შრატში მისი კონცენტრაციის მომატებას, რაც იწვევს მისი ტოქსიკურობის გაზრდას. ორივე პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია თეოფილინის დოზის შემცირება და შრატში მისი დონის კონტროლირება;

- დიგოქსინთან, ზრდის მის აბსორბციას და შრატში კონცენტრაციას;

- ციკლოსპორინთან, ზრდის მის კონცენტრაციას და აძლიერებს მის ნეფროტოქსიურობას;

-კარბამაზეპინთან, ერითრომიცინს შეუძლია კარბამაზეპინის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დაქვეითება. ორივე პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის დაქვეითება 50%- ით;

- ფენიტოინთან, ალფენტანილთან, მეთილპრედნიზოლონთან ან ბენზოდიაზეპინთან –შეუძლია მათი ტოქსიურობის გაძლიერება;

- დიზოპირამიდთან, ქინიდინთან, პროკაინამიდთან, ცისაპრიდთან, ტერფენადინთან და ასთემიზოლთან, შეიძლება გულის რითმის მძიმე დარღვევების მიზეზი იყოს;

გარდა ამისა, ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენება:

- პერორალურ კონტრაცეპტულ საშუალებებთან – ამცირებს მათ ეფექტურობას და ზრდის ჰეპატოტოქსიურობის განვითარების საშიშროებას;

- ანტიკოაგულანტებთან (მაგალითად, ვარფარინთან, აცენოკუმაროლთან), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, შეუძლია გაახანგრძლივოს პროთრომბინული დრო და გაზარდოს სისხლდენების განვითარების საშიშროება. ერითრომიცინის ერთობლივი გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, აუცილებელია პროთრომბინული დროის რეგულარული კონტროლი;

- ერგოტამინთან ან დიჰიდროერგოტამინთან, შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტოქსიურობა,

რომელიც გამოვლინდება სისხლძარღვების სპაზმით;

- კოლხიცინთან ერთად გამოყენებულმა ერითრომიცინმა შეიძლება გაზარდოს მისი

ტოქსიურობა.

განსაკუთრებული მითითებანი

ერითრომიცინის გამოყენებისას აუცილებელია შემდეგი ზომების დაცვა:

- ერითრომიცინით მკურნალობის წინ აუცილებელია აღნიშნული გამომწვევის მგრძნობელობის დადგენა. მკურნალობა შეიძლება დაწყებულ იქნეს მიკროორგანიზმის მგრძნობელობის შედეგის მიღებამდე. ანტიბიოტიკოგრამის მიღების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის შეცვლა;

- ერითრომიცინზე, სხვა მაკროლიდურ ანტიბიოტიკებზე ან სხვა ალერგენებზე ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებმა უნდა აცნობონ ამის შესახებ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე;

- პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ჰეპატოტოქსიური მოქმედების მქონე პრეპარატებს, ერითრომიცინს შეუძლია გააძლიეროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ერითრომიცინით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტებმა ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, უნდა აცნობონ ექიმს ამ დაავადების შესახებ. ერითრომიცინით ხანრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ჩატარება;

- ერითრომიცინი, რომელიც ენიშნებათ სიფილისით დაავადებულ ორსულებს, ვერ აღწევს ნაყოფში თერაპიულ კონცენტრაციებს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში მშობიარობისთანავე ექიმი ბავშვს დაუნიშნავს პენიცილინს;

- პაციენტებმა მიასთენიით, ერითრომიცინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობონ ექიმს ამის შესახებ. ერითრომიცინმა შეიძლება გააძლიეროს დაავადების სიმპტომები;

- ფართო ანტიბაქტერიული სპექტრის ანტიბიოტიკებმა (მაგალითად მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, ცეფალოსპორინები) შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. ნაწლავში ნორმალური ბაქტერიული ფლორის დათრგუნვა ხელს უწყობს Clostridium difficile­ ს ჩხირების განვითარებას, რომელთა ტოქსინებიც იწვევენ ფსევდომემბრანული კოლიტის კლინიკურ სიმპტომებს. ამიტომ პაციენტებმა, რომელთაც ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მისი მოხსნისთანავე განუვითარდათ ფაღარათი, არ მიმართონ თვითმკურნალობას, არამედ უნდა მიმართონ ექიმს. თუ ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზი დადასტურდა, აუცილებელია დაუყოვნებლივ მოიხსნას ერითრომიცინი და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. უფრო მსუბუქ შემთხვევებში ხშირად საკმარისია პრეპარატის მოხსნა, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევების დროს – გამოიყენება მეტრონიდაზოლი ან ვანკომიცინი. უკუნაჩვენებია ნაწლავების პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენება;

- ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს, პრეპარატების მიმართ მდგრადი ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვული სუპერინფექცია. ერითრომიცინით მკურნალობის დროს ახალი სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს;

- მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ ერითრომიცინსა და ლოვასტატინს,

აღინიშნებოდა რაბდომიოლიზის (განივზოლიანი კუნთების ნეკროზი) შემთხვევები;

- ერითრომიცინმა შეიძლება შეცვალოს ფლუორომეტრიული მეთოდით შარდში კატექოლამინების დონის დადგენის შედეგები.

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მაშინაც კი, თუ ზემოთ აღნიშნული მითითებანი, ეხება წარსულში არსებულ სიტუაციებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატი ორსულებს ენიშნებათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ერითრომიცინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მეძუძურ დედებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

მოზრდილები და ბავშვები 8 წლის ასაკის ზემოთ

ჩვეულებრივ გამოიყენება 1-2 გ-მდე დღეღამეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებად.

მძიმე ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეღამეში 4 გ - მდე,

გაყოფილი რამდენიმე მიღებად.

ბავშვები 8 წლამდე ასაკის

საშუალოდ გამოიყენება 30-50 მგ / კგ დღეღამეში გაყოფილ დოზებად, ყოველ 12 ან 6 საათში. მძიმე ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს ორჯერ და გამოვიყენოთ ყოველ 6 საათში.

სამკურნალო პრეპარატი ერითრომიცინი ტაბლეტების ფორმით, გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში, იმ პირობით, თუ მათ შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა.

თუ პრეპარატის გამოყენებისას, პაციენტს ეჩვენება, რომ პრეპარატის მოქმედება ან ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მან უნდა მიმართოს ექიმს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენ პრეპარატის დოზირების შეცვლას. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ამ ასაკობრივ ჯგუფში ღვიძლის ან სანაღვლე გზების ფუნქციების დარღვევის შესაძლებლობის გამო.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე.

ერითრომიცინის გამოყენება აუცილებელია დაავადების სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ 2-3 დღე. A ჯგუფის სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობა მინიმუმ 10 დღე უნდა გაგრძელდეს.

მიღების წესი

პრეპარატი მიიღება უზმოზე ან საკვებთან ერთად, გადადუღებული და გაგრილებული წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით.

იმ შემთხვევაში, თუ ერითრომიცინის მიღება ტაბლეტების სახით პრობლემატურია ან შეუძლებელი, რეკომენდებულია წამლის მიღება სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულების სახით, ექიმის მიერ დანიშნული დოზის შენარჩუნებით. მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო შემთხვევებში ერითრომიცინის მიღება რეკომენდებულია პარენტერალურად.

ერითრომიცინის დანიშნულ დოზაზე მეტი დოზის მიღების შემთვევაში

ერითრომიცინის ჭარბი დოზირების სიმტომებია კუჭ - ნაწლავის აშლილობანი (გულისრევა, ფაღარათი, ღებინება), ასევე სმენის დაკარგვა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობა უნდა შეწყდეს, გამოვიწვიოთ ღებინება (თუ პაციენტი გონებაზეა) და მივმართოთ ექიმს.

პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს, დაუყოვნებლივ უნდა მივმართით ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ ერითრომიცინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ პრეპარატი არ იქნა მიღებულ დანიშნულ დროს, აუცილებელია მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად (თუ პრეპარატის მომდევნო დოზის მიღებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა) ან გავაგრძელოთ პრეპარატის რეგულარული მიღება.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ერითრომიცინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

- კუჭ - ნაწლავის აშლილობანი (ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი) –

განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას;

- იშვიათად ფსევდომემბრანული კოლიტი;

- სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების (ამინოტრანსფერაზების) აქტივობის ტრანზიტორული მომატება. იშვიათად ქოლესტაზური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

- ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს გულის რითმის დარღვევა, გულისცემის დარღვევა.

- ერითრომიცინით ხანგრძლივი ან მკურნალობის განმეორებითი კურსის დროს შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული სუპერინფექცია;

- სპორადულად სმენის დაქვეითება (შუილი ყურებში, სიყრუე) - განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას ან პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით – სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ;

- ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, მრავალფორმული ერითემა, ეპიდერმისის ტოქსიკო - კოლიკვაციური ნეკროზი, სტივენს - ჯონსონის სინდრომი. ანაფილაქსია.

ზემოთ აღნიშნული ალერგიული რეაქციებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, ანტიბიოტიკების მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

- სხვა არასასურველი მოვლენები, რომლებიც იშვიათად ვლინდება ერითრომიცინის გამოყენების შემდეგ: აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ზოგიერთი ტიპის არარსებობა), დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები), კოშმარული სიზმრები, პანკრეატიტი, თირკმლების ფუნქციის დარღვევა.

ზოგიერთ პაციენტს ერითრომიცინით მკურნალობის დროს შეიძლება გამოუვლინდეს სხვა გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენის ან სხვა არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

შენახვის პირობები

ინახება 25°C - მდე ტემპერატურის პირობებში მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

**გაცემის წესი: **

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Erythromycin TZF - ერითრომიცინი TZF 200მგ 16 ტაბლეტი
  • სახელი: Erythromycin TZF - ერითრომიცინი TZF 200მგ 16 ტაბლეტი
PSP 13.01 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა