ვიტრუმი მაგნიუმ B6 - Vitrum Magnesium B6
ვიტრუმი მაგნიუმ B6 - Vitrum Magnesium B6

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვიტრუმი® მაგნიუმი B6

VITRUM® MAGNESIUM B6

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები, მასით 1200 მგ. №60 ან №90 ტაბლეტი შეფუთვაში.

60 ან 90 ან 120 ტაბლეტი თითო ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

**შემადგენლობა:
**

აქტიური ნივთიერება | მოხმარების დღიური დოზის შემადგენლობა (4 შემოგარსული ტაბლეტი, მასით 1200 მგ) | რეკომენდებული დღიური მოხმარების %
---|---|---
მაგნიუმი (მაგნიუმის ლაქტატი) | 200მგ | 50
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) | 5,6მგ | 280*

  • არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს

დამატებითი კომპონენტები : სორბიტოლი, ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი - მაგნიუმის სტეარინის მჟავა, შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება - სტეარინის მჟავა, ტაბლეტის გარსი (ჰიდროქსი-პროპილ-მეთილცელულოზის სტაბილიზატორი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზის სტაბილიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა. შეწებების საწინააღმდეგო საშუალება ტალკი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი სილიციუმის დიოქსიდი.

შეიცავს სორბიტოლს. ჭარბი მიღების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.

გამოყენების სფერო:

როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი - მაგნიუმის და ვიტამინის B6 დამატებითი წყარო.

ვიტამინი B6 - მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების: სეროტონინის, მელატონინის, დოფამინის გამომუშავებაში. ხელს უწყობს მაგნიუმის დაგროვებას უჯრედებში.

ამ ვიტამინის უკმარისობის მდგომარეობა ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით (გაღიზიანებადობა, ძილიანობა, პოლინევრიტი) და გამოხატულია მომატებული დაღლილობის, კუნთების სისუსტის, დეპრესიული განწყობის სახით.

მაგნიუმი - აუცილებელია უჯრედებში ენერგიის წარმოებისთვის, ნეირომუსკულური გამტარობის რეგულირებისთვის, ტონუსისთვის, გლუვი კუნთების ფუნქციობისთვის. მაგნიუმის იონები მონაწილეობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების ბიოსინთეზში და აფერხებენ თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესებს. მაგნიუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ძვლებში და კუნთებშია.

მაგნიუმის დეფიციტი გავლენას ახდენს ნერვული და კუნთოვანი იმპულსების გადაცემის მდგომარეობაზე, ვლინდება მომატებული აგზნებით, ნერვული სისტემის ფუნქციობის დაქვეითებითა და გაღიზიანებით.

ორგანიზმის მაგნიუმით გამდიდრება ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ახდენს ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებას დეპრესიული მდგომარეობისა და სტრესის დროს, რადგან სხვადასხვა ხასიათის სტრესი ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას მაგნიუმის მიმართ.

რეალიზაციის პირობები: მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილები განისაზღვრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით.

გამოყენების რეკომენდაცია:

მოზრდილებიში 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობაა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.

**უკუჩვენებები:

**

ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება, ნაწლავის დისფუნქციისადმი მიდრეკილება.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Vitrum - ვიტრუმი მაგნიუმ B6 60 ტაბლეტი
  • სახელი: Vitrum - ვიტრუმი მაგნიუმ B6 60 ტაბლეტი
PSP 28.12 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა