ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება.
პარასამკურნალო საშუალება
ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: А და B სენოზიდები (Sennosides A and B).
აქტიური ინგრედიენტი: სინამაქის (Cassia acutifolia) ფოთლების ექსტრაქტი (შეიცავს 20% A და B სენოზიდების კალციუმის მარილებს) -- 0,07გ.
არააქტიური ინგრედიენტები: ლაქტოზა, სახამებელი (სიმინდის და კარტოფილის), პოვიდონი, ვანილინი, მეთილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.
პარასამკურნალო საშუალება მზადდება სინამაქის (ალექსანდრიული ფოთოლი) ფოთლების (Cassia angustifolia Vahl.; Cassia acutifolia Del.; ojaxi – Fabaceae) საფუძველზე.
მცენარის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს: A და B სენოზიდებს და სხვა ანტრაცენწარმოებულებს: რეინს, ალოე-ემოდინს; ფლავონურ გლიკოზიდებს - იზორამნეტინს, კემპფეროლს, კემპფერინს, ორგანულ მჟავებს (ლინოლის, სტეარინის, პალმიტინის და სხვ.), ფიტოსტერინს, ფიტოსტეროლინს, პოლისაქარიდებს და ალკალოიდების კვალს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება (სინამაქის ფოთლების ანტრაგლიგოზიდების ჯამი) იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით - მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას, მისი ნორმალური მუშაობის რიტმის აღდგენას. ხელს არ უშლის საჭმლის მონელებას.
პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.
შეკრულობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია, მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება, მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მშობიარობის შემდეგ).
მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით - 1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 2-3 ტაბლეტამდე ერთ მიღებაზე.
1-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ერთი მესამედი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიური კოლიტი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.
ყურადღება: სიფრთხილით ინიშნება – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ღვიძლის და/ან თირკმლების უკმარისობისას; ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი. დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება გაძლიერებული აირწარმოქმნა ნაწლავებში და ფაღარათი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-იისფერი. ამან არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება: რადგან შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა პეპარატებთან : ხელს უშლის ტეტრაციკლინების აბსორბციას.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
0.65 ლ | ||
|
0.65 ლ | ||
|
0.91 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა