კატაბალახას და ბარამბოს ექსტრ - Catabalaha and Barambos Extract
კატაბალახას და ბარამბოს ექსტრ - Catabalaha and Barambos Extract

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - კატაბალახას და ბარამბოს ექსტრ პიტნით ტაბლეტი #40

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები:
კატაბალახას ექსტრაქტი 0,025გ;
(Eხტრაცტუმ Vალერიანაე)
ბარამბოს ექსტრაქტი 0,0125გ
(Eხტრაცტუმ Mელისსა)
პიტნის ზეთი) 0,00025გ;
(Oლეუმ Mენტჰაე)
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კატაბალახას ექსტრაქტს ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ბარამბოს ექსტრაქტს ახასიათებს სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენი სეკრეციას.
პიტნის ზეთს გააჩნია სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი მოქმედება, აწესრიგებს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
ჩვენება:
• ნერვული აგზნებადობა;
• უძილობა, ძილის დარღვევა.
• საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: 1 ან 2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე.

შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კატაბალახას და ბარამბოს ექსტრ პიტნით ტაბლეტი #40
  • სახელი: კატაბალახას და ბარამბოს ექსტრ პიტნით ტაბლეტი #40
GPC 4 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა